ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50091

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სიღნაღის მაზრის სათავადაზნაურო სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელ კომისიას სურდა შეძლებული წევრებისთვის ნაკლები თანხა გადაეხდევინებინა, ხოლო ნაკლებშემოსავლიანებისთვის კი – ბევრად მეტი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ სიღნაღის მაზრამ სხვა მაზრებთან შედარებით სათავადაზნაურო სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელი კომისიის შექმნა დააგვიანა და ყველაზე ბოლოს დაასრულა ეს საქმე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, გურჯაანის კორესპონდენცია ატყობინებდა, რომ სიღნაღის მაზრის სათავადაზნაურო სკოლის ფონდისთვის თანხის გამნაწილებელმა კომისიამ გულგრილობა გამოიჩინა და არასამართლიანად გაუნაწილა თავადაზნაურებს შესატანი თანხის რაოდენობა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ქართველი ადამიანი გულგრილობას სმის, ქეიფის და უთავბოლოდ ფულის ხარჯვის დროს კი არ იჩენდა, არამედ მნიშვნელოვანი საქმის გაკეთების და გადაწყვეტის დროს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ქართველები ხელგაშლილი, გულახდილი, გულწრფელი, სულგრძელი რაინდები იყვნენ და თუკი რაიმე ძალიან სურდათ თავს არ დაზოგავდნენ, აუცილებლად მოიპოვებდნენ მას, თუნდაც ამ თავგანწირვით საფრთხეს გადაყროდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ძალიან გამოცდილი და სახელგანთქმული კალამი იყო საჭირო ქართველების ხასიათის აღსაწერად.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ელიზბარის ძე დადიანი ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 9 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე კავკასიის საისტორიო და საარქეოლოგიო საზოგადოების წევრი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 აპრილს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ კავკასიის საისტორიო და საარქეოლოგიო საზოგადოების კრებას წარუდგინა ცნობები აფხაზეთში აღმოჩენილი ეკლესიის შესახებ, ასევე რუმელიაში ნაპოვნი ღვთისმშობლის ხატის წარწერაზეც, რომელიც შეცდომით გადაუთარგმნიათ რუსულად პეტერბურგში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 7 აპრილს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ კავკასიის საისტორიო და საარქეოლოგიო საზოგადოების კრებაზე წაიკითხა რეფერატი, რომელიც 1885-1886 წლების კავკასიის არქეოლოგიის მატიანეს ეხებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის მიერ გამოცემული წიგნები ფოთში, ბესარიონ კალანდაძის მაღაზიაში იყიდებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ პავლე და ლევან მახარობლის ძე მოსეშვილებს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ორპირის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ხის სახლი და 430 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყებოდა, რომ პეტრე და მიხაილ ივანეს ძე მეფისოვებს ქუთაისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკში 18 წლით დაგირავებული ჰქონდათ ფრანგების ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 253 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წლის 19 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ ევსევი ალექსის ძე კერესელიძე წერა-კითხვის გამავრცელებელმა ორგანიზაციამ სოფელ ხელთუბნის სკოლაში მასწავლებლად დანიშნა.

1887

ტიპი: ორგანიზაცია

1887 წლის 19 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თავისი ხელნაწერების კატალოგის შედგენა (900 სახელწოდების ქართული წიგნი და ხელნაწერი იყო) დაამთავრა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 19 მარტის გაზეთში „ივერია“ ს. ღონღაძე წერდა, რომ 17 მარტს ფონასა და წიფას შორის ჩამოწოლილმა ზვავმა რკინიგზის საყარაულო სახლი ქვეშ მოიყოლა და მუშა ხალხი დაიხოცა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 24 სექტემბერს ქალაქის მესამე ნაწილის სასამართლოში გაირჩა ჩარკვიანის მიერ ნაძალადევში აშენებული ქართული თეატრის შენობის საქმე.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ საქალებო ისნტიტუტის პედაგოგი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე ოთხშაბათობით და კვირაობით მასწავლებლებისა და აღმზრდელებისთვის პედაგოგიკის ფსიქოლოგიაზე ისაუბრებდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 სექტემბერს ზუგდიდში წერა-კითხვის სკოლა აკურთხეს. ბ. პატარაიამ სკოლას მაგიდა და სკამი შესწირა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 8 სექტემბერს ზუგდიდში წერა-კითხვის სკოლა აკურთხეს. მ. გეთიამ სკოლას საკლასო დაფა შესწირა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ ლაიფციგში დაიბეჭდა და გამოიცა არტურ ლაისტის მიერ შედგენილი ქართველი პოეტების კრებული (Georgische Dichter). კრებულის პირველი ნომერი ა. ნებიერიძის რედაქტორობით გამოვიდა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 17 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ორ-ანის ფსევდონიმით არტემ მირიანის ძე ახნაზაროვმა პოლონურუიდან თარგმნილი პატარა მოთხრობა დაბეჭდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 17 მარტის გაზეთი „ივერია“ წერდა, რომ დაიბეჭდა ივანე როსტომაშვილის მიერ თარგმნილი სამუელ სმაილსის „თვითგანვითარება“. გამომცემელი იყო ზაქარია ჭიჭინაძე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 აპრილს საჩხერეში დანიშნული კრების თავმჯდომარედ ანეპოდისტე მაჩაბელი აირჩიეს. კრებაზე გადაწყდა, საწევრო ფული მოგროვებინათ, რათა ამხანაგობა „შუამავლისთვის“ეთხოვათ, რომ სავაჭრო ცენტრის განყოფილება საჩხერეშიც დაეარსებინათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 მაისის „ცნობის ფურცლის“ ინფორმაციით, ეკატერინე სარაჯიშვილმა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მომავალი ლატარია-ალეგრისთვის ჩაის სერვიზები, ყვავილის ვაზები, საფერფლეები, ჭიქა და ფურცლები შესწირა.