რეგისტრირებული ფაქტები51338
სორტირება თარიღი მზარდობით
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების შემოსავალი 9131 მანეთს შეადგენდა, ხოლო გასავალი – 9273 მანეთსა და 37 კაპიკს.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 31 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებელმა, გრიგოლ ბურჭულაძემ თელავის განყოფილების გამგეობას ანგარიშის გასაკეთებლად და შემოსავლის 20%-ის გასაფორმებლად საჭირო ბლანკები გაუგზავნა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 31 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას სთხოვა განყოფილების გამგეობის 1913 წლის მოქმედების ანგარიშისა და შემოსავლის 20%-ის სასწრაფოდ გამოგზავნა. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ნიკოლოზ კვერნაძე 1914-1918 წლებში მუშაობდა ჭიათურაში კავკასიური საზოგადოების მეტაბელედ, შემდეგ – სამტრედიაში, კოოპერატივში; 1916-1917 წლებში სამხედრო სამსახურში იყო; 1917-1924 წლამდე ეწეოდა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას; 1917-1921 წლებში სამტრედიის სახალხო გვარდიის შტაბის თავმჯდომარის თანაშემწე იყო; 1924 წელს მუშაობდა ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის მდივნად.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ბარბალე გარსიაშვილი თბილისის საქველმოქმედო სკოლის ქართული ენის მასწავლებლობის კანდიდატი იყო.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელია საზოგადოების ქუთაისის განყოფილების 1914 წლის 1-ელი იანვრის ანგარიშში დამატებულია წინა წლის წევრთა სიაში გამორჩენილი ორი პირი – სტეფანე ანტონის ძე კამპანიონი და ოლღა ტარიელის ასული შენგელია.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლიდან 1918 წლამდე ლიდია გეპშტეინი თბილისში ექიმ გრიგოლ მუხაძესთან ერთად მუშაობდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილებას მხოლოდ ერთი სკოლა ჰქონდა. ბიბლიოთეკაში სისტემატურად იმართებოდა ქართული წარმოდგენები.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ევსევი ჩიხლაძე და დავით თედეშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის ნოემბერში ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე ბათუმის სკოლის მასწავლებელი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილ წევრს, არქიმანდიტრ ნესტორ ყუბანეიშვილს, 1914 წლის 1-ლი იანვრის ჩანაწერის თანახმად, ერთიანად აქვს გადახდილი საწევრო შესატანი (100 მანეთი).
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს სერგო გ. გიორგობიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1914
ტიპი: სტატუსი
1914 წლის 1-ლი იანვრისთვის ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილ წევრებად ირიცხებიან: ბართლომე მოსეშვილი, ვლადიმერ მოსეშვილი, პავლე მოსიძე, გალაკტიონ მომცემლიძე, ნოე მხეიძე, არქიფო მხეიძე, დიმიტრი ნაზაროვი, დავით ნაზაროვი, ალექსი ნაკაიძე, ისიხი ნაკაშიძე, გრიგოლ ნარაკიძე, გრიგოლ ნასარიძე, ვლადიმერ ნაცვლიშვილი, იასონ ნიკოლეიშვილი, ევსევი ნიკოლაძე, ალექსანდრე ნოზაძე, ანტონ ოდიშარია, მიხეილ ორაგველიძე, ვანდრიკა ოქრომჭედლიშვილი, იოსებ ოცხელი, სიმონ ოცხელი, ეპიფანე ოყროშიძე, გრიგოლ პავლოვი, ივანე პურადაშვილი, პეტრე ჟვანია.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აკაურთის სკოლა გაიხსნა. ტრიფონ შუბლაძე ამ სკოლაში დანიშნული პირველი მასწავლებელი იყო, მაგრამ მას დიდხანს არ უსწავლებია, რადგან ჯარში გაიწვიეს, და სკოლაში სწავლა დროებით შეჩერდა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს ელენე პეტრეს ასული მეფისაშვილი, სერაფიონ მიტროფანეს ძე მიქაძე, ტრიფონ გიორგის ძე მიქაბერიძე, ნოე დიმიტრის ძე მიქაძე, იოსებ მირაქოვი, პიმენ კონსტანტინეს ძე მიქელაძე, ევგენია ალექსანდრეს ასული მიქელაძისა, თომა აბრამის ძე მთავრიშვილი და სოლომონ გიორგის ძე მიქელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. 1913 წლის საწევრო 3-3 მანეთი ყველას ჰქონდა გადახდილი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის პირველი იანვრის ანგარიშის მიხედვით, მარიამ ვარდოსანიძე, ივანე ვანიძე, სოსო ვარდიძე, ჭიჭიკო ვარდოსანიძე, ვლადიმერ ვეკუა, ბარბარე ვოლსკი, ასლან ზარქუა, თეოდორა თავდგირიძე და სამსონ კალანდარიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1914
ტიპი: სტატუსი
ანტონ აბესაძე, ივლიანე აბესაძე, ნინო აბესაძე, დავით აბდუშელიშვილი, ნიკო აბზიანიძე, სიმონ აბულაძე, დავით ავალიანი, თევდორე ალადაშვილი, ნინა ალიბეგოვი, იოსებ ალიბეგოვი, ეკატერინე ალიბეგოვი, გრიგოლ ალშიბაია, ვასილ ამაშუკელი, სიმონ ამირაჯიბი, მინა ამირაჯიბი, ეკატერინე ანთაძე, მიხაილ ანთაძე, ივლიანე ანჯაფარიძე, მიხეილ ანჯაფარიძე, ტიტე ართმელაძე, სამსონ არჯევანიძე, საშა ამირაღოვი, რაჟდენ არსენიძე, ბეჟან ასათიანი, ბიკტორ ასათიანი, ტიხონ ასათიანი, სამსონ აფხაიძე, იასონ ახვლედიანი, დესპინე ახვლედიანი, სარრა ახვლედიანი, ერასტი ბაბოდოღლი, დავით ბაგრატიონი, ივანე ბადრიძე, გიორგი ბადრიძე 1914 წლის პირველი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილ წევრებად ირიცხებოდნენ.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 1-ელი იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილ წევრთა სიის მიხედვით, ზურაბ ივანეს ძე გველესიანმა ერთიანად გადაიხადა საწევრო – 1 500 მანეთი.