ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 1-ელი დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ დაიბეჭდა კ. აბაშისპირელის (კონსტანტინე გამსახურდიას) ლექსი „აი, რა ქნა ლორელაიმ!“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სტამბაში იბეჭდებოდა კოტე მესხის „ჯუზეპე გარიბალდი“.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს რაფიელ დავითის ძე ერისთავი და ივანე ფრანცის ძე იანიცკი კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების (დაფუძნდა 1850 წელს) საბჭოს წევრები იყვნენ.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს თბილისის მოურავმა ნიკოლოზ ვასილის ძე არღუთაშვილმა თანამდებობა დატოვა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 21 ოქტომბერს მთავარმართებლის თანაშემწე, გრაფი ტატიშჩევი, კავკასიის არმიის კორპუსის მეთაური ივანე ამილახვარი და სხვ. სიონის ტაძარში ნიკოლოზ II-ის გამეფების თარიღის აღსანიშნავ სადღესასწაულო წირვას დაესწრნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 დეკემბერს ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძეს უნდა წაეკითხა ლექცია „ქვეშევრდომნი და უცხოელნი“.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 2 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ნიკო კურდღელაშვილს ვექილი შალვა მესხიშვილი იცავდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 2 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სასამართლომ ნიკო კურდღელაშვილი უდანაშაულოდ ცნო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ოქტომბერში მოსე ათანასეს ძე ქიქოძე და კალისტრატე ჩიკვაიძე 1895 წელს ურიების წინააღმდეგ აჯანყებულების საქმის განხილვისას დაზარალებულ მხარეს იცავდნენ.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს კოლეგიის მრჩეველი ივანე პავლეს ძე თუმანიშვილი კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოში მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ტიტულოვანი მრჩეველი, VII კლასის კამერგერი (ხაზინადარი), იუნკერი გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოში მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ირაკლი ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი კავკასიის მეფისნაცვლის მრჩეველი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს თედო ჟორდანია გურია-სამეგრელოს სამრევლო სკოლების ზედამხედველი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს დეკანოზი ესტატე ელიაშვილი საეკლესიო მუზეუმის გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის შემოდგომაზე ნაძალადევში, გრიგოლ ჩარკვიანის სახლში, მოყვარული მსახიობები წარმოდგენებს მართავდნენ. წარმოდგენებზე დასასწრები ბილეთები იაფი ღირდა და მაყურებელი ბევრი ჰყავდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-20 სხდომას დაესწრნენ: ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, დავით კარიჭაშვილი და გრიგოლ ყიფშიძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ლ დეკემბერს ქალთა წრის კრებაზე ანტონ ფურცელაძემ თავისი პოემის „თამარ ლაზნელი“ ნაწყვეტები წაიკითხა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ოქტომბერში სიღნაღის მაზრის პოლიციის თანამშრომლებმა – გიორგი ტყავაძემ, შავერდ შავერდოვმა და დავით მატატოვმა თავიანთი სურვილით დატოვეს სამსახური.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მეცნიერი მიხეილ ქაიხოსროს ძე ყიფიანი ქართული ენის ფორმებს იკვლევდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 13 აგვისტოს ექიმ სამსონ თოფურიას ამბულატორიაში თვალის დაავადებებს ი. ვარშავსკი მკურნალობდა.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 20 მაისიდან ფ. ბაცევიჩი ქუთაისში, სამსონ თოფურიას ამბულატორიაში გინეკოლოგად მუშაობდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭიჭინაძე იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანაშვილის ფელეტონი „ძველი ქართული ოჯახი“.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ მანთაშოვი შუა ბაზარში ალექსანდრე მანთაშოვის სახლებში ფლობდა ტყავის საწყობებს.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს დავით გიორგის ძე ერისთავი თავადი იყო.