ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვარს საკათალიკოსო კარის ეკლესიაში მორწმუნეთა კრებაზე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ კომისიაში საერო პირთაგან 3-4 წევრის დასახელება და არჩევა დამსწრეებს დაავალა. კრებაზე მყოფთაგან აირჩიეს გენერალი ლავრენტი ბალუაშვილი და ივანე რატიშვილი. გარედან მოსაწვევად დაასახელეს პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, რაფიელ ივანიცკი (ინგილო) და იასონ ჯავახიშვილი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ოლივერ უორდროპი დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მევენახეთა და მეღვინეთა კონგრესის საბჭოს დადგენილებით, ამავე საბჭოს წევრ გ. წინამძღვრიშვილს დაეკისრა შაბიამან-გოგირდზე ფასების მომატების შესახებ მოხსენებით წარუდგეს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას და საბჭოს თავმჯდომარე ი. ზ. ანდრონიკაშვილს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის იანვარში გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე იყო აგრონომიული საბჭოს წარმომადგენელი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს დიმიტრი დუმბაძე მუშაობდა მეორე ქართულ კლუბში.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის იანვარში ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძე იყო მომარაგების სამინისტროს წარმომადგენელი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 21 იანვარს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურული ერთხმად აირჩიეს თავმჯდომარედ სახალხო სახლში გამართულ მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებულ კარნავალში მონაწილეობდნენ მსახიობები: ვასო აბაშიძე, მარიამ საფაროვა-აბაშიძისა და ელისაბედ ჩერქეზიშვილი, რომლებიც საკარნავალო მსვლელობისას მორთულ ავტომობილში ისხდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვარს სახალხო სახლში სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა ყრილობა გახსნა საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე მაჩაბლიშვილმა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილარიონ დავითის ძე ბერიძის ძმა იყო ივანე ბერიძე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 მარტის გაზეთი „ივერია“ წერს, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოება დიდ მადლობას უხდიდა სოლომონ მესტიაშვილს, რომელმაც საზოგადოების წიგნის მაღაზიას 100 ცალი საყმაწვილო წიგნი „ბუნების მოვლენანი“ შესწირა.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მეშვიდე ნომერში დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის ლექსი „ყვავილს“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ შავი ქვის მრეწველ ილარიონ დავითის ძე ბერიძის ოჯახი: მშობლები მართა და დავითი, დები ელისაბედ და მატრონა, ძმები გერასიმე, არისტო, სოლომონ, პარმენ, გიორგი, არტემ და ივანე ბერიძეები იუწყებოდნენ, რომ მას დაკრძალავდნენ 17 იანვარს ქ. ხონში.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილარიონ დავითის ძე ბერიძის ძმა იყო არტემ ბერიძე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილარიონ დავითის ძე ბერიძის ძმა იყო გიორგი ბერიძე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილარიონ დავითის ძე ბერიძის და იყო ელისაბედ ბერიძე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილარიონ დავითის ძე ბერიძის დედა იყო მართა ბერიძისა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 მარტს თბილისის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეებმა გამართეს სალიტერატურო საღამო, რომელზეც წაიკითხეს ქართული და რუსული ლექსები, საღამო ცეკვით დაასრულეს. დიდი მოწონება დაიმსახურა მოსწავლე ფალავანდიშვილის მიერ შესრულებულმა ლეკურმა. საღამოს დაესწრო თბილისის გუბერნიის სასოფლო სასწავლებელთა დირექტორი ნიკოლაი დარსკი.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მეოთხე ნომერში დაიბეჭდა მამიკონის, მიხეილ ბირთველის ძე თუმანიშვილის ლექსი „ტეატრი“.

1852

ტიპი: ავტორობა

1852 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მეორე ნომერში დაიბეჭდა სიმონ მაჩაბლის სატირა „დედა და ქალი“, გრიგოლ ორბელიანის ლექსები: „ეკატერინე ჭავჭავაძეს“, „N“, „გამოსალმება“, ალექსანდრე ჭავჭავაძის „გოგჩის ტბა“, „ლოდინი“, „ოცნება“ (პუშკინის თარგმანი).

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წელს გამოსულ „Кавказский календарь на 1869 год“-ში დაიბეჭდა ნიკოლოზ გიორგის ძე ბერძენოვის სტატია, რომელშიც ავტორი მიმოიხილავდა ქართულ პერიოდულ გამოცემებს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო თეატრში დაიდგა ალექსანდრე სუმბათაშვილის სპექტაკლი „ღალატი“, რომელმაც დიდძალი საზოგადოება მიიზიდა. მონაწილეობდნენ: ნინო ჩხეიძე, ვასო აბაშიძე, ვალერიან გუნია, ვიქტორ გამყრელიძე, ელისაბედ ჩერქეზიშვილი და სხვები.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 2 მარტს ქართული თეატრი ასრულებდა სეზონს და ბოლო წარმოდგენას საბენეფისოდ ბარბარე ავალიშვილისა მართავდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დეკანოზ ნიკოლოზ არდაზიანის თხოვნა გაზეთში განეცხადებინათ ეგზარქოს პალადის ბრძანება, რომ დიდიმარხვის უქმე დღეებში თბილისის რამდენიმე ეკლესიაში წაიკითხავდნენ მოძღვრება-ქადაგებებს, ანუ დარიგებას სარწმუნოებისა და ზნეობის შესახებ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის თებერვალში ნიკოლოზ ლომოური წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.