ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46026

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ გიორგი ჟურულის მოხსენება საქართველოს ბანკის ორგანიზაციის შესახებ. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კანდელაკი სამინისტროში მიმდინარე საქმეებიდან გაათავისუფლეს და მიანდეს სახელმწიფო ბანკის ორგანიზაციისთვის მუშაობა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრის მოხსენება ტყვეობაში მყოფი ოჯახებისთვის ჯამაგირების მიცემის შესახებ. ამისთვის კრედიტის ანგარიშზე დაარსდა 200 ათასი მან. თანხა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრის მოხსენება ბათუმისა და ფოთის ბრანდვახტების მოხელეებისთვის კუთვნილი ფულის მიცემაზე იმ თვეებში, როცა საქართველოს რესპუბლიკას ემსახურებოდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრის მოხსენება სამხედრო უწყების მიერ ეროვნული გვარდიისთვის კერძო ბინების გადაცემის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის მოხსენება სომხეთის ოლქის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ი. ა. დავიდოვიჩისთვის 4 859 მან. 49 კაპ. სალიკვიდაციო ფულის მიცემის თაობაზე. ამისთვის იუსტიციის მინისტრს ცალკე კრედიტი გაეხსნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სასურსათო საბჭოს თავმჯდომარის ვასილ არდიშვილის თხოვნა თბილისის გამგეობისადმი, პირველი საჭიროების ნივთებზე ნიხრის დაწესების შესახებ. 

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს გენერალური სასურსათო საბჭოს თავმჯდომარის ვასილ არდიშვილის მოხსენება, საბჭოს რწმუნებულთათვის სპეკულანტების სურსათ-სანოვაგის რეკვიზიის უფლების მინიჭებაზე. იმ შემთხვევაში, თუ სიმინდი ან სხვა სასურსათო საქონელი აღმოჩენილი იქნებოდა საზღვრიდან გასატანად, რწმუნებულებს უნდა ჰქონოდათ მათი რეკვიზიის უფლება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სახელმწიფო კონტროლიორის მოხსენება რევიზორის ყოფილი თანაშემწის, ვახაჯელიძისთვის საკრედიტო მოწმობის მიცემაზე. როგორც ციმბირის მოქალაქეს უარი ეთქვა.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წლის 12 დეკემბერს ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ღია ბარათი გაუგზავნა დას, ქრისტინე შარაშიძეს და მისწერა, როგორი გახარებული და აღელვებული იყო შვილის, ბიბი ქარცივაძის დაოჯახების გადაწყვეტილების შესახებ რომ გაიგო.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წლის 1-ლ იანვარს გადასახლებაში მყოფმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ დას, ქრისტინე შარაშიძეს, ჯამბულიდან თბილისში გაუგზავნა ღია ბარათი. მისწერა კერძო საკითხებსა და ოჯახის წევრებისთვის მანამდე გაგზავნილ წერილებზე, რომლებიც სავარაუდოდ დაიკარგა.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წლის 23 იანვარს ჯამბულში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ დას, ქრისტინე შარაშიძეს, თბილისში კერძო ხასიათის ღია ბარათი გაუგზავნა.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წლის 28 იანვარს ჯამბულში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ დას, ქრისტინე შარაშიძეს თბილისში გაუგზავნა ღია ბარათი.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წლის 27 იანვარს ჯამბულში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ თბილისში მისალოცი დეპეშები გამოგზავნა.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წელს ალექსანდრე ასათიანი ლეჩხუმის მაზრის სოფელ ბარდნალაში დაიბადა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 12 ივნისს პროკოფი მოსეს ძე დოლიძე შრომის სამისნისტროს საკანონმდებლო წინადადებების განყოფილებაში მდივნად დაინიშნა.

1907

ტიპი: განათლება

1907 წელს ალექსანდრე ასათიანმა ქუთაისის რეალური სასწავლებელი დაამთავრა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის 22 აპრილს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ უცხოეთში არსებულ ქართველ სოციალ-დემოკრატთა ორგანო „ქართულ დროში“ ნოე ჟორდანია ღიად წერდა, რომ საბჭოთა რუსეთის გარდა უნდა დაკავშირებოდნენ მათაც, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას ცნობდა.

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს მუზეუმის დირექტორის მიერ გაცემული თავისუფალი დღეების წიგნაკის მიხედვით ქრისტინე შარაშიძე ისვენებდა 22 იანვარს, 1 და 2 მაისს და 7 და 8 ნოემბერს.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის 12 ნოემბერს ქრისტინე შარაშიძემ გადაიხადა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საწევრო გადასახადი – სამი მანეთი. კვიტანციას ხელი მოაწერა ხაზინადარმა, იროდიონ სონღულაშვილმა.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის მოადგილის, ალ. მდივნის 1918 წლის 4 ნოემბრის მოხსენებაში ნათქვამია, რომ 1-ელ ნოემბერს გარდაიცვალა თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორი ვასილ ჯაფარიძე. მის გაჭირვებულ ცოლ-შვილს მხოლოდ სასაფლაო უჯდებათ არანაკლებ 2 400 მან. ამიტომ მინისტრთა საბჭოს დაკრძალვის ხარჯებისთვის 5 000 მან. გამოყოფას სთხოვს.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე მდივნის 1918 წლის 14 ნოემბრის მოხსენება ეხება ბათუმის მარინეს სახ. სკოლის მასწავლებელთა ივნისისა და ივლისის თვეების ჯამაგირით დაკმაყოფილებას ათმილიონიანი ფონდიდან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საპარლამენტო განათლების კომისიის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს „საღვთო სჯულის სწავლების გაუქმების შესახებ ყველა ტიპისა და საფეხურების სახაზინო და კერძო უფლებიან სასწავლებლებში“ ხელი განათლების კომისიის თავმჯდომარე ლევან ნათაძემ მოაწერა. კანონი ძალაში შევიდოდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნების დღიდან.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის მოადგილის 1918 წლის ნოემბრის მოხსენება ოსთა ეროვნული საბჭოს მიერ ცხინვალში სახელმწიფო ხარჯზე გიმნაზიის გახსნის შუამდგომლობის შესახებ. საბჭო ითხოვდა გიმნაზიის გახსნას ორი მოსამზადებელი და ოთხი ძირითადი კლასის შემადგენლობით.