ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46678

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის სხდომებს მიხეილ კალანდარიშვილი 26-ჯერ დაესწრო, კონსტანტინე ლორთქიფანიძე კი — 2-ჯერ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის სხდომებს სერგო ღოღაბერიძე 28-ჯერ დაესწრო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის სხდომებს ალექსანდრე მაღალაშვილი 12-ჯერ დაესწრო, რაჟდენ ნაცვლიშვილი კი — 17-ჯერ.

1916

ტიპი: განათლება

1916-1918 წლებში მუშნი ხაშბა სწავლობდა ოჩამჩირის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლისთვის გიორგი ლეონიძის მხატვრული კრებულის „საფირონის“ გამოცემაში მონაწილეობდნენ: კოტე მაყაშვილი, შიო მღვიმელი, ნიკო ლორთქიფანიძე, გერონტი ქიქოძე.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს გიორგი პავლეს ძე არჯევანიძეს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 1-ელი იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ მსახიობ ვიქტორ ნიკოლოზის ძე მატარაძის სურათი დაიბეჭდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-ელი იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სვიმონ ფაშალიშვილის ლექსი „ახალი რწმენა“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-уლი იანვრის ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებაში“ დაიბეჭდა ილია ლუკას ძე სიხარულიძის „ელეგია“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 1-ელი იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე წუწუნავა ს. გლახაშვილის ერთ-ერთი პიესის რუსულ სცენაზე დადგმას ფიქრობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს იუზა ზარდალიშვილი ბაქოს წრის რეჟისორად მიიწვიეს.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 20 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იოსებ გიორგის ძე მონადირაშვილმა 21 წლისამ დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წელს ვაჭარი მელიტონ გაჩეჩილაძე ზესტაფონში მუშაობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

იოსებ დავითის ძე ყანჩაველი I მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს თედო მალაქიას ძე ბეგიაშვილი დერპტის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს ვახტანგ კოტეტიშვილი დერპტის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს აფხაზეთში მოგზაურობის დროს თედო სახოკიამ დაკარგა დღიური, რომელიც შემდგომში საქართველოს მუზეუმში აღმოჩნდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის წერილი ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებაზე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „სეირი“.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წელს გარდაიცვალა ისტორიკოსი თედო ჟორდანია.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს გაზეთ „საქართველოს“ №240-ში მოსე ჯანაშვილმა დაბეჭდა თედო ჟორდანიას ნეკროლოგი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ჟურნალ „განათლებაში“ მოსე ჯანაშვილმა გამოაქვეყნა დიმიტრი ბაქრაძის ნეკროლოგი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ალექსანდრე გრიგოლის ძე შერვაშიძე აფხაზეთის დეპუტატი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ასტამურ ინალ-იფა აფხაზეთის დეპუტატი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს გიორგი მიხეილის ძე შალიბაშვილი სურამის დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო.