ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50440

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით ხართიშვილის მოხსენება ბიბლიოთეკების ორ ტიპად დაყოფის შესახებ – საზოგადოების სკოლებთან არსებული და მოსახლეობის თხოვნით გახსნილი ბიბლიოთეკები.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს არჩილ ჯაჯანაშვილის რეზოლუცია ადგილობრივთა ინიციატივით ბიბლიოთეკის მხოლოდ ბინის და გამგის ჯამაგირის გარანტიის არსებობის შემთხვევაში გახსნის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა, ადგილობრივი განყოფილების წევრად მიეღოთ ცეცელია გიორგის ასული ბოჭორიშვილისა.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალაგირის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა, დავით ექვთიმეს ძე არევაძე ადგილობრივი განყოფილების წევრად მიეღოთ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 29 ნოემბერს სახალხო სახლში სახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ წარმოადგინა „ყაჩაღები“ ალექსანდრე შანშიაშვილის, ვიქტორ გამყრელიძის, ოლღა ლეჟავას, სანდრო გოცირიძის, სოსო რომანიშვილის, გრიგოლ ანაშვილის, ვ. რატიშვილისა და სხვ. მონაწილეობით.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე დ. ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ საგურამოს მამულის დამთვალიერებელი ძველი კომისიის მსგავსად ვერც ახალი გაარკვევდა მამულის მდგომარეობას.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ცაგარელმა განაცხადა, რომ ილია ჭავჭავაძისეული საგურამოს მამულის მოიჯარეებისთვის კარგი პირობები უნდა შეექმნათ, რათა მამულში ვენახები გაეშენებინათ და სხვადასხვა სამუშაო შეესრულებინათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ განაცხადა, რომ საგურამოს მამულის მოვლა-პატრონობა უნდა მიენდოთ სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებისთვის, როგორც სპეციალური დაწესებულებისთვის.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 30 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის მიხედვით, დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე სარევიზიო კომისიის წევრი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პროკოფი აფრასიონის ძე ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სარევიზიო კომისიას უნდა დაეთვალიერებინა საგურამოს მამული და შეემოწმებინა მისი მდგომარეობა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ა. კიკალიშვილმა განაცხადა, რომ სტიპენდიების განაწილება გამგეობას თავისი შეხედულებისამებრ, დროის, საჭიროებისა და გარემოების მიხედვით უნდა შესძლებოდა და არ უნდა ყოფილიყო შეზღუდული. კიკალიშვილის მოსაზრებას პავლე დავითის ძე საყვარელიძე დაეთანხმა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ განაცხადა, რომ რადგან ქვეყანას სპეციალური განათლების მქონე პირები სჭირდებოდა, როგორებიც იყვნენ მეურნეები, ტექნიკოსები, კომერსანტები, კოოპერატორები, სასურველი იყო, გამგეობას სწორედ მათთვის დაენიშნა სტიპენდია.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ა. კიკალიშვილმა გამოთქვა მოსაზრება, კრების წევრებს შემომწირველებისთვის განეცხადებინათ, რომ შემოწირული თანხის დანიშნულება არ განესაზღვრათ და საზოგადოებისთვის დაეტოვებინათ უფლება შემოწირულობა საჭიროებისამებრ გამოეყენებინათ. კიკალიშვილის მოსაზრებას პავლე დავითის ძე საყვარელიძე დაეთანხმა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების წევრებს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა შესთავაზა, საგურამოს მამულის მდგომარეობის გარკვევა მიენდოთ გამგეობისთვის, ასევე სარევიზიო და ახალარჩეული დამთვალიერებელი კომისიებისთვის.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების წევრებს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა გააცნო ინიციატივა, საგურამოს მამულის მოვლა-პატრონობის ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებისთვის გადაბარების შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გადაწყვიტეს, რომ საგურამოს მამულის მდგომარეობის გარკვევა მიენდოთ გამგეობისთვის, სარევიზიო და ახალარჩეული დამთვალიერებელი კომისიებისთვის. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე შესწორების გარეშე დაამტკიცეს ანგარიში საგურამოს მამულის შესახებ. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების წევრებს დავით გიორგის ძე ხართიშვილმა შესთავაზა, გაერკვიათ, ქვეყანას ყველაზე მეტად რომელი სფეროს განვითარება სჭირდებოდა და შემდეგ სწორედ იმ სფეროს წარმომადგენლებისთვის მიეცათ სტიპენდიები. სანაცვლოდ ისინი პირველი ხუთი წელი იმუშავებდნენ იქ, სადაც გამგეობა მოითხოვდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ირაკლი ივანეს ძე რამიშვილმა განაცხადა, რომ, როცა ილიასეულ სახლ-კარს საზოგადოება განაგებდა, მამულში შემოსავალი არ იყო, მაგრამ როგორც კი სახლის პატრონობა ბანკის რწუნებულმა გადაიბარა, შემოსავალი მაშინვე გაჩნდა. რამიშვილის აზრით, საჭირო იყო, ილიას კარ-მიდამოსთვის სპეციალისტებს ეპატრონათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ განაცხადა, რომ ილია ჭავჭავაძისეული საგურამოს სახლ-კარის მიწები საზოგადოებას გლეხებისთვის არ უნდა მიეყიდა, რადგან მიწების გაყიდვით მამული დაზარალდებოდა. მამულში გასაყიდი მიწები არ იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების წევრებს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა გააცნო ინიციატივა, საგურამოს მამულის მოიჯარეებს რაც შეიძლება მეტი შეღავათი ჰქონოდათ, გამგეობას მათთვის ხელი შეეწყო და, იმავდროულად, ეკონტროლებინა, რათა საქმე ხარისხიანად გაეკეთებინათ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების წევრებს დავით გიორგის ძე ხართიშვილმა შესთავაზა, თბილისში გაეხსნათ სამასწავლებლო სემინარია საკოოპერაციო-სამეურნეო განყოფილებებით.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების წევრებს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განუცხადა, რომ კარგი იქნებოდა, საგურამოს მამულის მდგომარეობის გარკვევა ახალარჩეული დამთვალიერებელი კომისიისთვის მიენდოთ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო გამგეობა მოლაპარაკებოდა ქველმოქმედ პეტრე, სტეფანე, იაკობ, ლევან ზუბალაშვილებს და ეთხოვა დანიშნულების განსაზღვრის გარეშე გაეღოთ შემოწირულობა. ისინი საზოგადოებას ყოველწლიურად სასტიპენდიო ბიუჯეტს, 5000 მანეთს სწირავდნენ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძემ განაცხადა, რომ ქველმოქმედთა – პეტრე, სტეფანე, იაკობ, ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილების – სახელობის სტიპენდიას ვადა 1916 წელს გასდიოდა და შესაძლებელი იყო, შემდგომ გამგეობას მათთვის ეთხოვა, შემოწირულება დანიშნულების განსაზღვრის გარეშე გაეღოთ, ამით გამგეობას საშუალება მიეცემოდა შემოწირული თანხა პირველდაწყებითი განათლების გასავრცელებლად გამოეყენებინა.