ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50101

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 19 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ, გაზეთ „კავკაზსკოე ობოზრენიეს“ ინფორმაციით, ბაჟის მომატების გამო არყის მწარმოებელმა დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილმა სხვადასხვა სასმელის გაკეთება გადაწყვიტა, რისთვისაც ამ საქმის მცოდნეები მოიწვია.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 19 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ კოტე მესხის მიერ გამართული სამასკარადო საღამოს შემოსავალი ბათუმის სკოლების შემწეობას მოკლებული ბავშვებისთვის გადაიდო.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ სოფელ ქარელში, სადაც ებრაელების გარდა 200 კომლი ცხოვრობდა, სამკითხველოს გახსნა გადაწყდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ სოფელ ქარელის თავადები, ციციშვილები არ ზრუნავდნენ ადგილობრივი გლეხების განათლებაზე. წერილის ავტორი იმედს გამოთქვამდა, რომ მომრიგებელ შუამავალს, თ. გ. ციციშვილს შეეძლო გლეხებთან სკოლის გახსნაზე მოლაპარაკება.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ ქარელიდან გუჯარეთისკენ გზატკეცილის კეთება დაიწყო.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ „ქალაქში დიდი ხანია ტელეფონის გამართვას აპირებდნენ“, მაგრამ მოსახლეობა საჭირო დანადგარების თავიანთ სახლებზე დადგმის უფლებას არ იძლეოდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ „ტფილისის ფურცლის“ ცნობით, უმთავრესი სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით 1887 წლიდან მუსლიმები მხოლოდ ორ თავიანთ დღესასწულზე: „ჰაიდი-ფეტერისა“ და „ჰაიდი ყურბანის“ დროს გათავისუფლდებოდნენ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერიაში“ ბესარიონ ნიჟარაძემ ფსევდონიმით თავისუფალი სვანი „სვანური ლეგენდები“ დაბეჭდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 20 თებერვლის გაზეთ „ივერიის“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ინფორმაციით, ფრანგული გაზეთი „Memorial Diplomatique“, ბერლინური „National Zeitung“ ასევე „Daili News“ და „Pestev Lloid“ რუსეთის მიერ ბულგარეთში ჯარების სავარაუდო ჩაყენებაზე წერდნენ, რაზედაც ავსტრია-უნგრეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებს ხისტი პოზიცია ჰქონდათ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გაზეთ „TIMS“ ცნობით, ალზას-ლოტარინგიელმა ვაჭრებმა ავსტრია-უნგრეთს ქვეშევრდომობა სთხოვეს, რადგან მათ არ სურდათ საფრანგეთის წინააღმდეგ გერმანიის ჯარში სამსახური.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ 1880 წელს მსოფლიოში 34 274 დასახელების ჟურნალ-გაზეთის 10.274 მილიონი ეგზემპლარი დაიბეჭდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ 1880 წელს მსოფლიოს მასშტაბით ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში 200 000 ადამიანი მუშაობდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ 1880 წელს მსოფლიოში ინგლისურ ენაზე 16 500 ჟურნალ-გაზეთი გამოდიოდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 20 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დიმიტრი მაჩხანელის ფელეტონი „მგზავრის ნახული“ ინგილო ქართველების ყოფა-ცხოვრების შესახებ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 20 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დიმიტრი მაჩხანელის ფელეტონი „მგზავრის ნახული“, რომელშიც ავტორი საინგილოში, სოფელ ყორაღანში მცხოვრებ მ. ი. ტუკუშაშვილის ღვაწლს აღწერდა. მას საკუთარ სახლში სკოლა ჰქონდა გახსნილი და 13 ვაჟსა და 2 ქალს ქართულს ასწავლიდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 20 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდილ ფელეტონში „მგზავრის ნახული“ დიმიტრი მაჩხანელი წერდა, რომ საინგილოში, სოფელ ყორაღანში მცხოვრები ა. თამაზაშვილი ბავშვებს უსასყიდლოდ გალობასა და საეკლესიო ლოცვებს ასწავლიდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 21 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ პირველი კლასიკური გიმნაზიის შეგირდები სააღდგომოდ აკაკი წერეთლის ვოდევილს „ბუტიაობა“ დგამდნენ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის შემოდგომაზე ექიმი ტიტე სვიმონის ძე ქიქოძე ქვემო ქიზიყის დეპოს დარბაზში მამასახლისებსა და მოქალაქეებს შეხვდა ქიზიყში სამკურნალო „პრიომნი პაკოის“ დაარსების საკითხის განსახილველად.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის აგვისტოში პოლიკარპე თალაკვაძის მონაწილეობით ნაგომარში გამართული საქველმოქმედო წარმოდგენის შემოსავალი 81.10 მანეთი იყო, ხარჯი — 34.60 მან., 6.10 მანეთი გადასცეს ადგილობრივ სკოლას, ხოლო 40 მანეთი – ადგილობრივი წიგნსაცავის ფონდს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 24 მარტიდან, კავკასიაში პოლონეთის სამხარეო კომიტეტის დადგენილების თანახმად, სავალდებულო კანონით ამიერკავკასიაში მცხოვრები პოლონელები და მის ტერიტორიაზე დროებით მცხოვრები პოლონეთის მოქალაქეები 1918 წლის 2 მაისამდე გათავისუფლდნენ ჯარში გაწვევისგან. განცხადებას ხელს აწერენ მინისტრი ნოე რამიშვილი და ამიერკავკასიის ვიცე-დირექტორი გრიგოლ მენდელეევი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, დაბა ნაგომარში გამართული საქველმოქმედო წარმოდგენის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ ნიკიტა თალაკვაძე, სიმონ ჭეიშვილი და ბესარიონ თალაკვაძე.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის შემოდგომაზე კონსტანტინე თავართქილაძის ბათუმის სტამბაში ა. ნიკიტინის მიერ თარგმნილი ფრანსუა კოპპეს „შენდობა“ დაიბეჭდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა ლადო გეგეჭკორის ლექსი შემოდგომის შესახებ.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“ ს. ლ. ბახტაძემ აკაკი წერეთლის ლექსის, „ვაშა დეპუტატის“ შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 21 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ ცნობით, შავის ზღვის სანაპირო ქალაქებში 14 000 თამბაქოს პლანტაცია იყო.