ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46638

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად ტერეზა და იაკობ პოპოვებმა მანეთი შესწირეს, ელისაბედ პოპოვმა, პ. პოპოვმა, ლიზა შავთვალაშვილისამ და არტემ გოზალოვმა – 2-2 მანეთი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ურბნელის სტატია პეტრე მირიანაშვილის ქართული ენის მესხეთიდან წარმოშობისა და აღორძინების მოსაზრების შესახებ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად მელანია, პეტრე და პავლე გედევანიშვილებმა კავკავიდან 3 მანეთი შესწირეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 23 აპრილს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის დღეობაზე ეგზარხოს პალადის წირვა უნდა ჩაეტარებინა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად ბაიაზეთიდან მირიან ლოლაძემ და მარიამ ლოლაძისამ 10-10 მანეთი შესწირეს, მარია სემენენკომ – 2 მან., კაზ. ალექსანდროვმა, ვასილ ვლასოვმა, არტემ პატრასოვმა და ილია მახვილაძემ – თითო მანეთი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანასტასია თუმანიშვილის თაოსნობით ხელთუბანში სკოლისთვის ახალ შენობას აშენებდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 აგვისტოს პელაგია დგებუაძისას და ქეთევან ტატიშვილს დაბა ნაოღალევში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამოს მოწყობისა და ადგილობრივი სამკითხველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.

1889

ტიპი: გარდაცვალება

კონსტანტინე ლევანის ძე დადიანი 1889 წლის 24 აპრილს ზუგდიდში გარდაიცვალა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ბესარიონ გიორგაძე მღვდელი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად ბაიაზეთიდან არხიპ ტატიევმა, ვიქ. პავლოვსკიმ, თეოდოროვმა, იაგორ პეტროვმა და ივ. ბალიასნიმ თითო მანეთი შესწირეს, ალხოვსკიმ – 3 მანეთი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად ქუთაისიდან გიგაურმა 3 მანეთი შესწირა, ბესარიონ გიორგაძემ, ლუკა რუსაძემ, გრ. ჩუხრუხიძემ – თითო მანეთი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ივანე გიორგის ძე ჯორჯაძის გურჯაანში მდებარე 299 დესეტინასა და 1440 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სავენახე ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა რაჟდენ და ილია სოლომონის ძე ჯაჯანაშვილების ეზატსა და კავთისხევში მდებარე 48 დესეტინასა და 1880 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო და სავენახე ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ივანე გიორგის ძე ჯორჯაძეს გურჯაანში 299 დესეტინა და 1440 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სავენახე ადგილები და საძოვრები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს რაჟდენ და ილია სოლომონის ძე ჯაჯანაშვილებს ეზატსა და კავთისხევში 48 დესეტინა და 1880 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო და სავენახე ადგილები ჰქონდათ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ რედაქტორმა სიმონ ჭეიშვილს სტატიის დაბეჭდვაზე უარი უთხრა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ერმალოზ გუმბერიძე სოფელ ვარციხის მღვდელი იყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N32 დაიბეჭდა დაბა ზესტაფონის „ქალთა კავშირის“ სამადლობელი წერილი ევ. გარაევისას და იორდანე ცერცვაძის მიმართ, რომლებმაც მათ უსასყიდლოდ დაუთმეს ბინა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იოსებ ჩიტაძე ახალქალაქში მღვდელი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის წინამძღვრიანთკარში მდებარე 947 დესეტინა ტყეს, სახნავ-სათეს, სამოსახლო, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 23 აპრილს ეგზარხოსმა პალადიმ გიორგი ჩოჩიშვილი მღვდლად აკურთხა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 20 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ პეტრე ჭარაიას ეთნოგრაფიული აღწერის „აფხაზები და აფხაზნი“ მეხუთე ნაწილი დაიბეჭდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა დავით, ზაქარია და ნიკოლოზ ილიას ძე აბაშიძეების სიღნაღის მაზრაში მდებარე 294 დესეტინა ტყეს, სახნავ-სათეს, საბაღე ადგილებსა და საძოვრებს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ხახანაშვილის ჩანაწერი თუშეთის შესახებ.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ პეტრე ჭარაიას საეთნოგრაფიო აღწერის „აფხაზები და აფხაზნი“ მეოთხე ნაწილი დაიბეჭდა.