ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50101

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ბევრ ადგილას ძალიან ცუდად იყო ბიბლიოთეკების გახსნის საქმე მოწყობილი, მაგრამ მათ ყველგან სამაგალითოდ ვერ მოაწყობდნენ, რადგან ამისთვის სოლიდური თანხები იყო საჭირო, რაც საზოგადოებას არ ჰქონდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა განაცხადა, რომ პირველ რიგში ყურადღება სჭირდებოდა ქართლში, კერძოდ, დუშეთის მაზრაში ბიბლიოთეკების მოწყობის საქმეს, რადგან იქ საზოგადოებაში სრული უვიცობა იყო გამეფებული. ამიტომ, სჯობდა ყურადღება გურიისთვის მოეკლოთ და დუშეთის მაზრისთვის მიეხედათ, რადგან გურიაში ხალხი თავად იჩენდა ინიციატივას და მოტივირებულები იყვნენ ბიბლიოთეკის მოსაწყობად.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გ. გორდეზიანმა განაცხადა, რომ ბიბლიოთეკებს მხოლოდ ცარიელი სახელი არ უნდა ჰქონოდათ. ამიტომ, საჭირო იყო ინიციატორებისთვის მათი კარგად მოწყობის გარანტია მოეთხოვათ, რათა ბიბლიოთეკა მკითხველებზე მორგებული ყოფილიყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გ. გორდეზიანმა განაცხადა, რომ უნდა დაბეჭდილიყო ისეთი წიგნები, რომლებიც თავისი შინაარსით ხალხის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. საჭირო იყო მსგავსი წიგნების სია გამგეობას ბიბლიოთეკების გახსნის ინიციატორებისთვის შეედგინა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ განაცხადა, რომ ბიბლიოთეკების გახსნა ყველგან საჭირო იყო, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესი იქნებოდა და არა მხოლოდ იქ, სადაც სკოლები არსებობდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ განაცხადა, რომ სოფლებში ბიბლიოთეკები იმ შემთხვევაში უნდა გახსნილიყო, თუ კი გახსნის ინიციატორები გამგეობას მათი შენახვისა და კარგად მოწყობის გარანტიას მისცემდნენ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ზოგიერთი ბიბლიოთეკა ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ზოგი – კარგად მოწყობილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დ. ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ უნდა შეედგინათ ბიბლიოთეკებისთვის საჭირო ქართული წიგნების სია. ასევე სისტემატიურად გაემართათ სახალხო კითხვები და ამის ხელმძღვანელობა მასწავლებლებისთვის დაევალებინათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძემ განაცხადა, რომ საჭირო იყო ბიბლიოთეკებში სტატისტიკური ცნობების შესადგენად შემოეღოთ წიგნები და რვეულები, სადაც მკითხველებს შესაძლებლობა ექნებოდათ ჩაეწერათ თუ როგორი შინაარსის წიგნები მოსწონდათ, რომელი მწერალი და სხვ., რომ შემდეგ მათი გემოვნება და მოთხოვნილებები გაეთვალისწინებინა ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე ლომთათიძემ განაცხადა, რომ სჯობდა ცოტა ბიბლიოთეკა ყოფილიყო და კარგად მოწყობილი, ვიდრე ბევრი და ცუდ მდგომარეობაში მყოფი. ისინი ხშირად უნდა დაეთვალიერებინა სკოლების მეთვალყურეს, რომელიც იმავდროულად ბიბლიოთეკების ზედამხედველადაც ითვლებოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაამტკიცეს 16 ნოემბრის კრების ოქმი. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ გურიაში ბიბლიოთეკების გახსნის საქმე კარგად იყო მოწყობილი. მაგალითად, ქვიანში, შუხუთში და სხვა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს დავით გიორგის ძე ხართიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს შესთავაზა წინადადება, რომ ორი ტიპის ბიბლიოთეკა გაეხსნათ: პირველი – სკოლა-განყოფილებებთან, რომელიც წინასწარი მოთხოვნით გაიხსნებოდა და დააკმაყოფილებდა როგორც ადგილობრივის, ასევე საზოგადოების მოთხოვნილებებსაც და მეორე ტიპის ბიბლიოთეკები იქნებოდა კონკრეტული ქალაქისა თუ სოფლის ადგილობრივი მცხოვრების ინიციატივით გახსნილი, რომლის გახსნა-მოწყობაში გამგეობა უნდა დახმარებოდა მას. ორივე ტიპის ბიბლიოთეკაში მოეწყობოდა ორი განყოფილება: ერთი მოზარდებისთვის, მეორე – ზრდასრულებისთვის. ასევე სტატისტიკური ცნობების წარმოებისთვისაც უნდა მიექციათ ყურადღება.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ცუდ მდგომარეობაში იყო ქართლში არსებული ბიბლიოთეკები. მაგალითად, გომის, ქარელის, სადაც ბიბლიოთეკებს მხოლოდ სახელი ჰქონდა და ხალხი არც ინიციატივას და არც ინტერესს არ იჩენდა რომ ისინი კარგად მოწყობილიყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი პაპავას სტატია „ცრიატი სილამაზე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესის „სინათლე“ IX ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი ავლაბრის სახალხო თეატრში გამართული წარმოდგენების შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 23 ნოემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი სახალხო სახლში 16 ნოემბერს გამართულ წარმოდგენათა შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 23 ნოემბერს ნაძალადევის თეატრში ელისაბედ ჩერქეზიშვილის, კოტე ყიფიანისა და სხვ. მონაწილეობით ავქსენტი ცაგარლის პიესა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 23 ნოემბერს მეფის მოადგილის სასახლეში კავკასიის მებრძოლი ლაშქრის ჯარისკაცთა დასახმარებლად კოტე ფოცხვერაშვილის მონაწილეობით რუსულ-ქართული კონცერტი გაიმართა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 23 ნოემბერს ავლაბრის სახალხო თეატრში წარმოადგინეს პიესა „ციმბირელი“ ი. რევაზიშვილის, ანა კავთელის, იოსებ ივანიძის, გიორგი იორდანაშვილის, გიგო გელიკურაშვილის და სხვ. მონაწილეობით.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 23 ნოემბერს ქუთაისის თეატრში წარმოადგინეს „დამარცხებული რომი“ ვალერიან გუნიას, ანდრია მურუსიძის, ნიკო გვარაძის, ნატალია ჯავახიშვილის, მარო მდივნისა და სხვ. მონაწილეობით.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარე გიორგი ქაიხოსროს ძე დავითაშვილს ამცნო. რომ ცხინვალის განყოფილებისთვის საჭირო ბეჭდები შეკვეთილია და დამზადებისთანავე გაიგზავნება ცხინვალში.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარეს, გიორგი დავითაშვილს აცნობა, რომ ცხინვალის ფილიალის წევრებს ყულაბების ჩამოკიდება ყველგან შეეძლოთ, სადაც მოისურვებდნენ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა, ვარლამ ბურჯანაძემ ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარეს, გიორგი დავითაშვილს ცხინვალის ფილიალში მეტი ხალხის მოზიდვა სთხოვა.