ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: შუამთის მონასტრის იგუმენი ნიკოლოზი, თამარა ამბროსის ასული ხელაშვილისა, მარიამ იოსების ასული სოფრონოვისა და მღვდელი სარდიონ ნიკოლოზის ძე ალადაშვილი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ვლადიმერ დავითის ძე გოგიაშვილი, ლონგინოზ ნიკოდიმის ძე ზაუტაშვილი, მიხეილ დავითის ძე მაჭავარიანი და სოფიო ალექსანდრეს ასული მაჭავარიანისა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: მიხეილ გიორგის ძე ხომიზურაშვილი, ელენე გიორგის ასული სულხანიშვილისა, ელენე მიხეილის ასული შიუკაშვილისა და მღვდელი იოანე ეგნატეს ძე მრევლიშვილი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ნიკოლოზ სიმონის ძე იმნაძე, მარია მიხეილის ასული კრუპენიკოვისა, თამარა ალექსანდრეს ასული ყაზახაშვილისა და მარიამ მერაბის ასული რცხილაძისა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ილია სპირიდონის ძე გოგოლაშვილი, მღვდელი ეპიფანე ჯაოშვილი, ნინო პეტრეს ასული კიკვიძისა და ვახტანგ ქრისტეფორეს ძე ზარაფიშვილი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ვასილ დავითის ძე გოგოლაძე, ივანე დიმიტრის ძე პაატაშვილი, ანა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძისა და ზაქარია რომანის ძე ჭავჭავაძე.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: არჩილ სოლომონის ძე ციხისთავი, ოლღა ზაქარიას ასული პაატაშვილისა, მარიამ დემიანის ასული მიხო და ჯაზბულ ბიევი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: მიხეილ ისაკის ძე ლომიძე, ილია დავითის ძე მურვანიძე, ივანე ზურაბის ძე ბარკალაია და ივანე ალექსანდრეს ძე ანდრონიკაშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 18 თებერვალს სარევიზიო კომისიამ, რომელშიც შედიოდნენ აპოლონ ჯიქია, ალექსანდრე გაბუნია და ივანე ქავთარაძე, ურჩია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ სახოგადოებას, გაეგზავნა მადლობის წერილი ქალბატონ ჩერნოვასთვის, ვინც მხურვალე მონაწილეობა მიიღო მომავალი ქართული სკოლის სასარგებლოდ დაბა ზუგდიდში საჯარო სეირნობის გამართვაში.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 18 თებერვალს სარევიზიო კომისიამ წარმატებულად მიიჩნია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მოქმედება და გაწეული შრომა 1914 წელს, ხაზი გაუსვა იმ წლის საჯარო სეირნობიდან შემოსულ მოზრდილ თანხას და ურჩია საზოგადოებას, მადლობა გადაეხადა ზუგდიდის განყოფილების გამგეობისთვის. კომისიის დასკვნას ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები: აპოლონ ჯიქია, ალექსანდრე გაბუნია და ივანე ქავთარაძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 18 თებერვალს სარევიზიო კომისიას განუხილავს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების დღიური და საკვიტანციო წიგნები, შეუსწორებია განყოფილების 1914 წლის შემოსავალ-გასავლის ჯამი და მიუმართავს საზოგადოებისთვის, რომ მას დაემტკიცებინა ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მიერ წარმოდგენილი 1914 წლის ანგარიში და 1915 წლის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა. კომისიის დასკვნას ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები: აპოლონ ჯიქია, ალექსანდრე გაბუნია და ივანე ქავთარაძე.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 18 თებერვალს ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავი გარდაიცვალა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციის გადაწყვეტილებით საგურამოს სკოლის პედაგოგი კონსტანტინე სეხნიაშვილი 360-ის ნაცვლად 504 მანეთის ოდენობის ჯამაგირს მიიღებდა (ჯამაგირი – 480 მანეთი, დამატება – 24).

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციის გადაწყვეტილებით ნავთლუღის სკოლის პედაგოგ მარიამ პავლეს ასული ჯარიაშვილს 360-ის ნაცვლად 504 მანეთის ოდენობის ჯამაგირი უნდა მიეღო (ჯამაგირი – 480 მანეთი, დამატება – 24).

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციის გადაწყვეტილებით წინარეხის სკოლის პედაგოგი ივანე იოსების ძე გიუნაშვილი 360 მანეთის ნაცვლად 600 მანეთის ოდენობის ჯამაგირს მიიღებდა (ჯამაგირი – 480 მანეთი, დამატება –120).

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციის გადაწყვეტილებით ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის პედაგოგი ტრიფონ შუბლაძე 360-ის ნაცვლად 504 მანეთის ოდენობის ჯამაგირს მიიღებდა (ჯამაგირი – 480 მანეთი, დამატება – 24).

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციის გადაწყვეტილებით გერგეთის სკოლის პედაგოგი ისიდორე ტატიშვილი 360-ის ნაცვლად 504 მანეთის ოდენობის ჯამაგირს მიიღებდა (ჯამაგირი – 480 მანეთი, დამატება – 24).

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციის გადაწყვეტილებით ვარიანის სკოლის პედაგოგი ნატალია ბასილაშვილი 360-ის ნაცვლად 480 მანეთის ოდენობის ჯამაგირს მიიღებდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციას დასამტკიცებლად წარუდგინა გეგმა, რომ 1911 წლის შემდეგ შემოსული ხელნაწერებისა და ნაბეჭდი წიგნების სისტემატური კატალოგი უნდა შეედგინათ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციას დასამტკიცებლად წარუდგინა გეგმა, რომ უნდა გაეკეთებინათ სამი კარადა-ვიტრინა ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და სხვა მწერალთა ნივთების გამოსაფენად.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს დავით დავითის ძე კარიჭაშვილისთვის მადლობა გადაეხადათ იმ დახმარებისთვის, რომელიც მან წიგნსაცავ-მუზეუმის გამგეს, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს წიგნსაცავ-მუზეუმის მოწყობისა და კატალოგების შედგენის დროს გაუწია და გაწეული შრომისთვის 200 მანეთი მიეცათ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 19 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას თავმჯდომარეობდა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, მდივანი იროდინ თომას ძე სონღულაშვილი და ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა სამუზეუმო სექციას დასამტკიცებლად წარუდგინა გეგმა, რომ რუსული და სხვა უცხოური წიგნებიდან უნდა გამოეყოთ ისეთი წიგნები, რომლებიც საქართველოს და კავკასიას ეხებოდა, ასევე გამოეცათ მნიშვნელოვანი წიგნები და დოკუმენტები.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 თებერვალს ქუთაისის მსახიობთა ამხანაგობას იუზა ზარდალიშვილისა და ნინო ჩხეიძის მონაწილეობით „მარგარიტა გოტიე“ უნდა წარმოედგინა.