ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50103

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს გიორგი ჯაბადარმა ფრანგულიდან თარგმნა ანატოლ ფრანსის რომანი „თეატრის ცხოვრებიდან“.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის ზაფხულში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი დასასვენებლად ბორჯომში გაემგზავრა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს მსახიობი ელენე ანდრონიკაშვილი ბაქოს დასში მიიწვიეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ექიმმა გ. ხირსელმა თელავში სახალხო უნივერსიტეტის დაარსების საკითხი წამოჭრა, ამ წამოწყებას მხარს უჭერდა მსახიობი თამარა გოგოლაშვილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 22 ივნისს ქაშვეთის ეკლესიაში კოტე მესხის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს პანაშვიდი გადაიხადეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ვანო საათაშვილმა დაწერა ორმოქმედებიანი პიესა „ცხოვრების ტალღა“ სოფლის ინტელიგენციის ცხოვრების შესახებ.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ივანე სიმონის ძე მესხი ბათუმის დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წელს ვასილ ალუღიშვილი, ნიკოლოზ გვარაძე, ნიკოლოზ ჩაგუნავა, იოსებ ჟივიძე, იოსებ თარალაშვილი და სხვ. მოძრავი დასის ამხანაგობის წევრები იყვნენ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ბათუმის დრამატულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, მომავალი სეზონისთვის საკუთარი დასი ჩამოეყალიბებინა. მსახიობების შესარჩევად გამგეობის თავმჯდომარე ივანე მესხი თბილისში ჩავიდა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914-1915 წლების სეზონისთვის შალვა ხონელი ჭიათურის სახალხო თეატრში მსახიობად მიიწვიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს შალვა დადიანი ელიობაზე ილია ჭავჭავაძის პატივსაცემად დაგეგმილ წარმოდგენაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს დავით ჩხეიძემ დაწერა ოთხმოქმედებიანი პიესა „ცხოვრების ტალღებში“ მუშა-ვაჭართა ცხოვრების შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს დავით ანდუყაფარის ძე ჩხეიძემ თარგმნა ერთმოქმედებიანი უკრაინული პიესა „შემოდგომა სიყვარულისა“.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს დუშეთში ჩამოყალიბდა სცენისმოყვარეთა წრე, რომლის გამგეობოს წევრებად აირჩიეს დ. კობიაშვილი, ს. ნამორაძე და გრიგოლ დავითის ძე მაისურაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ვასილ როსტომის ძე ყიფიანმა დაწერა პიესა „ზილოთი“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართული თეატრის მუზეუმს ვანო საათაშვილმა აფიშები შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართული თეატრის მუზეუმს ალექსანდრე მირიანაშვილმა გიორგი თუმანიშვილის „ქართული თეატრის საქმე“ შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართული თეატრის მუზეუმს კონსტანტინე დიმიტრის ძე ყიფიანმა რეჟისორ მიხეილ პეტრეს ძე ბებუთაშვილისa და ელენე დიმიტრის ასულ ყიფიანის სურათები შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს მიხეილ ხერხეულიძემ ცხინვალის სცენისმოყვარეთა წრეს შესთავაზა თითოეული წარმოდგენიდან ერთი მანეთი დრამატული კურსების ფონდის სასარგებლოდ გადაედოთ. წრემ მისი წინადადება მიიღო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქართული თეატრის მუზეუმს ნინო გოგნიაშვილმა 1904 წლის ქართული საღამოს მხატვრული პროგრამა შესწირა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ვანო გიგოშვილმა გლეხების ცხოვრების შესახებ ხუთმოქმედებიანი პიესა „შურისძიება“ დაწერა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ქართული თეატრის მუზეუმს ალექსანდრე მირიანაშვილმა ლადო აღნიაშვილის პირადი რვეული შესწირა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს მიხეილ ხერხეულიძე ცხინვალის დასის რეჟისორად მიიწვიეს.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის ზაფხულში იოსებ გედევანიშვილმა შვებულება მცხეთაში გაატარა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ელენე ოქროპირიძე ცხინვალის დასში სუფლიორად მიიწვიეს.