ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46856

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ალექსანდრე მირზაშვილი (ფსევდონიმით „მეტეხელი გლეხი“) გაზეთ „ცნობის ფურცლის“ ჟურნალისტი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ აქციებზე ხელმოწერა და თანხების შეტანა მთელ საქართველოში იყო დანიშნული. სოხუმში რეგისტრაცია მიმდინარეობდა საურთიერთო ნდობის ბანკში, პლატონ ლევანის ძე გელოვანთან.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანდრია სოლომონის ძე ღულაძემ მეტეხის ციხის პატიმართა წიგნსაცავს 30 ქართული წიგნი შესწირა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს კ. რუსიევისა თელავის წმინდა ნინოს სახელობის დედათა სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იონა მეუნარგიას თბილისში ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფია საჯაროდ უნდა წაეკითხა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 12 ნოემბერს ქუთაისის საბჭომ ალექსი გაბაშვილისა და იაკობ ჩიმაკაძის სამსახურიდან წასვლის საკითხი განიხილა. ვადის ამოწურვის გამო ერთ-ერთ მათგანს საბჭო უნდა დაეტოვებინა. საბჭომ ამ საკითხის განხილვა მომავლისთვის გადადო.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილსა და ლევან გიორგის ძე ჯანდიერს თელავში ქვითკირის ორსართულიანი სახლი ჰქონდათ ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ალექსანდრე ნათაძის წიგნი „ბავშვების მოკეთე“ ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბაში იბეჭდებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, გიორგი სხირტლაძის მიერ მოწყობილ ბანკის საზაფხულო ბაღში ხშირად იმართებოდა თავშესაქცევი და კულტურული ღონისძიებები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, დაბა ყვირილაში ილია მაღლაკელიძე სურათებიან ფოსტის ქაღალდს შეღავათიან ფასად ყიდდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მიხეილ გაჩეჩილაძე სურათებიან ფოსტის ქაღალდს ბათუმში შეღავათიან ფასად ყიდდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ქვემო სურების კერძო სკოლის წიგნსაცავს გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანმა 17 ქართული წიგნი შესწირა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 22 იანვარს ქუთაისის დრამატულ დასში წარმოადგინეს ნიკოლოზ ზაალის ძე ბადრიძის მიერ ფრანგულიდან გადმოთარგმნილი პიესა „უკანონო შობილი“.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წელს ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის მმართველობის წევრი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე ზაქარიას ძე გაბაევის მალაკნების ქუჩაზე მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს სარდაფით, ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილისა და ლევან გიორგის ძე ჯანდიერის თელავში მდებარე ქვითკირის ორსართულიან სახლს ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ რედაქციას რუსეთის სატელეგრაფო სააგენტოდან დეპეშით აცნობეს, რომ მიტროპოლიტმა პალადიმ იმპერატორ ნიკოლოზ მეორესთან და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ერთად ტროიცკის ახალი ხიდის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების და ქართველთა ამხანაგობის მაღაზიებში იყიდებოდა ივანე მაჭავარიანის მიერ ფრანგული ენიდან ნათარგმნი ერკმან-შატრიანის წიგნი „გლეხი-კაცის ისტორია“. წიგნი 15 შაური ღირდა.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს კოდორში გახსნილი ხე-ტყის ქარხნის უმთავრესი საწყობი ბათუმში იყო. შეკვეთისთვის მსურველებს უნდა მიემართათ თეიმურაზ ჩაჩავასთვის — ოჩამჩირეში, ხოლო დიმიტრი მაჭუტაძისთვის — ბათუმში.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს ი. ფონ-ბრენერი რეალურ სასწავლებელში ბუღალტერიის სამთვიან კურსებს ხელმძღვანელობდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ლაზაროვი „ყარამანიანს“ ექვთიმე ხელაძის სტამბაში ბეჭდავდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკო კოპალაძეს სურდა ეკატერინე მესხის სტამბაში წიგნი დაებეჭდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის თებერვლიდან 3 თვის განმავლობაში მღვდელი გრიგოლ მეტრეველი ონის სკოლაში დროებით მასწავლებლად მუშაობდა.