ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50747

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 26 ოქტომბერს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომაზე სათეატრო კომისიის წევრებად აირჩიეს: ა. მ. ძეგველოვი, გ. მ. გვაზავა, ე. ე. თაყაიშვილი, ვახტანგ დავითის ძე ღამბაშიძე, ივანე გედევანის ძე გომართელი, ვალერიან ლევანის ძე გუნია, ე. მ. წულუკიძისა და სხვ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბერს გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომაზე რევაზ გაბაშვილი სიტყვით გამოვიდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 26 ოქტომბერს ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრების I სხდომაზე სოფრომ ტარუაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ სადა და მოხერხებული თეატრი სჭირდებოდათ.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 28 ოქტომბერს ბარბალე გარსიაშვილი თბილისის სოფიოს სახელობის საქველმოქმედო სკოლის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი სექციის დადგენილება არჩილ ჯორჯაძისა და დიმიტრი ყიფიანის ბიოგრაფიების გამოცემის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 ოქტომბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების 31 ნამდვილი წევრის თხოვნა საწევრო გადასახადის შემცირების შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 ოქტომბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის, ივანე ავალიშვილის თხოვნა 6 თუმნის სესხების შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 30 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში ქართულმა დასმა ვალერიან შალიკაშვილის პიესა „გადაჭრილი მუხა“ წარმოადგინა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 31 ოქტომბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი და შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 31 ოქტომბერს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სასკოლო სექციას საზოგადოების სკოლების მასწავლებლების მომზადების შესახებ მოხსენების გაკეთება დაავალეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 31 ოქტომბერს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის სხვადასხვა ლაზარეთში მყოფ ომში დაჭრილ ქართველ მეომრებს 300 მანეთის ქართული წიგნები და ჟურნალ-გაზეთები გაუგზავნეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 31 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს წლიური კრებისთვის თავადაზნაურთა შენობაში გაჩენილი ხანძრით გამოწვეული ზარალის შესახებ მოხსენების გაკეთება დაავალეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ოქტომბერში საზოგადოების შემოსავალი 5830. 91 მანეთი იყო, გასავალი – 5523. 89.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 31 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გრიგოლ ბურჭულაძის თხოვნა ვარიანის სკოლის შენობის პატრონის, ალექსანდრე გოგებაშვილისთვის 80 მანეთის მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 31 ოქტომბერს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ოქტომბრის ბოლოს საზოგადოებას სალაროში 307. 02 მანეთი ჰქონდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ქეთევან გაფრინდაშვილმა თავის შვილს, ვალერიან გაფრინდაშვილს, წერილი და ამანათი გაუგზავნა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის ნოემბერში ნიკოლოზ გვარაძე ქუთაისის დრამატულ დასში მიიწვიეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ნოემბერში ალექსანდრე შანშიაშვილმა ახალი ყოველდღიური გაზეთის „საქართველო“ გამოცემა გადაწყვიტა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის ნოემბერში გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულმა შეიმუშავა თეატრის აღმდგენელი კომიტეტის სააღმშენებლო ბიუროს სამოქმედო ინსტრუქცია.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ნოემბერში ხაშურის თეატრის გამგეობის თავმჯდომარემ, კონსტანტინე ძნელაძემ თეატრის შენობა მთელი წლით იქირავა და სცენის მოწყობილობათა განახლებას შეუდგა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის ნოემბერში კონსტანტინე იოსების ძე ძნელაძე ხაშურის თეატრის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 2 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბაურის სტატიის „ქართული სახალხო თეატრის ისტორია“ IX ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 2 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სეზმან ერთაწმინდელის თხზულება „განჰქრენ წუთნი...“