ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50738

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ელიზბარ ჩახავამ და მღვდელმა დავით იოსების ძე კავკასიძემ მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს 25-25 წიგნი შესწირეს, ყარამან მანუჩარის ძე ჩიქოვანმა, ალექსანდრე ჟორდანიამ და ნესტორ ჩახავამ – 10-10, ბესარიონ იოსების ძე ცეცხლაძემ კი 11 წიგნი შესწირა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ელენე ჯინოშვილისა ქუთაისში უფასო სამკითხველოს ფონდისთვის ბაზრობის მოწყობას აპირებდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიის“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) სარედაქტორო წერილში ავტორი გულისტკივილს გამოთქვამდა იმის გამო, რომ თბილისთან ახლომდებარე, შეძლებულ სოფელ დიღომში ერთი სკოლაც არ იყო.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 1-ლი მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ თბილისში საგალობლების ნოტებზე გადასაღებად ჩამოსულ პოლიევქტოს კარბელაშვილს ამ საქმის მცოდნე მიხეილ მიხეილის ძე იპოლიტოვ-ივანოვი პეტერბურგში დახვდა წასული.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იოსებ ჯაფარიძე პრინცესა მიურატის ქონების მმართველი იყო.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 1-ელი მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ სომხური გაზეთის „ნორ-დარის“ ცნობით, ავლაბრის ეჩმიაძინის წმ. გიორგის სამრევლო სასწავლებელს ივანე ალექსის ძე ჩითახოვმა 150, თომა დავითის ძე ფრიდონოვმა და ბუგდან ყაზაროვმა 50-50 მანეთი შესწირეს.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 1-ელი მარტის გაზეთ „ივერიაში“ სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილის ფელეტონი „მეველე“ დაიბეჭდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ოქტომბერში თელავის სამაზრო ხაზინის ხაზინადარი მეღვინეთხუციშვილი ავადმყოფობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ოქტომბერში თბილისის სასამართლო პალატის პროკურორის მდივანი ნიკოლოზ არღუთაშვილი თავისი სურვილით გაათავისუფლეს სამსახურიდან.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ნოემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოწაფეთა დამხმარე საზოგადოებამ მუსიკალურ-დრამატული საღამოს გასამართად გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა მ. ე. შევჩენკოს, პ. ი. პავლინცს, ნ. თ. პერედერეის, ვ. ლ. სამარინსა და ვ. ა. კროტკოვს.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 1-ელი მარტის გაზეთი „ივერიაში“ დაიბეჭდა ეკატერინე სულხანოვის წერილი რედაქტორისადმი, რომელშიც ის გულისწყრომას გამოთქვამდა, რადგან ფოსტაში ქართულად ხელი არ მოაწერინეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში ვახტანგ კოტეტიშვილმა წაიკითხა რეფერატი „საზოგადოებრივი ჰანგები მე-18 და მე-19 საუკუნეების ქართულ მწერლობაში“.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში დაარსდა ქართული სამეცნიერო წრე, რომლის ხელმძღვანელობაც უსასყიდლოდ იკისრა იოსებ ალექსის ძე ყიფშიძემ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე ჯავახიშვილი და ნიკო მარი ყურადღებას აქცევდნენ პეტერბურგის ფსიქონევროლოგიური ინსტიტუტის ქართულ სამეცნიერო წრეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 და 16 დეკემბერს ქუთაისის თეატრში ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის ახალი პიესა „ციცინათელა“ უნდა წარმოედგინათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის დეკემბერში გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის თავმჯდომარეობით გამართულ შავი ქვის მრეწველთა კრებაზე მუშების ჯანმრთელობის დაზღვევისა და საავადმყოფოს სალაროს დაარსების საკითხი განიხილეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ს. მ. კირაკოზოვსა და ბ. გ. ოგანოვს 7 დღით იაფი ვაჭრობა უნდა გაემართათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის დეკემბერში გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩის თავმჯდომარეობით გამართულ შავი ქვის მრეწველთა კრებაზე გადაწყვიტეს, რკინიგზის მთავრობის წინაშე აღეძრათ შუამდგომლობა შავი ქვის საქმეებისთვის ჭიათურის მუშების კავკასიის ტერიტორიაზე უფასოდ მოგზაურობის შესახებ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ინფორმაციიით, მალე გასაყიდად გამოიცემოდა კოტე მესხის „იმერული სცენები“ და „ჯუზეპე გარიბალდი“.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის თებერვალში თბილისის სამოსამართლო პალატის მდივანმა ალექსანდრე არეშოვმა დიმიტრი მუსხელიშვილს უჩივლა იმის გამო, რომ მან მუშაობის დროს შეურაცხყოფა მიაყენა. საჩივარი პროკურორის თანაშემწე ა. გ. რიბინმა განიხილა, საბრალდებო ოქმი შეადგინა და საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის განყოფილებას გადასცა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის დეკემბერში გაზეთ „იმერეთის“ რედაქციამ კონსტანტინე ჩითანის ძე თავართქილაძის მიერ შედგენილი კედლის კალენდარი მიიღო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ინფორმაციით, სტამბაში იბეჭდებოდა ვაჟა-ფშაველას პოემა და „ამბავი დიმიტრი მაჩხანელისა“.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ დაიბეჭდა იოსებ ივანეს ძე რატილის მიერ ნოტებზე გადაღებული ქართველ მომღერალთა დასის შესრულებული „ალილოს“ პირველი რვეული.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ მთაწმინდაზე, ლაბორატორიის ქუჩაზე, საქალებო ინსტიტუტის ახლოს წყლის გაყვანილობის სამუშაოები მიმდინარეობდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 5 მარტის გაზეთი „ივერია“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ კახეთში ფოსტა უწესრიგოდ არიგებდა გამოწერილ გაზეთებს, დიდ ნაწილს გზაში კარგავდა, რის გამოც მოსახლეობა ძალიან განაწყენებული იყო.