ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თევდორე კიკვაძე იყო ქართული შრიფტის კომისიის კრების თავმჯდომარე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის მანამდე გამოუქვეყნებელი ლექსი „განდეგილი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში ჩატარდა მასწავლებელთა ყრილობა, რომლის თავმჯდომარე იყო ალექსანდრე მდივანი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე მარტვილელის წერილი „აბრეშუმის მოსალოდნელი მონოპოლიის შემოღების გამო“.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილარიონ დავითის ძე ბერიძის ძმა იყო პარმენ ბერიძე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილარიონ ბერიძის მამა იყო დავით ბერიძე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 15 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მღვდელი იყო ნიკოლოზ ზაალის ძე ფრუიძე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ახლად შედგენილი წიგნი „ქართული ხმები“, რომელიც ღირდა 1 მან. და 60 კაპ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი მუდმივად ზრუნავდა და ყურადღებას აქცევდა ხელთუბნის სკოლას.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თონეთის სკოლის მასწავლებელმა ბესარიონ ჭილაძემ სამი წლის წინ დაასრულა გორის სამოსწავლო სემინარია.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თონეთის სკოლის მასწავლებელი ბესარიონ ჭილაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიატი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 19 მარტს ვლადიმერ აღნიაშვილის მგალობელთა ხორო ქართულ თეატრში გამართავდა კონცეტრს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თონეთის სკოლის მასწავლებელს ბესარიონ ჭილაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება იცნობდა, როგორც ძალიან საჭირო ადამიანს სკოლისთვის და თონეთის ახლო-მახლო სოფლებისათვის.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი იყო თბილისის ქალაქისთავი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ე. გ. ფრიდონოვი იყო თბილისის ქალაქისთავი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე დ. იზმიროვი იყო თბილისის ქალაქისთავი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანა ნიკოლოზის ასული თაქთაქიშვილისა კარპოს და სოლომონ თაქთაქიშვილების დედა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე დავითის ძე თაქთაქიშვილი კარპოს და სოლომონ თაქთაქიშვილების მამა იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მემედ-ბეგ აბაშიძე მაჰმადიან და ქრისტიან ქართველთა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე იყო.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ მესტიაშვილმა ალექსანდროვის სამოსწავლო ინსტიტუტი დაამთავრა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ფელეტონი „სალამი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 იანვარს დრამატული საზოგადოების წევრთა კრებამ მოქმედი წესდების შესაცვლელად აირჩია საგანგებო კომისია, რომლის წევრები იყვნენ: გიორგი ლასხიშვილი, შალვა დადიანი და კონსტანტინე ანდრონიკაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 იანვარს დრამატული საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ივანე მაჭავარიანმა წევრთა კრებას აუწყა, რომ სარევიზიო კომისია იძულებული იყო მოეწვია საზოგადო კრება, რადგან გამგეობას სამი წლის განმავლობაში არ მოუწვევია.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე მაჭავარიანი დრამატული საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 იანვარს ქართულ კლუბში გაიმართა დრამატული საზოგადოების წევრთა კრება, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს პავლე დავითის ძე საყვარელიძე, ხოლო მდივნად – არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვი.