რეგისტრირებული ფაქტები50433
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ს. ს. ნადარეიშვილის სახის კრემი გამოიყენებოდა როგორც სახის, ასევე – ხელებისათვის.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ს. ს. ნადარეიშვილი იყო ფარმაცევტი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა განცხადება, რომელიც რეკომენდაციას უწევდა ფარმაცევტ ს. ს. ნადარეიშვილის სახის კრემს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საღამოს 9 საათზე სამხატვრო სტუდიაში „არგონავტების ნავი“ გაიმართებოდა წარმოდგენა შემდეგი პროგრამით: არგონავტების ჰიმნი, შესავალი სიტყვა, სერგეი გოროდეცკის „არგონავტების ჩამოსვლა“, მუსიკის ავტორი – სანდრო კორონა, პეტერ ალტენბერგის „ტელეფონთან“.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სამსონ თოფურია ქუთაისის ოლქის სასამართლო უწყების საპატიო მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სამსონ თოფურია ქუთაისის საავადმყოფოს დირექტორი იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ნოემბერს თბილისის გუბერნიაში იმ კომისიის თათბირი გაიმართა, რომლის წევრებსაც თბილისის გუბერნიაში ერობის შემოღების შესახებ შუამდგომლობა უნდა აღეძრათ. კრებაზე გადაწყდა, რომ კომისიის წევრად გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი მიეწვიათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ნოემბერს თბილისის იმ კომისიის თათბირი გაიმართა, რომლის წევრებსაც თბილისის გუბერნიაში ერობის შემოღების შესახებ შუამდგომლობა უნდა აღეძრათ. თათბირს კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი თავმჯდომარეობდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიაში ჭიაბრიშვილი მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას, დახმარების ხელი გაეწოდებინა ვლადიკავკაზში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს იქ დარჩენილი თანამემამულეებისთვის.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიაში ჭიაბრიშვილი განსაკუთრებით თანაუგრძნობდა თავის თანამემამულეებს, რომლებიც ვლადიკავკაზისთვის ბრძოლაში ჩაბმულ არცერთ მხარეს არ ემხრობოდნენ და საერთოდ არ მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში. ვისაც შეეძლო, გაიქცა, სხვებმა კი ესეც ვერ მოახერხეს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიაში ჭიაბრიშვილი დიდ სინანულს გამოთქვამდა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ქალაქისთვის ბრძოლას შეეწირა ამ მხარეში გახსნილი პირველი საშუალო სასწავლო დაწესებულება – რეალური სასწავლებელი, თავისი უმდიდრესი ბიბლიოთეკით.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიიდან ირკვევა, რომ ვლადიკავკაზისთვის ბრძოლაში დამარცხებულმა კაზაკებმა თავისი სტანიცები იძულებით ჩააბარეს ჩეჩნებსა და ინგუშებს, თვითონ კი თერგის მარცხენა სანაპიროზე გადაინაცვლეს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიის მიხედვით, ვლადიკავკაზისთვის გამართულ ბრძოლაში ინგუშები იძულებულნი იყვნენ, მიმხრობოდნენ ბოლშევიკებს, რომლებიც კავკასიის ამ ყველაზე დაჩაგრულ და უმიწაწყლოდ დარჩენილ ხალხს მიწების დარიგებას შეჰპირდნენ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიიდან ირკვევა, რომ კაზაკებს, ოსებსა და ბოლშევიკებს შორის ვლადიკავკაზისათვის გაჩაღებული ბრძოლის დროს ქალაქს ბოლშევიკების ორი ჯავშანმატარებელი მოადგა. ჯავშანტექნიკის დახმარებით ბოლშევიკებმა ქალაქი დაანგრიეს და კაზაკებიც გამოდევნეს იქიდან.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიიდან ირკვევა, რომ კაზაკებს, ოსებსა და ბოლშევიკებს შორის ვლადიკავკაზისათვის გაჩაღებული ბრძოლის დროს ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიიდან ირკვევა, რომ ქალაქში კაზაკების დასახმარებლად გადმოსული ოსები უფრო მეტად მოსახლეობის ძარცვით დაკავდნენ, ვიდრე ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლით.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. სტატიის თანახმად, ქალაქის კოალიციური მთავრობა საკმაოდ უსუსური იყო, ხოლო სიმშვიდესა და წესრიგს ამ მხარეში განაპირობებდა ის შიში, რასაც თერგის ოლქში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ხალხი ერთმანეთის მიმართ განიცდიდა.