ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46632

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილებამ მთავარგამგეობას სთხოვა ოთხმოცდასამი თუმანი – 830 მანეთი გამოეყო ქვემომაჩხაანელი მღვდლის – იოსებ გრიგოლის ძე ტუკუშაშვილის მიერ შეწირული სახლის შესაკეთებლად. ამ საქმისთვის სახსარი არც ადგილობრივ გამგეობას მოეპოვებოდა და არც მღვდლის ქვრივს. თხოვნას თან ერთვის ხარჯთაღრიცხვა და ხელმოწერები: თავმჯდომარე კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილისა, მღვდლის მიხეილ გიორგის ძე მენთეშაშვილისა და ილია იოსების ძე მენთეშაშვილის.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „მუნჯ სიმღერებიდან“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილის სტატია ლევან ბატონიშვილის შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ გამოქვეყნდა ივანე გომართელის სტატია „სოფლად“.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 11 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარლამ ალექსის ძე რუხაძის „შენ მღეროდი!“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 12 სექტემბერს თელავის ქართულ სკოლაში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა საგანგებო კრებას ალექსანდრე ვახვახიშვილი თავმჯდომარეობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 12 სექტემბერს ვარლამ ბურჯანაძის თხოვნით თელავის ქართულ სკოლაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა საგანგებო კრება გაიმართა.

1916

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ (თავმჯდომარე − ოლღა ხოფერია) მთავარ გამგეობას გაუგზავნა წიგნის მაღაზიის შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1916 წლის 15 სექტემბრიდან 30 დეკემბრამდე.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 16 სექტემბერს ავადმყოფი მსახიობი ვალერიან გუნია ექიმმა ივანე გედევანის ძე გომართელმა გასინჯა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ელენე გრიგოლის ძე ქიქოძე თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში ფორტეპიანოს მასწავლებლად მუშაობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 18 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მ. ტ. ვასილევი თბილისის ქართულ ფილარმონიულ საზოგადოებაში ვიოლინოს მასწავლებლად მუშაობდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილი ახალი სეზონისთვის ქართული დრამატული საზოგადოების დასში ჩაირიცხა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის (არიმათიელის) სტატია „პირველი სხივი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 25 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიგოლის ძე მამულაშვილის (გრიშაშვილის) ლექსი „კაზმული გრძნობა“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების ძველმა და ახალმა გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე 1916 წლის 26 სექტემბრიდან გალაქტიონ აბესალომის ძე ტყემალაძე იყო, 7 სხდომა გამართა და 26 საქმე განიხილა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 26 სექტემბრამდე ანდრია ლევანის ძე ქავთარაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 სექტემბერს გალაქტიონ აბესალომის ძე ტყემალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს.

1916

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილება გაიხსნა. 1916 წლის 26 სექტემბრამდე ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძე ამ განყოფილების თავმჯდომარე იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების საზოგადო სხდომაზე განყოფილების გამგეობის ახალ წევრებად აირჩიეს: ვლადიმერ მალაქიას ძე ჯაფარიძე, ვარდენ მაქსიმეს ძე ჩხაიძე, ვლადიმერ ბესარიონის ძე ხოშტარია, ნოე ალმასხანის ძე ჟღენტი და ბეგლარ იესეს ძე მამალაძე

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 სექტემბერს დეკანოზი მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 2 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოზურგეთის განყოფილების საზოგადო კრებაზე გამგეობა აირჩიეს. დიმიტრი კონსტანტინეს ძე ერისთავი ამ განყოფილების თავმჯდომარედ დანიშნეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კრებაზე დაადგინა, თელავის განყოფილებისთვის თელავის სკოლისთვის შესაფერისი შენობის დაქირავება და სკოლის აღჭურვილობაზე ზრუნვა ეთხოვა. ანგარიშს ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კრებაზე დაადგინა, თელავის განყოფილების გამგეობისთვის თელავის სკოლის მასწავლებელთა ჯამაგირის მომატება ეთხოვა. ანგარიშს ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კრებაზე დაადგინა, თელავის განყოფილებისთვის ეთხოვა, ყულაბების საშუალებით ფულის შეგროვება შემოეღოთ. ანგარიშს ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კრებაზე განიხილა ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების რევიზიის შესახებ.