ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46856

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ ხელმოწერა აქციებზე და თანხების შეტანა დანიშნული იყო მთელ საქართველოში. ბათუმში ხელმოწერა საურთიერთო ნდობის ბანკში მათე გაბრიელის ძე რუსიძესთან მიმდინარეობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17-20 თებერვალს ცენტრალური სავაჭრო-სამრეწველო ბანკ „ცენტრობანკში“ ხელმოწერა აქციებზე და თანხების შეტანა დანიშნული იყო მთელ საქართველოში ბათუმში ხელმოწერა საურთიერთო ნდობის ბანკში, ნიკოლოზ ანტონის ძე საბაშვილთან მიმდინარეობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 27 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ისიდორე ივანეს ძე რამიშვილი ქვემო სურების სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ქვემო სურების კერძო სკოლის წიგნსაცავს დ. კილაძემ 22 ქართული წიგნი შესწირა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს კალისტრატე ტიმოთეს ძე ჟვანიამ განათლების სამინისტროს მიმართა და პედაგოგის თანამდებობის დაკავებას ითხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს გიორგი მეფერტმა განათლების სამინისტროს პედაგოგის თანამდებობის დაკავების მოთხოვნით მიმართა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ეკატერინე იოსების ასულმა ანთაძემ განათლების სამინისტროს მიმართა და პედაგოგის თანამდებობის დაკავებას ითხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ანასტასია აპოლონის ასულმა ივანიცკიმ განათლების სამინისტროს მიმართა და პედაგოგის თანამდებობის დაკავებას ითხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს დავით გაჩეჩილაძემ განათლების სამინისტროს მიმართა და პედაგოგის თანამდებობის დაკავებას ითხოვდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია თუმანიშვილმა შეადგინა ახალი საყმაწვილო წიგნი „ხუთი ამბავი“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 28 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია თუმანიშვილის ახალი საყმაწვილო წიგნი „ხუთი ამბავი“ ქუთაისში, ვარლამ ჭილაძის წიგნის მაღაზიაში, 3 შაურად იყიდებოდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაზეთი „Новое Обозръние“ იუწყებოდა, რომ დავით ჩუბინაშვილი სამეცნიერო მოღვაწეობის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად კავკასიაში აპირებდა ჩასვლას.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გიორგი წერეთლის მოთხრობა „მამიდა ასმათი“, მე-11, მე-12 და მე-13 თავი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა ტატიანა ნიკოღოსოვას.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა ვაჭარ ივანე შადინოვს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს თედო ჟორდანია თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგი იყო.