ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46678

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ელი იანვრიდან ვასილ გადილიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიაში დაიწყო მუშაობა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე დაამტკიცეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 1 ივნისიდან საზოგადოება ეფროსინე აგლაძეს თვეში — 1 000, ხოლო ოლღა ჭავჭავაძეს 5 000 მანეთით დაეხმარებოდა.

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს კალისტრატე მიხეილის ძე ცინცაძე კიევის სასულიერო აკადემიის სტუდენტი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ალფეზ მიქელაიშვილის წერილი „გარეშე ცნობა, ღია წერილი (ბ. ბ. ძმ. ნარსიებს ქუთაისში)“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვარს სასამართლო უწყების მოხელეების მიერ ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ევგენი გეგეჭკორისთვის გამართულ ბანკეტზე სიტყვით გამოვიდნენ: გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა, იოსებ კონსტანტინეს ძე მაჭავარიანი, გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძე, ისაი მარკოზის ძე დოლუხანოვი და სხვები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვარს სასამართლო უწყების მოხელეებმა ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ ყოფილ იუსტიციის მინისტრ ევგენი გეგეჭკორს გაუმართეს ბანკეტი, რომელსაც დაესწრნენ: იუსტიციის ახალი მინისტრი რაჟდენ არსენიძე, მთავრობის საქმეთა მმართველი კონსტანტინე იასონის ძე ჯაფარიძე, იუსტიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი თევდორეს ძე ჟორდანია, სასამართლო უწყების მოხელეები და ნაფიც-ვექილთა კორპორაციის წარმომადგენლები, 60 კაცზე მეტი. თამადობდა ალექსანდრე ყანჩელი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს კონსტანტინე იასონის ძე ჯაფარიძე მთავრობის საქმეთა მმართველი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 იანვარს წყნეთის საქალაქო სკოლის გამგე სოფიო სიდამონოვ-ერისთავის ინიციატორობით გამართულ საშობაო საღამოზე ლექსი წაიკითხა ამავე სკოლის მოწაფე ბერიძემ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ზაქარია ჭიჭინაძე იუწყება, რომ ანტონ ივანეს ძე არჯევანიძის სახლში აღმოჩენილი ცისა და დედამიწის მოდელის სანახავად მსურველებს შეეძლოთ მისვლა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „ვარსკვლავთ-მრიცხველობის განძი“. ავტორის ცნობით, ანტონ ივანეს ძე არჯევანიძის ოჯახში აღმოჩნდა ისტორიული და ვარსკვლავთმრიცხველური განძი – თითბრის ფიცრისგან დამზადებული დედამიწის მოდელი ცის მნათობებით, ზღვებით და მთელი შემადგენლობით, რომელთაც ქართული სახელწოდებები ჰქონდა. საოცარი ოსტატობით იყო აღნუსხული დედამიწის ტრიალი, წელიწადთა და დროთა ბრუნვა, მთვარისა და მზის მოძრაობა. წარწერა, რომელიც დედამიწისა და ცის მოდელს ჰქონდა, ვახტანგ მეფეს ეკუთვნოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვარს ზესტაფონში გაიმართა დამფუძნებელი კრება ზესტაფონის სახალხო უნივერსიტეტის დაარსების შესახებ, რომელზეც მოხსენება წაიკითხა კონსტანტინე ანთაძემ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ რედაქციამ მიიღო საყმაწვილო ჟურნალი „ნაკადული“, რომელშიც დაბეჭდილია შიო მღვიმელისა და ილია სიხარულიძის ლექსები, დავით კასრაძის, ნ. ყორჩიბაშის და ილ. გოგიას მოთხრობები.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანი დამფუძნებელი კრების წევრი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის იანვარში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს ზესტაფონიდან ქალაქის მოურავმა ჩხეიძემ უდეპეშა, რომ შორაპნის სამაზრო ერობის გამგეობა აღშფოთებული იყო პროვოკაციით, რომელსაც ეწეოდა გაზეთი „ივერია“ თავის მეთაურ სტატიაში ნაც-დემოკრატების სახელით.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის იანვარში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს ქ. ზესტაფონის მოურავი ჩხეიძე სწერდა, რომ ადგილობრივი გვარდიის შტაბი ასრულებდა ქალაქის გამგეობის დავალებას იარაღის შეკრების შესახებ, ქალაქის ხმოსანი გვალია და აგრეთვე ექვსი სხვა მოქალაქე მინისტრის სავალდებულო დადგენილებათა დარღვევისთვის დააკავეს. დაკავებულთა შორის იყვნენ სოციალისტებიც.