ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46845

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინო ალექსანდრეს ასული ელიავას მეუღლე გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული განცხადებით ელისაბედ სოლომონის ასული მარჯანოვი და გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა ნათესავებსა და ახლობლებს ატყობინებდნენ ნინო ალექსანდრეს ასული ელიავას გარადაცვალებას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „Грузия“ ცნობით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გიორგი ჟურულმა საქართველოს მთავრობას შესთავაზა, თამბაქოს მწარმოებელ ფაბრიკანტებს აქციზი გადაეხადათ არა ჩეკებით, არამედ ნაღდი ფულით.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ივანე პავლეს ძე როსტომაშვილი იყო ახალქალაქის ყოფილი ქართული გიმნაზიის დირექტორი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ი. ი. ფიშბერგი მევიოლინე იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 20 ოქტომბერს ებრაული საქველმოქმედო საზოგადოების დარბაზში გაიმართებოდა ებრაული რელიგიური და სახალხო მუსიკის საღამო. კონცერტში მონაწილებოდნენ: ბ. ი. ზალინსკი, ლაზარე სიმონის ძე სამინსკი და ი. ი. ფიშბერგი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 19 ოქტომბერს თავის პირველ სოლო კონცერტს მართავდა ცნობილი მევიოლინე ი. ი. ფიშბერგი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ვასილ იოსების ძე არდიშვილი იყო საქართველოს მთავრობის საგანგებო რწმუნებული.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სასურსათო ორგანიზაციის მისამართზე დაბინავებულ იქნა 120 ვაგონი მარილი, რომელიც მთავრობის საგანგებო რწმუნებულ ვასილ იოსების ძე არდიშვილს შეუთავაზებია ქალაქის გამგეობის სასურსათო განყოფილებისთვის, ასევე ქალაქთა და ამიერკავკასიის კოოპერატივთა კავშირისათვის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთი „Грузия“ წერს, რომ პროფესიულ კავშირთა საბჭომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას აცნობა თავისი დადგენილება, რომლის თანახმად, ამიერკავკასიის ბანკის მსახურთა გაფიცვის საქმე განსახილველად საქართველოს მთავრობას გადაეცა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ვასილ თომას ძე ხახანოვი იყო ქალაქის დუმის მდივანი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ქალაქის საბჭოს მდივნის პოსტიდან გადაყენებულ ვასილ თომას ძე ხახანოვს შეუნარჩუნდა ქალაქის დუმის მდივნის ადგილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ქალაქის საბჭოს მდივანი ვასილ თომას ძე ხახანოვი თანამდებობიდან გადააყენეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს ფინანსთა მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს მთავრობისათვის მიუმართავს გორში ევაკუირებული ახალციხისა და ახალქალაქის სახაზინოების გაუქმების წინანადადებით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს ფინანსთა მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს მთავრობისათვის წარუდგენია პროექტი 50 მილიონიანი სესხის აღების შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ახალქალაქის ყოფილი ქართული გიმნაზიის დირექტორი ივანე პავლეს ძე როსტომაშვილი დაინიშნა თელავის წმ. ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიის დირექტორად.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ვასილ ნიკოლოზის ძე ავალოვი იყო ილია ნიკოლოზის ძე ავალოვის ძმა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ქმარი ილია ნიკოლოზის ძე ავალოვი, დედამისი მარია გიორგის ასული ავალოვა, ილია ავალოვის და ეკატერინე ნიკოლოზის ასული ვახნახოვა (ავალოვა) და ძმა ვასილ ნიკოლოზის ძე ავალოვი იუწყებოდნენ, რომ გარდაიცვალა ნატალია დავითის ასული ავალოვა.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ზაქარია დავითის ძე ბარათოვი იყო ნატალია დავითის ასული ავალოვას ძმა.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ეკატერინე დავითის ასული სულხანოვა (ბარათაშვილი), ბარბარე დავითის ასული ბაგრატიონ-დავითოვა, ნინა დავითის ასული ქიქოძე და ანასტასია დავითის ასული ჯანდიერი იყვნენ ნატალია დავითის ასული ავალოვას დები.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სამსონ ბეჟანის ძე ქავთარაძე სენაკში ცხოვრობდა.

1892

ტიპი: ღონისძიება

„ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერი იუწყება, რომ ქუთაისში ფუნქციონირებდა სპირიდონ ჯორჯიკიას სასწავლებელი და პანსიონი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სამსონ ბეჟანის ძე ქავთარაძემ სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელს 30 მანეთის ღირებულების კედლის საათი შესწირა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „გრუზიას“ მიხედვით, დავით ბესარიონის ძე კვირკველია ნაფიცი მსაჯული იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „გრუზიას“ ცნობით, ნაფიცი მსაჯული დავით ბესარიონის ძე კვირკველია საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა.