ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ერთაწმინდაში ანეტა კაპანაძისამ მიაკვლია „ვეფხისტყაოსნის“ ძველ ხელნაწერს და ქუთაისის ეთნოგრაფიული საზოგადოებისთვის შეიძინა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ანასტასია კაპანაძისამ აკაკი წერეთლის სახელობის ფონდისთვის გადასაცემად შეაგროვა 20-ზე მეტი ხალხური ზღაპარი, „ეთერიანი“, „ვეფხისტყაოსანი“, ლექსთა კრებულები და სხვ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის თებერვალში ვარდენ გიორგის ძე ყიფიანმა აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი „ცრემლს ვერ გკადრებ“ ცალკე ფურცელზე გამოსცა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში სომხურ ჟურნალებში „ტარაზი“ და „აგბიური“ აკაკი წერეთლის ფოტოები და წერილები დაიბეჭდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში იუზა ზარდალიშვილმა და ანა შოთაძემ ხაშურში გასტროლები დაიწყეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ალექსანდრე შანშიაშვილმა გაზეთ „საქართველოს“ გამოცემის უფლება მიიღო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში ისაკ გიორგის ძე ალხანაშვილმა ნუკრიანის პირველ დაწყებით სკოლას თავისი ხარჯით მთელი წლით, გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის თებერვალში კაპიტონ გოგოლაძისა და შალვა შარაშიძის ხელმძღვანელობით გამოვიდა იუმორისტული ჟურნალი „ახალი მათრახი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის თებერვალში ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას რომანი „მოლიპულ გზაზე“ ვახტანგ ვაჩნაძემ პიესად გადააკეთა და რეჟისორ მიხეილ ქორელს გადასცა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 1-ელი თებერვლიდან ქუთაისში გამოვიდა გაზეთი „სამშობლო“, რომლის რედაქტორი იყო იაკობ ცინცაძე.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის თებერვალში ევგენი დავითის ძე ქობულაშვილი სახადით დაავადდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის თებერვალში დაიბეჭდა გალუსტ შიხიანის მიერ შედგენილი კრებული „აკაკის დასაფლავება, აკაკი დამესიზმრა და აკაკის ლექსები“.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის კრების თავმჯდომარედ მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე აირჩიეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 თებერვალს ნაძალადევის რაიონმა აკაკი წერეთლის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილება დაარსდა. ამ დროისთვის საზოგადოებას 37 წევრი ჰყავდა. კრებას იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე ხელმძღვანელობდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 22 თებერვალს ბახვა კაკუტია, ეგნატე და ნესტორ ბახვას ძე კეკუტიები, სოფიო და გიორგი საბახტარაშვილები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების დამფუძნებელი წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 22 თებერვალს ანტონ ბერიკას ძე ბარამია, კონსტანტინე ბეჟანის ძე თელია, გერმანე დიმიტრის ძე მარშანია, თეოფილე იოსების ძე კანდელაკი და გერმანე ბესარიონის ძე იმნაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების დამფუძნებელი წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 22 თებერვალს გრიგოლ ვასილის ძე ჩოჩუა, ბესარიონ მიხეილის ძე ვაშაკიძე, პორფირე ერასტის ძე გოგუა, იოსებ ფილიპეს ძე ტყაჩეიშვილი, ვიქტორ ვარლამის ძე ღლონტი და იონა ანტონის ძე კანდელაკი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების დამფუძნებელი წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 7 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების დამფუძნებელ კრებაზე გამგეობის თავმჯდომერედ იონა მიხეილის ძე მეუნარგია აირჩეს.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 7 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების დამფუძნებელ კრებაზე ფოთში, ყულევში და პატარა ფოთში საზოგადოების ადგილობრივი განყოფილებების გახსნა გადაწყდა. კრებას კონსტანტინე იოსების ძე გამყრელიძე და იონა მიხეილის ძე მეუნარგია ხელმძღვანელობდნენ.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 7 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების დამფუძნებელ კრებაზე 1911 წელს ფოთში სკოლის გახსნა გადაწყდა. კრებას თავმჯდომარეობდა იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებას (დაარსდა 1909 წელს) იონა მიხეილის ძე მეუნარგია ხელმძღვანელობდა. განყოფილებას 37 წევრი ჰყავდა. შემოსავალი შეადგენდა 385 მანეთსა და 75 კაპიკს ( 219 მანეთი საწევრო გადასახადი, 166 მანეთი და 50 კაპიკი ნიკო ნიკოლაძის წაკითხული ლექციიდან, 25 თეთრი ვ. წერეთლის ლექციიდან), გასავალი – 341 მანეთსა და 60 კაპიკს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს ანა ვალენტინის ასული მიქაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს კონსტანტინე იოსების ძე გამყრელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობის მდივნის თანამდებობას იკავებდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს ანდრია პეტრეს ძე ჟვანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების ხაზინადარის თანამდებობას იკავებდა.