რეგისტრირებული ფაქტები50091
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ყვავილებით მორთვისათვის ეზეკიანმა 25 კაპიკი, სამადაშვილმა, გ. ბიაშვილმა, ცაგალოვმა და დ. ლევანიძემ 20-20 კაპიკი გაიღეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ნიგოითში მაჭუტაძის ტყიდან სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაჰქონდათ შეშა, რაც ტყის გაჩეხვასთან ერთად ახალი სათესი მიწების მატებასაც მოასწავებდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 5 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ მიიღეს მიხეილ ნასიძის ახალი წიგნი „ქართველი მწერლები, ვახტანგ მე-VI-ე“, რომელიც დაიბეჭდა გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში და 3 შაური ღირდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადეს მღვდელ დავით პაპასკირს, რომელმაც სამეგრელოში არსებულ სამრევლო სკოლას სამოცი მანეთი შესწირა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადეს ვენერა ჯაფარიძეს, რომელიც სამეგრელოში არსებულ სამრევლო სკოლაში ქალებს ჭრა-კერვას უფასოდ ასწავლიდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადეს მღვდელ ანტონ პაპასკირს, რომელმაც სამეგრელოში სამრევლო სკოლა დააარსა და მოსწავლეებს უსასყიდლოდ ასწავლიდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 3 ოქტომბერს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ი. დ. უთნელიშვილი სასამართლოს თავმჯდომარის ამხანაგად დაინიშნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 1-ელ ოქტომბერს სასტუმრო „ორიენტში“ თბილისის ნაფიცმა ვექილებმა და მათმა თანაშემწეებმა თბილისის ოლქის სასამართლოს ყოფილ წევრს, ი. დ. უთნელიშვილს გამოსამშვიდობებელი საღამო გაუმართეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ოქტომბერს გრიგორი სერგის ძე გოლიცინი ყარსის თემიდან თბილისში დაბრუნდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ზაქარია ერისთავმა სახელმწიფო ქონებათა და მეურნეობის სამინისტროს სამეურნეო სასწავლებელს ოძისში მდებარე მამული შესწირა. თავადაზნაურობამ ამ საჩუქარზე უარი განაცხადა, რადგან, მათი თქმით, მამულის მოვლას ვერ ახერხებდნენ.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 25 მარტს ივანე იაგორის ძე ფითოევს სახლიდან მოპარეს 400 მანეთის ღირებულების ოქროს ბეჭედი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მარტს, გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ, საქართველოს ეგზარქოსის პეტრე ვასილის ძე ლებედევის სახლში გამართულ სადილს მთავარმართებელი ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი ესწრებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მარტს გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ საქართველოს ეგზარქოსის, პეტრე ვასილის ძე ლებედევის სახლში გაიმართა სადილი, რომელზეც მიწვეულები იყვნენ გრიგოლ დადიანის ნათესავები, პატივსაცემი საერო და სასულიერო პირები.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე ეპისკოპოსი იყო. იგი გაბრიელ ეპისკოპოსად იწოდებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მარტს გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევას საქართველოს ეგზარქოსი პეტრე ვასილის ძე ლებედევი დაესწრო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მარტს გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევის წესის შესასრულებლად მოწვეულები იყვნენ ეპისკოპოსები გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე, ბესარიონ დადიანი, ალექსანდრე დავითის ძე ოქროპირიძე.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 25 მარტს არქიმანდრიტი გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანის ეპისკოპოსად კურთხევას სიონის ტაძარში უამრავი ადამიანი დაესწრო. ყველას სურდა უიშვიათეს მოვლენას დასწრებოდა, რადგან ძალიან უხაროდათ თავიანთი საყვარელი მქადაგებლის კურთხევა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 25 მარტს არქიმანდრიტი გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანი უმაღლესი ბრძანებით გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსად დაინიშნა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 25 მარტს არქიმანდრიტი გრიგოლ ელიზბარის ძე დადიანი სიონის ტაძარში ეპისკოპოსად აკურთხეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბერს ქართული დრამატული დასი არწუნისეულ თეატრში წარმოადგენდა ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის ერთმოქმედებიან ვოდევილს „ოინბაზს“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, ნინა ივანეს ასული ლორის-მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბერს ქართულ დრამატულ დასს არწუნისეულ თეატრში უნდა წარმოედგინა ოსტროვსკისა და სოლოვიოვის სამმოქმედებიანი კომედია „ბედნიერი დღე“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, ელისაბედ ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილისა, ნინა ივანეს ასული ლორის-მელიქოვისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი, ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სიღნაღის სათავადაზნაურო სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელ კომისიას ი. გ. ვაჩნაძისა და აზ. ი. გომელაურის პროტესტი თანხის განაწილებასთან დაკავშირებით არ გაუთვალისწინებია.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სიღნაღის სათავადაზნაურო სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელმა კომისიამ ღარიბ წევრებს უფრო მეტი შესატანი დაუწესა, ვიდრე მდიდრებს და სწორედ ნაკლებშემოსავლიან ადამიანებს დააწვა მეტი პასუხისმგებლობა.