ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 24 იანვარს იაკობ იოსების ძე ლაზარაშვილი ჭლექით გარდაიცვალა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 იანვარს „ცნობის ფურცელში” გამოქვეყნდა ბიოგრაფიული ცნობები იაკობ იოსების ძე ლაზარაშვილის შესახებ. იაკობმა 1895 წელს შეირთო ცოლი და ამ წელსვე შეეყარა ჭლექი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 28 იანვარს „ცნობის ფურცელში” გამოქვეყნდა ბიოგრაფიული ცნობები იაკობ იოსების ძე ლაზარაშვილის შესახებ. 1866 წელს იაკობი ქართული ენისა და კალიგრაფიის მასწავლებლად დანიშნეს თბილისის რომის კათოლიკეთა ეკლესიის საერო სკოლაში. იაკობს ძალიან უყვარდა თეატრი და 1889 წელს დაიწყო პიესების თარგმნა. დაწერილი აქვს ხუთმოქმედებიანი ტრაგედია „მტარვალი”.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

იაკობ იოსების ძე ლაზარაშვილის 1866 წელს სოფელ ვარგავში დაიბადა. ადრე თურმე მისი პაპა გადმოსახლებულა ამ სოფელში ხიზაბავარიდან. იაკობის სწავლა-განათლებაზე ბიძამისი ზრუნავდა, რადგან მამა ღარიბი ჰყავდა. იაკობმა ახალციხის სამოქალაქო სასწავლებელი დაამთავრა და სოფლის მასწავლებლის წოდება მიიღო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის დეკემბერში მიხეილ ორმოცაძემ შეკრიბა ფული პეტერბურგის სტუდენტების დასახმარებლად. შემოწირულობა გაიღეს ვლადიმერ ქალანთაროვმა, ერასტი ჯაფარიძემ, სამსონ ჟორდანიამ, სილიბისტრო გოგუაძემ, ფილიპე გოგუაძემ, მელიქ ზურაბოვმა, დარისპან ცუცქირიძემ და სხვებმა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის დეკემბერში გამოვიდა ანტონ ფურცელაძის ლექსების კრებული, რომელიც წიგნების მაღაზიებში 40 კაპიკად იყიდებოდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის დეკემბერში გამოვიდა ხუთმოქმედებიანი დრამა „ივდითი“, რომელიც ივანე მაჭავარიანმა თარგმნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის დეკემბერში ნ. დიდებულიძე იყო ბავშვების პანსიონისა და სასწავლებლის უფროსი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 1-ლ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების და ქართველთა ამხანაგობის მაღაზიებში სამ აბაზად იყიდებოდა „გლეხი-კაცის ისტორია“, ფრანგულიდან ნათარგმნი ივანე მაჭავარიანის მიერ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის წინაშე შუამდგომლობდა ქალაქ გორის თვითმმართველობა, რათა მთავრობას ნება დაერთო თვითმმართველობისთვის აეკრძალა სასანიტარო გადასახადის მყიდველებზე გადატანა, თანახმად 1919 წლის 17 ოქტომბრის დეკრეტისა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, რომ იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძისთვის განკარგულებაში გადაეცათ 15000 მანეთი ავჭალის მცირეწლოვან დამნაშავეთა კოლონიის საჭიროებისათვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, განათლების მინისტრ ნოე რამიშვილისთვის განკარგულებაში გადაეცათ 25000 მანეთი ფოთის საზღვაო სასწავლებლის მიმდინარე ხარჯების დასაფარავად.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აკაკი ჩხენკელი დასავლეთ საქართველოდან დაბრუნების შემდეგ დამფუძნებელი კრების გახსნაზე წაიკითხავდა მოხსენებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აკაკი ჩხენკელი ერთ კვირაში დასავლეთ საქართველოში გაემგზავრებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 იანვარს აკაკი ჩხენკელს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორთან და სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძესთან თათბირი ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრის ბინაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 იანვარს აკაკი ჩხენკელმა პირველი მოხსენება გააკეთა საქართველოს მუშათა ცენტრალურ კავშირში.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წელს აკაკი ჩხენკელი და სილიბისტრო ჯიბლაძე ამხანაგები იყვნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 იანვარს აკაკი ჩხენკელმა თავისი ამხანაგი სილიბისტრო ჯიბლაძე მოინახულა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 იანვარს აკაკი ჩხენკელი შეხვდა მთავრობის მინისტრებს, რომლებმაც იმავე დღეს დარბაზობა გაუმართეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 იანვარს დამფუძნებელი კრების უფროსი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე დაესწრო სახალხო გვარდიის შტაბის სხდომას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 იანვარს აკაკი ჩხენკელი დაესწრო სახალხო გვარდიის შტაბის სხდომას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის სწერდა, რომ საქართველოს მთავრობა სასურველად მიიჩნევდა ამიერკავკასიის დამოუკიდებელ რესპუბლიკათა კონფერენციის მოწვევას თბილისში, 12-15 იანვარს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის სწერდა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ამიერკავკასიის დამოუკიდებელ რესპუბლიკათა კონფერენციის იდეას, რადგან საქართველო ყოველთვის ცდილობდა სამი სახელმწიფოს შეერთებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა დეპეშა გაუგზავნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის.