ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46913

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 აპრილს ქუთაისში ფილიმონ ქორიძის ხელმძღვანელობით გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: მარიამ ძნელაძემ, ჭილაძისამ და ვლადიმერ ღლონტმა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 აპრილს ქალაქის საბჭოს კრებაზე ფრიდონოვმა განაცხადა, რომ ქალაქში მხოლოდ ერთი „ალექსანდრეს“ ბაღი არსებობდა, ამიტომ მოზარდი თაობისთვის ახალი სკვერების მოწყობა აუცილებელი იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 24 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის სტატია „აღდგომის დღესასწაული საინგილოში“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 24 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის სტატია „აღდგომა ძველ დროს“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 24 აპრილს გაზეთ „ივერიის“ რედაქციამ მიიღო ანასტასია თუმანიშვილის ახალი ქართული წიგნი, რომელიც შეიცავდა ფრანგულიდან გადმოთარგმნილ 5 საყმაწვილო მოთხრობას.

1888

ტიპი: ღონისძიება

თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველობის კომიტეტის განცხადებით, 1888 წლის 14 მაისს საერთო წევრთა კრებაზე ზედამხედველობის კომიტეტის ახალ წევრებად უნდა აერჩიათ: ალექსანდრე სვიმონის ძე გამრეკელი, ი. ი. ციციანოვი, დავით ქაიხოსროს ძე ყიფიანი, დავით ივანეს ძე ავალიშვილი, რევაზ შალვას ძე ერისთავი, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, რ. კ. ვაჩნაძე, დავით ზაალის ძე ბარათაშვილი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 აპრილს იონა მიხეილის ძე მეუნარგიას ქუთაისის თაეტრის დარბაზში უნდა წაეკითხა საჯარო ლექცია, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს შეხვედრა გადაიდო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისის ეპისკოპოს გაბრიელს (გერასიმე ქიქოძეს) სურდა დაეარსებინა წმინდა სანთლის მწარმოებელი ქარხანა, რადგან მექარხნეები სანთელში სხვადასხვა მავნე ნივთიერებას ურევდნენ. ეს საკითხი იმერეთის ეპარქიის სამღვდელოებას 24 მაისს უნდა განეხილა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ ნათარგმნი პარია კორიგანის თხზულება „პინოდას ბიძაშვილი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ამერიკის ყოფილი კონსული დულიტლი გამოეთხოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს და საქართველოს წარმატება უსურვა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა ქ. თბილისის ხმოსანი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ხმოსანმა პართენ გოთუამ კითხვა დასვა მომარაგების ფონდის შესახებ, შეჰქონდა თუ არა ამ ფონდში ქალაქს თანხები და როდის დაიწყებდა ის მოქმედებას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ხმოსანმა გრიგოლ გველესიანმა იკითხა, როდის დაიწყებოდა სამეურნეო შემოქმედებითი მუშაობა, რომელიც ყველა დეფიციტს დაფარავდა, მან წამოაყენა საკითხი, რომ ქალაქს გაეყიდა ნავთი, რომელიც სულ მცირე, ათ მილიონ მანეთს მოუტანდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენატმა დაამტკიცა ზოტიკე და თომა ჩიქვილაძეების საქმე. ისინი პოლიტიკურ ნიადაგზე იყვნენ გასამართლებულნი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „იმერეთში“იოსებ გრიშაშვილის „გამოსათხოვარი უსტარი“ დაიბეჭდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ილარიონ დარსმელიძემ და ნაუმ გეგეშიძემ სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს 5-5 მანეთი შესწირეს, ანეპოდისტე აბრამიშვილმა — 4 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ტუნა (ივლიანე) წითაძემ სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს წიგნები შესწირა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს მიხეილ მაჩიტაძე მღვდელი იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ერთობაში“ დაიბეჭდა ერთა ლიგის საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარის, ალექსანდრე ლომთათიძის რადიოგრამა, გაგზავნილი ერთა ლიგის თავმჯდომარის, ლეონ ბურჟუასა და ალბერტ ტომასისთვის, რომელშიც ის საერთაშორისო სამთავრობთაშორისო ორგანიზაციას „საბჭოთა მთავრობის ველურობისგან“ დაცვას სთხოვდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ერთობა“ წერდა, ფრანგული პრესის მიხედვით, ქართულმა ჯარმა თბილისის წინააღმდეგ ბრძოლაში სამი ბოლშევკური დივიზიის შეტევა მოიგერია.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ანდრია ბჟალავა ავადმყოფობის გამო პეტროვკის სატუსაღოდან ქუთაისის სატუსაღოში ჩამოიყვანეს.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 8 ნოემბერს რკინიგზის თანამშრომლის ცოლი სავიცკაია გარდაიცვალა. ექიმ ნიკოლოზ ხუდადოვის დასკვნით სავიცკაია მოწამლული იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს სამსონ არჯევანიძემ და პავლე კიზირიამ სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს 10-10 შაური შესწირეს, ბეჟან ასათიანმა და ლუკა ყუფარაძემ კი – 6-6 შაური.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს მიხეილ მაჩიტაძემ სოფ. დიმის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს წიგნი შესწირა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 8 ნოემბერს კავკასიის არმიის კორპუსის მეთაური ივანე გივის ძე ამილახვარი, ტატიშჩევი, კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი კირილე პეტრეს ძე იანოვსკი, ზავადსკი და სხვ. თბილისის იუნკერთა სასწავლებლის ეკლესიის კურთხევის ცერემონიას დაესწრნენ.