ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47981

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძის პოემა „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ ცალკე წიგნად გამოიცა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 4 ივლისს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ზნაკვის სკოლის გამგეს სთხოვა, სკოლაში არსებული მდგომარეობის შესახებ ეცნობებინა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 12 ივლისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 26 ივლისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსები „ნატვრა“ და „უ...ს“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 26 ივლისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის პოემა „დედა და შვილი“.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 6 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილეს, ილია ჭავჭავაძეს ხვანჭკარის სკოლის მასწავლებელმა ლუკა კერესელიძემ სკოლის ანგარიში გაუგზავნა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 12 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის პოემის „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ ნაწყვეტი დაიბეჭდა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის პოემის „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ დასასრული დაიბეჭდა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 15 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ქართული ტრუპპის შესახებ“. სტატია გამოქვეყნა „ქართული თეატრის მოყვარულის“ ხელმოწერით.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 1-ელ სექტემბერს ილია ჭავჭვაძისა და სხვა ქართველი მოღვაწეების თაოსნობით დაარსებულმა თეატრალურმა დასმა პირველი სპექტაკლი, ბარბარე ჯორჯაძის კომედია „რას ვეძებდი რა ვიპოვე“, წარმოადგინა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის სექტემბერში ჟურნალ „ივერიის“ №9-10-ში ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ჟიულ კლარეტის რომანის „ერთი უბედურთაგანი“ მეორე ნაწილი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის სექტემბერში ჟურნალ „ივერიის“ №9-10-ში ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი მარიანო ხოსე დე ლარას მოთხრობა „რა არის საზოგადოება და სად უნდა ვეძებოთ იგი“.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 1-ელი სექტემბრიდან ნატალია გაბუნია სახაზინო თეატრის თანამშრომელი გახდა.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 3 სექტემბერს თბილისის გუბერნიის სახალხო სასწავლებლის დირექტორმა სერგეი სტრელეცკიმ ილია ჭავჭავაძეს აცნობა, რომ რუისის სკოლის მეურვესთან შეთანხმებით სკოლის მასწავლებლად ნიკოლოზ ტატიშვილი დაინიშნა.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის თავმჯდომარის მოადგილე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879 წლის 5 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის პროტოკოლის მიხედვით, პოლიევქტოს კარბელოვი მასწავლებლად მუშაობდა სოფელ გურჯაანში.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების დამფუძნებელი და გამგეობის წევრის ნიკო ცხვედაძის მიერ ბავარიიდან გამოგზავნილი საკლასო ავეჯის მოდელის საკითხი. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფელ გურჯაანის მასწავლებლის, პოლიევქტოს კარბელოვის ხელნაწერის დედნის დაბეჭდვის საკითხი. თუ საზოგადოება კარბელოვს ხელნაწერს დაუბეჭდავდა, ის ანაზღაურების სახით 40 ეგზემპლარს მოითხოვდა. სხდომის ოქმს ხელი მოაწერეს ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ, ნიკოლოზ ქანანოვმა და დავით ავალიშვილმა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ანთიმოზ ჯუღელის „ქართული წერის“ დედნის განხილვის საქმე მიანდეს ნიკო ცხვედაძეს, გიორგი წერეთელს, ნიკოლოზ ქანანოვს და მღვდელ იაკობ ზედგინიძეს. მათ საზოგადოებისთვის უნდა ეთქვათ თავიანთი აზრი, რამდენად სასარგებლო იყო ჯუღელის დედნის სასწავლებლებში გავრცელება.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის პროტოკოლის მიხედვით, საზოგადოების დამფუძნებელმა და გამგეობის წევრმა რაფიელ ერისთავმა საზოგადოებას შესწირა თავისი გადაკეთებული „იგავ-არაკის“ 250 ეგზემპლარი სახალხო სკოლებში უფასოდ დასარიგებლად. საზოგადოებამ მას მადლობა გადაუხადა. სხდომის პროტოკოლს ხელი მოაწერეს ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ, ნიკოლოზ ქანანოვმა და დავით ავალიშვილმა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გორის სამასწავლებლო სემინარიის დირექტორის შეტყობინება გორის სემინარიაში სტიპენდიატების მიღების პირობების შესახებ. ამ პირობების მიხედვით, სტიპენდიატი არ უნდა ყოფილიყო 16 წელზე ნაკლები, გამოცდები კონკურსით უნდა ჩატარებულიყო, ხოლო პანსიონში შენახვის ხარჯები უნდა დაწესებულიყო პირველ წელს 160 მანეთი, შემდეგ კი – 130 მანეთი. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 5 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გორის სამასწავლებლო სემინარიის დირექტორის შეტყობინება გორში საქალებო პროგიმნაზიის გახსნის შესახებ. საზოგადოება თუ 3000 მანეთს გამოუყოფდა პროგიმნაზიას, მაშინ გორის ადგილობრივი მმართველობა 1000 მანეთის სუბსიდიას გადასცემდა მას. 3000 მანეთიდან 1600 მანეთს გორის გამგეობა და კლუბი გაიღებდა, საზოგადოებისაგან კი მხოლოდ 1400 მანეთი დასჭირდებოდა პროგიმნაზიას.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ანთიმოზ ივანეს ძე ჯუღელის თხოვნა, რომ საზოგადოებას განეხილა და შეესყიდა მისგან 200 მანეთის „ქართული წერის დედანი“. საზოგადოება თუ არ შეისყიდდა 200 მანეთის დედანს, მაშინ ანთიმოზ ჯუღელისთვის უნდა ესესხებინა 200 მანეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას შრომა წყალში ჩაეყრებოდა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს მეჯვრისხევის სამეურნეო სკოლის მასწავლებლის პასუხი სკოლის მდგომარეობის შესახებ. მეჯვრისხევის სამეურნეო სკოლას ჰქონდა პანსიონი, სადაც ათი პანსიონერი სწავლობდა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომ საზოგადოება გორის სამასწავლებლო სემინარიაში ვერ გააგზავნიდა სტიპენდიატებს, რაც სემინარიის დირექტორისთვის უნდა ეცნობებინათ. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.