ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50440

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 დეკემბერს სახალხო სახლში ვასილ აბაშიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, გოგი ფრონისპირელის, ვასილ არაბიძის, ალექსანდრე იმედაშვილის, ალექსანდრე ყალაბეგიშვილის, პლატონ ჩიქვინიძის (კორიშელის), მიხეილ ჭიაურელის და სხვ. მონაწილეობით „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 26 დეკემბერს სახალხო სახლში პლატონ კორიშელის, იუზა ზარდალიშვილის, ვასილ არაბიძის, ალექსანდრე წუწუნავას და სხვ. მონაწილეობით „ოთხი იმერელი“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 დეკემბერს ხაშურის თეატრში ქეთო კალაძის, ალექსანდრე კორძაიას, ალ. ქუთათელაძის, მ. კვალიაშვილის, ვასილ ხოზბერაშვილის და სხვ. მონაწილეობით ერთმოქმედებიანი ვოდევილი „მოულოდნელი შემთხვევა“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის თხზულების „ცრემლების კრიალოსანი“ IV ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლადო აღნიაშვილის სტატია „ქართველ მწერალთა წერილები“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია „სახალხო მოღვაწენი (გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი)“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის დეკემბერში ვანო გიგოშვილმა ხარფუხის მუსულმანთა აუდიტორიაში წარმოდგენილი თავისი პიესის „შურისძიება“ შემოსავალი, 4, 65 მანეთი, ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას შესწირა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 დეკემბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „კ. ფოცხვერაშვილის მეორე კონცერტი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილის „კრიტიკა თუ გაუგებრობა?! (ბ. ზ. ჩხიკვაძის რეცენზიის გამო კ. ფოცხვერაშვილის კონცერტზე)“ II ნაწილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 დეკემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იუზა ზარდალიშვილის ფოტო ედგარის როლში „მეფე ლირიდან“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 28 დეკემბერს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გედევანიშვილის პიესის „სინათლე“ XIII, დასკვნითი ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 30 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, განყოფილებაში არსებობდა თეატრალური, სცენისმოყვარეთა ჯგუფის შესადგენი და სახელმძღვანელო ჯგუფები. ანგარიშს ხელი მოაწერა თავმჯდომარე ტარას დავითის ძე ორჯონიკიძემ.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებამ 15 სხდომა გამართა. გაირჩა 64 საქმე.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილებამ (თავმჯდომარე – ევსევი ლუკას ძე ავალიანი) 12 სხდომა ჩაატარა, გაირჩა 20 საქმე.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 30 დეკემბერს ტარას ორჯონიკიძე, ერმალოზ ცხადაია, მარგალიტა ხარებავა და კონსტანტინე გაბუნია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების თეატრალური სექციის წევრები გახდნენ.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების შემოსავალი 198 მანეთსა და 80 კაპიკს შეადგენდა. შემოწირული თანხა 96 მანეთი იყო, სეირნობისა და წარმოდგენების – 28 მანეთი და 80 კაპიკი. დოკუმენტს ხელს აწერდნენ: მათე გორდეზიანი და ლონგინოზ კვიკვიძე.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 30 დეკემბერს, 6 საათზე, ონის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების საანგარიშო კრება გაიმართა. კრებამ გამგეობის თავმჯდომარედ და ხაზინადარად მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანი აირჩია, მოადგილედ – იოსებ ჯავახის ძე მდივნიშვილი, მდივნად – ლონგინოზ ილარიონის ძე კვიკვიძე.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 30 დეკემბერს, 6 საათზე, ონის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოში გამართულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების საანგარიშო კრებამ გამგეობის წევრებად აირჩია: კონსტანტინე გიორგის ძე წულუკიძე, სარა ნიკოლოზის ასული გელოვანისა, ნატალია ლუკას ასული გაჩეჩილაძე, გალაქტიონ ყარამანის ძე მასხარაშვილი, სერგი სიკოს ძე ბაქრაძე და გრიგოლ მეტრეველი.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 30 დეკემბერს, 6 საათზე, ონის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების საანგარიშო კრებამ მიხეილ ანტონის ძე ჩიკვაიძე, ვარლამ დავითის ძე გოგნაძე და სერგო ნიკოლოზის ძე რუხაძე სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩია.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914 წლის 30 დეკემბერს, 6 საათზე, ონის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების საანგარიშო კრებამ გადაწყვიტა მთავარი გამგეობისთვის ქართული წიგნებით დახმარება ეთხოვა, რადგან მასზე დიდი მოთხოვნილება იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 30 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რაჭის (ონის) განყოფილების თავმჯდომარემ მათე ნიკოლოზის ძე გორდეზიანმა უსახსრობის გამო მთავარგამგეობას შემოსავლიდან მათთვის გადასახდელი 20 პროცენტის პატიება სთხოვა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებას ილია ჭავჭავაძის მამულიდან დარჩენილი ჰქონდა წინა წლის ნაშთი, 284 მანეთი. ანგარიშს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილების შემოსავალი ჯამში 13398.92 მანეთს შეადგენდა. აქედან გასული წლის ნაშთი 2718.12 მანეთი იყო, საწევრო გადასახადით მიღებული თანხა — 529 მანეთი, სასკოლო ფონდის შემოწირულობა — 1134.05, დამატებითი მოგება კი — 231.45 მან.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს რაჟდენ დათეშიძე ამიერკავკასიის ბანკის გამგეობის წევრი იყო.