ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 11 მარტს ა. ივანენკომ მიხეილ შაპარონიანცს და გ. მ. კოლუბანსკის დაავალა, რომ მასთან ერთად დახვედროდნენ თბილისში ჩამოსულ ახალ მთავარმართებელს, გრიგორ გოლიცინს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 მარტს „ცნობის ფურცლის“ საშუალებით გურიის მაცხოვრებლებმა მადლობა გადაუხადეს ბ. ე. მამინაიშვილს, რომელმაც შემოქმედის წიგნსაცავისთვის ფული მოაგროვა და ღარიბ სამკითხველოს დაეხმარა. შემომწირველებს შორის იყვნენ: ბ. ბებურიშვილი, სოლომონ დუმბაძე, კ. ვერულაშვილი, დ. სალუქვაძე, ე. დონაძე და მრავალი სხვა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს იოსებ ქუთათელაძემ აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი ვაჭარი დაბა ხონში უვარგის აბრეშუმის თესლს ყიდდა. ქუთათელაძემ გაანადგურა 200 კოლოფი უვარგისი თესლი. 1897 წლისთვის ასეთი ვაჭრები ხონში მომრავლებულიყვნენ, ამიტომ მეტი უვარგისი თესლი საღდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა კოლოფს თბილისის სააბრეშუმო სადგურის დაღი ჰქონდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 მარტს სააღებმიცემო ამხანაგობის „შუამავალის“ მაღაზია აკურთხეს და მაშინვე დაიწყეს ვაჭრობა. მაღაზია ბარონის ქუჩის კუთხეში, ივანე მუხრანბატონის სახლში გახსნეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის თებერვალში სიღნაღის მაზრის მმართველობის რეგისტრატორი, ბეგიაშვილი იმავე მმართველობის თარჯიმნად დაინიშნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის თებერვალში იოსებ სანებლიძე წმინდა ანას მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში თამარა კიკვაძე მასწავლებელთა ყრილობაში მონაწილეობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკო თავდგირიძეს დაევალა სავაჭრო-სამრეწველო ცენტრალური ბანკის (ცენტრო-ბანკი) საორგანიზაციო საქმეების მოგვარება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 30 იანვარს ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში მცხოვრებ ქართველთა წარმომადგენლების დელეგაცია მიემგზავრებოდა უკან; ვისაც სურდა წერილების მიწოდება ციმბირში, მანჯურიაში, ჩინეთსა და იაპონიაში მცხოვრები ახლობლებისთვის, უნდა მიემართათ დელეგატ დავით ივანეს ძე როსტომაშვილისთვის მისამართზე თუმანოვის შესახვევი N 24 ან დელეგატ ერმილე სიმონის ძე ხავთასისთვის, რუსთაველის ქუჩა N 1.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს დავით ივანეს ძე როსტომაშვილი იყო ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში მცხოვრებ ქართველთა დელეგატი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვარს, 11 საათზე, მამადავითის ეკლესიაში ქართველ მოღვაწეთა ხსოვნის პანაშვიდს დაესწრენ საქართველოს რესპუბლიკის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, მინისტრები, დამფუძნებელი კრების წევრები და სხვა კულტურული და პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 იანვარს სასოფლო-სამეურნეო ბანკის დარბაზში თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით შედგა ქართული შრიფტის შემსწორებელთა კომისიის კრება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შეხვდა პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენელი ოსტროვსკი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი იყო კონსერვატორიის პროფესორი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების მისალოცად შეხვდნენ კონსერვატორიის დირექტორი პროფესორი ნიკოლაი ჩერეპნინი და პროფესორი ზაქარია ფალიაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნესტორ ქარცივაძეს შეხვდა ბათუმიდან ჩამოსული სამაჰმადიანო საქართველოს მეჯლისის წევრი მ. გოგოლაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს შეხვდა მთიელთა რესპუბლიკის წარმომადგენელი ჯაბაღიევი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 იანვარს გურიაში, სოფელ ჩიბათში, უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის შენობაში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრმა პართენ გოთუამ წაიკითხა მოხსენება იმჟამინდელ მდგომარეობასა და ეკონომიკურ საკითხებზე.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წელს პართენ გოთუა იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვარს გურიაში, სოფელ ჩიბათში თბილისიდან ჩავიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი პართენ გოთუა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 იანვარს, 21 საათზე, ქართულ კლუბში ქართული სამუსიკო საზოგადოების კაპელა გამართავდა კონცერტს, წარმოადგენდნენ დიმიტრი არაყიშვილის ოპერას „თქმულება შოთა რუსთაველზე“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მიხეილ თაქთაქიშვილის წერილი „სპეციალური სკოლა“, II ნაწილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ახლო მომავალში ქართული სამუსიკო საზოგადოება გამოსცემდა ფილიმონ ქორიძის შრომას „მუსიკის ელემენტარული თეორია“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ახლო მომავალში ქართული სამუსიკო საზოგადოება გამოსცემს კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილის შრომას „ქართული ხალხური სიმღერა და ქართველების კულტურა“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ვლადიმერ აღნიაშვილის ქართული ხორო რამდენიმე კონცერტის გამართვას აპირებდა დიდმარხვაში.