ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის თებერვალში დაიბეჭდა ოდესის უნივერსიტეტის პროფესორ ვასილ პეტრიაშვილის სამეცნიერო თხზულება „რძე და მისი სხვადასხვაგვარად გამოყენება.“

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 26 იანვარს ვლადიკავკაზში, ოსების ეკლესიაში, გაბრიელ ეპისკოპოსის სულის მოსახსენიებლად წირვა და პანაშვიდი გადაიხადეს. ადგილობრივმა დიაკვანმა და მღვდელმა წირვა ქართულ ენაზე ჩაატარეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში სამსონ ბესარიონის ძე თოფურიამ ი. ვარშავსკი პეტერბურგის ექსპერიმენტული მედიცინის საიმპერატორო ინსტიტუტში შავი ჭირის საწინააღმდეგო ახალი საშუალების შესასწავლად გაგზავნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის იანვარში იოსებ მაისურაძე მთავრობის განკარგულებით გორის სამაზრო მმართველობის კანცელარიის მოხელედ დაინიშნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 თებერვალს ოზურგეთში გამართულ გურიის სავაჭრო ამხანაგობა „შუამავალის“ მორიგ კრებაზე ითქვა, რომ საზოგადოების ნაწილი ეჭვით უყურებდა ამხანაგობის საქმეებს. „შუამავალის“ მმართველის, კონსტანტინე თავართქილაძის განცხადებით, იგი მზად იყო, ეჭვების გასაქარწყლებლად სამი კაცი აერჩიათ, რომლებიც მის მუშაობას გააკონტროლებდნენ. მათგან ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო აღებ-მიცემობის საქმის მცოდნე და ვაჭრობაშიც გამოცდილი ფილიპე გოგიჩაიშვილი.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 26 იანვარს ბორჯომის ერთ-ერთ ეკლესიაში სერგეი დავითაშვილმა გაბრიელ ეპისკოსის სულის მოსახსენიებლად ქართულ ენაზე წირვა აღასრულა და პანაშვიდი გადაიხადა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის იანვარში მთავრობის განკარგულებით გიორგი ჟურული ქართული ენის ცენზორის თანამდებობაზე დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის იანვარში თბილისის მესამე გიმნაზიის დირექტორად ა. კოზიულკინი დაინიშნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 მაისს ფოთის საქალაქო ბაღში ქალთა სასწავლებლის დასახმარებლად „ლატარია-ალეგრი“ გაიმართა. შემომწირველებს შორის იყვნენ ვასილ რცხილაძე და ანდრია ღულაძე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში ნ. რ. ერისთავიშვილმა და მისმა მეუღლემ ქართული თეატრის დასახმარებლად ათი თუმანი გაიღეს და საზოგადოების სამუდამო წევრები გახდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 20 თებერვლისთვის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ თბილისის კლუბის დარბაზში დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა უნდა მიეღოთ აკაკი წერეთელს, ვასილ ველიჩკოსა და სხვ.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ნიკოლოზ იოსების ძე ბაქრაძე იყო მსაჯული.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში დავით გრიგოლის ძე ერისთავი ოზურგეთის მაზრაში მსაჯულად მუშაობდა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში სპირიდონ სიმონის ძე მაჭავარიანი საჩხერის მაზრის მსაჯული იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ვლადიმერ აღნიაშვილის ხორო 26 მარტს კონცერტს გამართავდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით ჩატარებულ მასწავლებელთა ყრილობაზე აირჩიეს ხუთკაციანი კომისია, რომელსაც დაევალა მოხსენებების შესახებ შესაბამისი რეზოლუციების გამოტანა.

1888

ტიპი: მფლობელობა

1888 წლის 17 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 10 წელი გავიდა, რაც თბილისში გაიხსნა პირველი ქართული წიგნების მაღაზია, რომლის მფლობელი გრიგოლ ჩარკვიანი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში გიორგი ჭუმბურიძე მასწავლებელთა ყრილობაში მონაწილეობდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე დაბალი სკოლების მთავარგამგე იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა დაბალი სკოლების მთავარი გამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე, რომელიც შეეხო აფხაზეთ-სამურზაყანოსა და მესხეთ-ჯავახეთის მაზრებს, საიდანაც წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ. აფხაზეთ-სამურზაყანოში არსებობს 135 დაწყებითი სკოლა, ახალციხეში – 5, ხოლო მაზრაში – 6, ახლახანს გაიხსნა 2, სკოლები არის ქართული, სომხური, აზრებაიჯანული, ყველაზე ნაკლები სკოლა ახალქალაქის მაზრაშია. მან განაცხადა, რომ არ შეიძლება ერობების მუშაობის მიმართ საყვედური, რადგან ჯერ არ განმტკიცებულან. მთავრობამ ბევრი იმუშავა სწავლა-განათლების საქმეში, დაბალი და უმაღლესი სკოლები თავისი კრედიტებით გადასცა თვითმმართველობებს, სკოლები გააეროვნა, გამოსცა დროებითი პროგრამები, დაუმტკიცებელი უმაღლესი სასწავლებლების შესახებ განმარტა, რომ მიზეზი მათი მოუმზადებლობაა, აღნიშნა, რომ 1917, 1918 და 1919 წლებთან შედარებით მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ნინო ნაკაშიძე მასწავლებელთა ყრილობაში მონაწილეობდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ნინო იოსების ასული ნაკაშიძე საბავშვო ჟურნალ „ნაკადულის“ რედაქტორი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე „ნაკადულის“ რედაქტორის, ნინო ნაკაშიძის ვრცელი მოხსენება საბავშვო გამომცემლობაზე ყრილობამ სრულებით გაიზიარა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ნინო ნაკაშიძე, „ნაკადულის“ რედაქტორი, რომელმაც ვრცელი მოხსენება წაიკითხა საბავშვო გამომცემლობაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ვარლამ ბურჯანაძე მასწავლებელთა ყრილობაში მონაწილეობდა.