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე გამგეობის ახალ წევრებად აირჩიეს: ივანე გედევანის ძე გომართელი, ალექსანდრე ვლადიმერის ძე ფაღავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, სოლომონ ახვლედიანი, პეტრე როსტომის ძე სურგულაძე, იოსებ კონსტანტინეს ძე აბაკელია, იოსებ ეგნატეს ძე ბესელიძე, მ. რამიშვილისა, ნიკოლოზ გიორგის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ ილარიონის ძე ურატაძე, ილია სვიმონის ძე აღლაძე და შალვა გიორგის ძე შარაშიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული დრამატული საზოგადოების კრებაზე გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს: ს. ტარუაშვილი, ირ. რამიშვილი და არტემ ახნაზაროვი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 25 დეკემბერს თბილისის ნოტარიუსის, გიორგი ლუარსაბის ძე მაჭავარიანის მიერ რეესტრის N11141 დამოწმებული ხელშეკრულების ძალით, პირადი მინდობილობითა და სავაჭრო წესდების 59-60 მუხლების თანახმად, ძმებმა კალისტრატე, ბიქტორ, ლევან, ვარლამ, მინა, მიხეილ, შალვა და ნესტორ გიორგის ძე ბერიძეებმა დააარსეს სავაჭრო სამრეწველო საკომისიო სახლი „ძმური საქმე“, რომლის მიზანი იყო საზღვარგარეთიდან საქონლის შემოტანა, ყიდვა-გაყიდვა და სავაჭრო-სამრეწველო მინდობილობების შესრულება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მთავრობამ დაადგინა, მომარაგების მინისტრ გიორგი ერაძეს განესაზღვრა ვადა, რომლის განმავლობაშიც ყოფილ საქონლის გამცვლელ კომიტეტისა და მომარაგების სამმართველოს მიერ გაცემული ნებართვები უნდა წარედგინათ მომარაგების სამინისტროში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოწმობები გაბათილდებოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ნასიბ ბეკ უსუბეკოვმა დეპეშა გაუგზავნა საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძეს, რომელშიც ულოცავდა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობას და იმედოვნებდა ორი ერის კარგ ურთიერთობას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ნასიბ ბეკ უსუბეკოვმა დეპეშა გაუგზავნა საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძეს, რომელშიც მადლობას უხდიდა ქართველ საზოგადოებას აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის ცნობის მილოცვისთვის.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც თბილისის მეორე სახალხო ბიბლიოთეკის ხარჯი ივლისში 22.70 მანეთი იყო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის ივნისში მასწავლებელმა ნიკიფორე გრიგოლის ძე ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან ბაღდადის სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის მიიღო და აღრიცხა შემდეგი წიგნები: „მეფე ვახტანგ მეექვსე“ – 2 ეგზემპლარი, „მეფე ბაგრატ მეოთხე“ – 2, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები – 3, „დარიგება“, (პირველსაკითხავი წიგნი) – 1, „მირიან მეფე და წმინდა ნინო“ – 2, „მითრიდატ დიდი პონტის მეფე“ – 3, „ბიბლიოთეკა“ – 2, „სურამის ციხე“ – 3, „არსენას ლექსი“ – 1, „ბიბლიოთეკა, მეფე და ხელოსანი“ – 1, გრიგოლ ორბელიანის ლექსები – 1.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის ივნისში მასწავლებელმა ნიკიფორე გრიგოლის ძე ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან ბაღდადის სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის მიიღო და აღრიცხა შემდეგი წიგნები: „ოთხი ლექსი თ. ვახტანგ ვახტანგის-ძის ორბელიანისა“ – 1 ეგზემპლარი, სტეფენსონი – 1, „არითმეტიკული გამოცანები“ – 1, „ანუკა ბატონისშვილი“ – 1 , „თვალსაჩინო სწავლა“ – 1, „ბანჯგვლიანი ფუტკრის ამბავი“ – 1, „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდგან“ – 1, „მეფე დიმიტრი თავდადებული“ – 1, წმინდა სახარება ახალი აღთქმისა – 1, „ბუნების კარი“ – 6, გ. კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა ქართველთათვის“ – 2.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 25 მარტს ილია ჭავჭავაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გამართულ სალიტერატურო და სამუსიკო საღამოში უნდა მიეღო მონაწილეობა.