ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50103

1914

ტიპი: პირადი ურთიერთობა

ქეთევან გაფრინდაშვილის შვილი იყო ვალერიან გაფრინდაშვილი.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

სტეფანე გიორგის ძე ახმეტელი პირველი მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914-17 წლებში სერგი ილარიონის ძე მაჭარაშვილი საჩხერის წმ. ნინოს ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ ღამბაშიძის წერილის „ბუნება და ცხოვრება“ I ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს გეურქ ფირუმიანმა იოსებ გედევანიშვილის პიესა „სინათლე“ სომხურად თარგმნა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს დუტუ მეგრელმა თავისი პოემა „მწირი სარდალი“ გადააკეთა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს გიორგი ხერხეულიძემ ხობის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს იოსებ ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი დრამატული საზოგადოების წევრი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს არჩილ ნიკოლოზის ძე ავალიშვილი თბილისის დრამატული საზოგადოების ხაზინადარი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ნიკოლოზ გვარაძე ბაქოს დასის რეჟისორი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ქართველი სცენის მოღვაწეთა პირველი ყრილობისათვის დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ მოამზადა მოხსენება „მოძრავი თეატრი პედაგოგიური თვალსაზრისით“.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე „ზაკავკაზკი რეჩის“ რედაქტორი იყო.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე დრამატული საზოგადოების გამგეობისა და სცენის მოღვაწეთა ყრილობის მომწვევი კომისიის წევრი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ქუთაისში ია ეკალაძის თხზულებათა II ტომი გამოიცა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს იუზა ზარდალიშვილმა საჩხერის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ივანე ლობჟანიძემ წესის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს თერაპევტი ივანე გედევანის ძე გომართელი პაციენტებს ოლგას ქუჩის №20-ში იღებდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს თერაპევტი და პედიატრი ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძე პაციენტებს ვარდისუბნის ქუჩის №9-ში იღებდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს თერაპევტი გრიგოლ გრიგოლის ძე მაღალაშვილი პაციენტებს ოლგას ქუჩის №12-ში იღებდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს თერაპევტი აბელ ოქროპირის ძე იაშვილი პაციენტებს წყნეთის ქუჩის №18-ში იღებდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს დავით კასრაძემ ფრანგულად თარგმნა იოსებ გედევანიშვილის პიესა „სინათლე“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს თბილისის სარკინიგზო საავადმყოფოს ორდინატორი, ვენეროლოგი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე დიასამიძე პაციენტებს მოსკოვის ქუჩის №4-ში იღებდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ზაფხულში იუზა ზარდალიშვილი წაღვერში წარმოდგენების გამართვას გეგმავდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ალექსანდრე შანშიაშვილმა გერმანულიდან ქართულ ენაზე თარგმნა „ფაუსტი“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის მაისში ზაქარია ჭიჭინაძემ ანტონ ფურცელაძის გარდაცვალების 6 თვის თავზე გამოსცა წერილების კრებული მისი მოღვაწეობის შესახებ.