ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50101

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად თამარ ძნელაძეს სტიპენდია ერთი წლით გაუგრძელეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გრიგოლ ბურჭულაძის განცხადება თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების სკოლაში ქართული ენის მასწავლებლის დანიშვნისა და მისთვის ხელფასის, თუმნის, გადახდის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 15 ოქტომბერს არტისტული საზოგადოების თეატრში ქართულმა დრამატულმა დასმა მიხეილ ქორიძის რეჟისორობით ნიკო ავალიშვილის მიერ თარგმნილი შილერის 5-მოქმედებიანი ტრაგედია „ყაჩაღები“ წარმოადგინა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 15 ოქტომბერს არტისტთა საზოგადო თეატრში მიხეილ ქორელის რეჟისორობით ნიკოლოზ ავალიშვილის მიერ თარგმნილი შილერის „ყაჩაღები“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში წარმოადგინეს სპექტაკლი „აღლუმი“ ნატალია ჯავახიშვილის, ანასტასია ვასილის ასულ აბაშიძის, ნინო შიოს ასულ დავითაშვილის, ვასილ ურუშაძის, ვალერიან გუნიას, მარო მდივნის, ვალერიან შალიკაშვილისა და ვასილ აბაშიძის მონაწილეობით.

1914

ტიპი: სტატუსი

1914 წლის 17 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის საგანგებო საერთო კრებაზე განიხილეს გამგეობის წევრთა – დიმიტრი გონაშვილისა და მიხეილ მატიაშვილის – სიტყვიერი განცხადება გამგეობის წევრობიდან გათავისუფლების შესახებ: რადგან ოჯახური გარემოებების გამო ისინი ვერ ახერხებდნენ სხდომებზე სისტემატურ დასწრებას, კრებამ დააკმაყოფილა ორივეს თხოვნა და გამგეობის ახალ წევრებად ერთხმად აირჩია: ალექსანდრა მიხეილის ასული მჭედლიშვილი, რაჟდენ იოსების ძე კიკილაშვილი, ბლაღოჩინი კირილე ღვთისავარიშვილი, მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი (ოქმს ხელს აწერს განყოფილების თავმჯდომარე, მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილ).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 19 ოქტომბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა შარაშიძის წერილი „ზოგისა ბამბაც ჩხრიალებს... ანუ როგორ ვითამაშე მე ფრანც მოორის როლი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 19 ოქტომბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ ალუღიშვილის თხზულება „ეძიე სულო!..“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 19 ოქტომბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სამსონ პლატონის ძე დადიანის წერილი „მოხერხებული დრო“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 19 ოქტომბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე გომართელის მოთხრობის „სიყვარული“ I ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 19 ოქტომბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 11 ოქტომბერს სახალხო სახლში გამართული წარმოდგენის „მეზობლები“ შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 19 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის წერილი „პლაგიატობა“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 19 ოქტომბერს სახალხო სახლთან არსებულმა ქართული წარმოდგენების მმართველმა წრემ ხახანაშვილის, ნიკო გოცირიძის, მიხეილ ჭიაურელის, გიორგი ჯაბაურის, გიგო გელიკურაშვილის, ქართველიშვილისას და სხვათა მონაწილეობით წარმოადგინა სპექტაკლი „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 19 ოქტომბერს ავლაბრის ქართული წარმოდგენების მმართველმა წრემ აკაკი წერეთლის „პატარა კახი“ წარმოადგინა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 19 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში ვასილ აბაშიძის, ვალერიან გუნიას, ნატალია ჯავახიშვილის, ნინო დავითაშვილის და მარო მდივნის მონაწილეობით ვალერიან შალიკაშვილის პიესა „უპრეტენზიო კომედია“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 22 ოქტომბერს კირიონ მეორემ ტარას კანდელაკს მისწერა, რომ ალექსანდრე ცაგარელმა მას ევროპაში მოგზაურობის მნიშვნელოვანი დეტალები გააცნო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 23 ოქტომბერს კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველმა ზესტაფონის (ყვირილის) ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელ გიორგი მინას ძე აბაშიძეს ნება დართო ესწავლებინა ისტორია პირველ-მეოთხე კლასებში.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში წარმოადგინეს „ურიელ აკოსტა“ ვლადიმერ მესხიშვილის, ნინო დავითაშვილის, პავლე ფრანგიშვილის, ვალერიან შალიკაშვილის, ანდრია მურუსიძის და სხვ. მონაწილეობით.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 25 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში ნინო დავითაშვილის, ვალერიან გუნიას, ანდრია მურუსიძის და სხვ. მონაწილეობით „პატარა კახი“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე გამგეობის მდივნად აირჩიეს ივანე ოსიძე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 ოქტომბერს აქვსენტი ფაღავას ინიციატივით დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრება, რომელზეც აირჩიეს გამგეობის ოთხი წევრი, ერთი წევრობის კანდიდატი და განყოფილების 32 ახალი წევრი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს: მარიამ ივანეს ასული ჟორდანია, მიხეილ პეტრეს ძე პატარაია, ილარიონ ვატას ძე მიქელაძე და ივანე იულონის ძე ოსიძე.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება, რომელზეც კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ სთხოვა არჩევა გამგეობის ორი წევრისა, ერთისა – ეკატერინე კედიას ნაცვლად, რადგან ამ ქალბატონის წევრად ყოფნის სამი წელი გასულიყო და მეორისა – ნაცვლად კლიმენტი ლორთქიფანიძისა, რომელიც ბაქოში იქნა გადაყვანილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრების თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავამ დამსწრეთ სთხოვა თავის ნაცვლად განყოფილებისა და გამგეობის ახალი თავმჯდომარის არჩევა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 ოქტომბერს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება. კრების ოქმის მიხედვით გამგეობის წევრი იუსტინა კობახიძე ქუთაისში გადავიდა საცხოვრებლად.