ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს შეატყობინა, რომ თელავის სკოლა, სადაც უსასყიდლოდ სწავლობდნენ ღარიბ-ღატაკთა შვილები, განყოფილებას 300 მანეთი უჯდებოდა. განყოფილებას უხდებოდა თელავის მაზრაში დაარსებული ხუთი სამკითხველოს შენახვაც. ამ პირობებში ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის მოსავლელად სახსარი აღარ მოიპოვებოდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს შეატყობინა, რომ ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის დატოვება იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის განყოფილებამ ჩაიბარა, ყოვლად შეუძლებელი იყო. შემოუღობავი ეზო გატიალებული ყოფილა, შარაგზად გაუხდია სოფელს, ხან ერთი მეზობელი ლამობდა ეზოს ნაწილის მითვისებას, ხან − მეორე. სამოთახიანი სახლი ისე დაძველებულა, რომ შეკეთებად არ ღირდა. გამგეობამ 200 მანეთი დახარჯა წისქვილის ნაგებობის დროებით გამაგრებაზე, მაგრამ იმ დროისთვის მას ისევ სჭირდებოდა შეკეთება. რუსხმულიც არ ვარგოდა, იქიდან გადმოსული წყალი ეზოს ტბორავდა. კოშკი, სადაც ილია დაბადებულა, თითქოს არ ეპუებოდა ჟამთა სვლასა და სტიქიებს, თუმცა დროთა ვითარებას მასზეც მოუხდენია გავლენა: სახურავი დაძველდა, აივანი და კიბე დალპა და სასიარულოდ საშიში შეიქნა. ერთი სიტყვით, მამული საფუძვლიან შეკეთებას საჭიროებდა. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების (თავმჯდომარის მოადგილე – ალექსანდრე ვახვახიშვილი, მდივანი – ივანე პაატაშვილი) გამგეობამ შეატყობინა, რომ მას შეუძლებლად მიაჩნდა დაეკმაყოფილებინა ყვარლის რწმუნებულთა თხოვნა − დაეთმოთ სოფლის საზოგადოებისთვის ილია ჭავჭავაძის სახლი საზოგადო ყრილობების ჩასატარებლად, კანცელარიისა და სხვა დაწესებულებათა განსათავსებლად. თელავის განყოფილება იქ აპირებდა სკოლის, სამკითხველოსა და სხვა კულტურული დაწესებულებების განთავსებას. კანცელარიისთვის კი ადგილი აღარ რჩებოდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის აპრილში ქუთაისის მსახიობთა ამხანაგობამ დასში მიიწვია ოლიმპიადა ღოღობერიძე, ივანე ბარველი და ვასილ არაბიძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის აპრილში ვალერიან გუნიამ საკუთარი დასი შეკრიბა და თბილისსა და პროვინციებში იაფფასიან წარმოდგენებს მართავდა.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის აპრილში მსახიობ კირილე მაჭარაძეს ოფიცრის წოდება მიანიჭეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის აპრილში იაკობ შევარდნაძემ აკაკი წერეთლის სახელობის სამეურნეო სკოლის ფონდს სხვიტორში მანეთი შესწირა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის აპრილში პეტროგრადში დ. ჭიაბერაშვილმა რუსულ ენაზე გამოსცა „აკაკის სამახსოვრო კრებული“.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის აპრილში ექიმი ვახტანგ ღამბაშიძე სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის აპრილში კონსტანტინე ფოცხვერაშვილი ბაქოში იმყოფებოდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 1-ელ აპრილს დუშეთის სცენისმოყვარეთა წრემ წარმოადგინა „ხანუმა“ ვარ. სიდამონიძის, ს. ბერიშვილის, ნ. კანდელაკის, ვ. მეტრეველის, ს. ნამორაძის, დ. კობიაშვილის, მიხეილ ოსიტაშვილისა და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის აპრილში მიხეილ ჭავჭავაძე ახალი კლუბის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის აპრილში ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი და ა. გ. სარაჯიშვილი „ახალი კლუბის“ სამუსიკო-სამხატვრო განყოფილებათა ხელმძღვანელებად აირჩიეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის აპრილში ველისციხის აკაკის სახელობის ბიბლიოთეკას მნაცაკან ისაკოვმა 300-მდე წიგნი შესწირა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის აპრილში ნინო ყიფიანისამ ყოველთვიური ჟურნალ „ახალი მოამბის“ გამოცემის უფლება მიიღო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის აპრილში ანასტასია ხელაძისამ ქართული თეატრის ასაგებ ფონდს მანეთი შესწირა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის აპრილში ანასტასია ხელაძისამ სხვიტორში აკაკის სახ. სკოლის ასაგებ ფონდს მანეთი შესწირა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 4 აპრილს ხაშურის ქართულმა დრამატულმა წრემ წარმოადგინა ბელოის „უმუშევარნი“. სპექტაკლის რეჟისორი იყო ნიკო სიხარულიძე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 4 აპრილს ხაშურის ქართულმა დრამატულმა წრემ წარმოადგინა ბელოის „უმუშევარნი“ ნანა ყაჭეიშვილის, ქეთევან კალაძის, მ. კვალიაშვილის, ნ. სიხარულიძის, ვასილ ხოზბერაშვილის, დ. ძნელაძის და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 5 აპრილს სამკითხველოს დასაარსებლად სიღნაღის მაზრის სოფ. ველისციხეში საზოგადოებრივი კრება გაიმართა, რომელსაც 39 კაცი ესწრებოდა. კრების თავმჯდომარედ დაასახელეს შალვა ხატიაშვილი, ხოლო მდივნად – გიორგი წინამძღვრიშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 5 აპრილს ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ველისციხის განყოფილების კრებამ, რომელსაც ესწრებოდა 39 კაცი, აღიარა სამკითხველოს დაარსების აუცილებლობა და გუბერნატორისგან ნებართვის აღება ზაქარია მახარეს ძე მამისაშვილს სთხოვა. სამკითხველოს შესანახად საწევრო გადასახადი წლიურად 1 მანეთი დაადგინეს.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 5 აპრილს სოსო მაჭავარიანი, მართა ბერიაშვილი და მარიამ მირიანაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ველისციხის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გამგეობის წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 5 აპრილს მღვდელი – ივანე ხატიაშვილი, გ. ა. წინამძღვრიშვილი და გიორგი კალანტაროვი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ველისციხის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გამგეობის წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 5 აპრილს ბაგრატ ტერ-კაზარიანცი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ველისციხის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5-დან 26 აპრილის ჩათვლით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატული კომიტეტის მიერ გამართულ სპექტაკლებს 1075 მაყურებელი დაესწრო. მოგება შეადგენდა 1368.9 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.