ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46757

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს ალექსანდრე სოლოღაშვილი, შალვა ტატიშვილი, სიმონ ფიცხელაური, სილოვან ყიფიანი, გიორგი ჩიტაია, დავით ჩხეიძე, თამარ ძნელაძე და ანა ხახუტაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძმები ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიატები იყვნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის იანვრიდან ვასილ ძინძიბაძეს, დიმიტრი ბარნაბაშვილს, შალვა თაბუკაშვილსა და ალექსანდრე ცირეკიძეს დაენიშნათ დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია – თითოეულს წელიწადში 300 მანეთი.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს ალექსანდრე ივანეს ძე ციციშვილი, რაისა ჩიხლაძე, მამანტი არსენის ძე ხუხუნაიშვილი, ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ემუხვარი და შალვა გერასიმეს ძე ქიქოძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიატები იყვნენ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების გამგეობა სალაროს ანგარიშების წიგნს არ აწარმოებდა, რაც წლიური ანგარიშის სრულყოფილი სახით შედგენას ხელს უშლიდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების შემოსავალი აღირიცხებოდა საერთო საკვიტანციო დავთარში. მოლარე წლიური ანგარიშის შესადგენად საკვიტანციო წიგნიდან კრებდა მონაცემებს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების სალაროში ნაღდი თანხა იყო 3379 მანეთი და 13 კაპიკი. აქედან 1500 მანეთი ბანკში შეიტანეს, კერძო პირს პროცენტით ასესხეს 1000 მანეთი, 879 მანეთი კი ადგილობრივ საურთიერთო ნდობის ბანკში ინახებოდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ 1916 წლის 9 ოქტომბრამდე ყვირილის განყოფილების საერთო შემოსავალი ძველი წლის ნაშთით შეადგენდა 3995 მანეთსა და 35 კაპიკს, ხოლო გასავალი – 616 მანეთსა და 22 კაპიკს, სალაროში დარჩენილი იყო ნაღდი თანხა 3379 მანეთი და 13 კაპიკი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ 1915 წელს ყვირილის განყოფილების საერთო შემოსავალი ძველი წლის ნაშთით შეადგენდა 2825 მანეთსა და 61 კაპიკს, ხოლო გასავალი – 985 მანეთსა და 55 კაპიკს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების ერთ-ერთი შემოსავლის წყარო იყო ძირეული თანხის სარგებელი, რომლის შემოსავალმაც 1915 წელს 13 მანეთი და 08 კაპიკი შეადგინა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებამ საადგილმამულო ბანკისაგან თეატრის აღსადგენად შესყიდული შენობისა და ადგილის დავალიანებიდან 1915 წელს დაფარა 490 მანეთი და 25 კაპიკი, 1916 წელს – 315 მანეთი და 17 კაპიკი, გადასახდელი დარჩა – 1753 მანეთი და 05 კაპიკი, რომლის დაფარვასაც 5 წლის განმავლობაში გეგმავდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებამ თეატრის აღსადგენად შენობა და ადგილი, ზომით 108 საჟენი ქუთაისის საადგილმამულო ბანკისაგან შეისყიდა და ვალს ნაწილ-ნაწილ ფარავდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების შემოწირულობის თანხა 2335 მანეთი და 16 კაპიკი მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძის ძალისხმევითა და მონდომებით ძირითადად ადგილობრივი მოვაჭრეებისაგან შეგროვდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ 1915 წელს ყვირილის განყოფილებაში სხვადასხვა პირის შემოწირულობამ შეადგინა 2335 მანეთი და 16 კაპიკი. აქედან 10 მანეთი სპეციალური დანიშნულების გარეშე გადადეს, ხოლო 2325 მანეთი და 16 კაპიკი კი თეატრის შენობის ასაგები ფონდისთვის გამოყვეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილება მთელი ძალით ცდილობდა დანგრეული თეატრის ფონდის გაძლიერებასა და შენობის აღდგენას.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრებმა: პეტრე ბერულავამ, ესტატე ეგნატეს ძე ბუსკაძემ, რაჟდენ გიორგის ძე ბუსკაძემ, აკაკი ალექსის ძე გაგუამ, კლავდია ლუარსაბის ასულმა გაბუნიამ, მილტიადი გიორგის ასულმა გაბუნიამ, ელენე ლუკას ასულმა გოგოლაშვილმა, ელენე სიმონის ასულმა გეგენავამ, დიონისე მაქსიმეს ძე გოგინავამ და ნიკო ნიკოლოზის ძე გოლუბევმა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს საწევრო თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა წევრებმა: ბარბალე ავალიანმა, დავით იესეს ძე ანჯაფარიძემ, ნიკოლოზ აქვსენტის ძე ანჯაფარიძემ, ვლადიმერ თომას ძე არჩაიამ, ალექსანდრე ადამიამ, ბაბილინა ბესარიონის ასულმა ახალაიამ, არონ ელოს ძე აჯიაშვილმა, დავით იაკობის ძე აჯიაშვილმა, აკაკი ბესარიონის ძე ბოკუჩავამ და ივანე იოსების ძე ბოკუჩავამ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებს წაუკითხა მოხსენება ყვირილის განყოფილების რევიზიის შესახებ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების მთავარი შემოსავლის წყარო საწევრო გადასახადიდან შემოსული თანხა იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილებამ 1915 წელს მიიღო 12 წევრი, გამოაკლდა – 14, სულ ირიცხებოდა – 33.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ 1916 წლის 1-ლ იანვარს ყვირილის განყოფილებაში 31 წევრი ირიცხებოდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელo საზოგადოება ძმები ზუბალაშვილების სასტიპენდიო ფონდიდან ნიკოლოზ დავითაშვილს 100 მანეთით დაეხმარა, მარიამ გუთიკაშვილს – 30, ვალენტინა წილოსანს კი – 70 მანეთით.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების გამგეობა საწევრო ფულს იღებდა იმ საერთო საკვიტანციო დავთრით, რომელიც მთავარგამგეობამ გაუგზავნა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის მცხოვრებთა რაოდენობასთან შედარებით განყოფილების წევრების რიცხვი ძალიან ცოტა იყო. მისი აზრით, ბევრად მეტი წევრი უნდა ჰყოლოდა ყვირილის განყოფილებას.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს მდივანმა ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოახსენა, რომ ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრთა რიცხვის სიმცირის მიზეზი საწევრო ფულის შემგროვებელი აგენტის სამსახურის გაუქმება იყო.