ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50433

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს მწერალმა ალექსანდრე წერეთელმა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს დიმიტრი ერასტის ძე ჩოლოყაშვილი თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ექიმმა ივანე ელიაშვილმა ქართულად თარგმნა ილია მეჩნიკოვის სამეცნიერო-ფილოსოფიური თხზულება „ადამიანის ბუნება“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ივანე როსტომაშვილმა დაწერა დრამა „ქართლოსი ანუ ქართველთ დასაბამი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ალექსანდრე ყიფშიძე აჭარელთა შესახებ გამოკვლევას წერდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს მოსე ჯანაშვილმა დაწერა წიგნი „ქართული მწერლობა“ 3 ტომად.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს სოლომონ კიპრიზოვმა განათლების სამინისტროს 3-სართულიანი (40-ოთახიანი) სახლი შესწირა. სახლის ღირებულება იყო 30 000 მანეთი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს მხატვარმა ვალერიან სიდამონ-ერისთავმა მოსკოვის უმაღლესი სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ედუარდ კარლოს ძე ლიოზენი თბილისის კლასიკური გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებელი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს დიმიტრი ჩოლოყაშვილმა პასუხისმგებლობა აიღო, თავისი ხარჯით აღეზარდა ორი მაჰმადიანი ობოლი – ძმები დიასამიძეები.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს მეჭიანური ლუარსაბ ჯანდიერი მიხეილ კავსაძის გუნდში უკრავდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს მეთარე იოსებ საღირაშვილი მიხეილ კავსაძის გუნდში უკრავდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს გიორგი ფოცხოველის უკანასკნელი პიესა „მშობლების ბრალია“ დაიკარგა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს პეტრე მირიანაშვილმა შეადგინა წიგნი „ძველი და ახალი ქართული შაირობა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს მიხეილ გერმანიშვილმა დაწერა ერთმოქმედებიანი ვოდევილი „სწავლა და სიღარიბე“.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს მებუკე ერ. ბიჭაშვილი მიხეილ კავსაძის გუნდში უკრავდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს აპოლონ წულაძემ აჭარელთა შესახებ წიგნი შეადგინა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ანა შოთაძე და იუზა ზარდალიშვილი ხაშურის დრამატული წრის მიწვეული მსახიობები იყვნენ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს კონსტანტინე იოსების ძე ძნელაძე ხაშურის დრამატული წრის გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს სოლომონ ქრისტეფორეს ძე კიპრიზოვმა თავისი 40-ოთახიანი სახლი (40 000 მანეთის ღირებულების) ქართველ ქალთა განათლების საზოგადოებას შესწირა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს გრიგოლ ყარამანის ძე ძნელაძე, ნანა ალექსის ასული ყაჭეიშვილისა, იოსებ ფილიპეს ძე ყაჭეიშვილი და კ. მესხი ხაშურის დრამატული წრის გამგეობის წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ხაშურის დრამატული წრის სცენისმოყვარე წევრები იყვნენ: სვიმონ დევდარიანი, ალექსანდრე კორძაია, მ. კვალიაშვილი, გრიგოლ დევდარიანი, ან. კოკელიძე, მ. რევაზიშვილი, ვ. მაღრაძე და სხვ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ვალერიან გუნიამ დაწერა შარჟი „სამთა კავშირი ვილჰელმი, ფრანც იოსები და მაჰმუდი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის ზაფხულში ხარფუხის კლუბის მამასახლისთა საბჭომ ალექსანდრე სიმონის ძე ლორთქიფანიძის ინიციატივით კლუბის ეზოში საზაფხულო სცენა მოაწყო და კვირაში ერთხელ ქართულ წარმოდგენებს მართავდა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს საბურთალოს თეატრის გამგეობის წევრები იყვნენ: ტიტე ნესტორის ძე ბურძგლა, მელქისედეკ ლუარსაბის ძე ლებანიძე, გიგო ხეჩუაშვილი, გ. მამულაშვილი, პავლე გიორგის ძე ხეთაგაშვილი, ივანე სოლომონის ძე ქორფაშვილი და სხვ.