ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46632

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ბეჟან როსტომის ძე საბახტარიშვილი 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე თბილისის ქალაქისთავმა ბენიამინ ჩხიკვიშვილმა გადასახადთა მომატების განხილვისას უპასუხა ოპოზიციას, რომ კრიტიკა უადგილო იყო, რადგან სახელმწიფოს ჯერ არ შეეძლო ხალხის შენახვა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ქ. თბილისის გამგეობის წევრმა იოსებ ბესელიძემ ვრცელი მოხსენება წარადგინა ტრამვაის ტარიფის მომატების შესახებ საბიუჯეტო კომისიის დასკვნით. მოხსენების თანახმად, დიდუბის და ნაძალადევის ლიანდაგზე წესდებოდა 2 მანეთი, სოლოლაკის, ოლღას ქუჩის, წყნეთის და ავლაბრის ლიანდაგებზე – 3 მანეთი, ხოლო პირდაპირი – 6 მანეთი. ამ სახით ქალაქში შემოვიდოდა 20 მილიონ მანეთამდე, ხოლო ძველი ტარიფით – 15 მილიონამდე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ქ. თბილისის გამგეობის წევრმა იოსებ ბესელიძემ ვრცელი მოხსენება წარადგინა დაკლულ საქონელზე ტარიფის მომატების შესახებ საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის დასკვნით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიორგი სოლომონის ძე ყარალოვის არტაანში მდებარე 2808 დესეტინა მიწას.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს გიორგი სოლომონის ძე ყარალოვს არტაანში 2808 დესეტინა მიწა ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნინა დავითის ასულ ვახვახოვისას თელავში 38 დესეტინა და 900 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინა დავითის ასულ ვახვახოვის თელავში მდებარე 38 დესეტინასა და 900 კვადრატულ საჟენ მიწას.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსი ივანეს ძე ცერცვაძის რენეში მდებარე 91 დესეტინასა და 1080 კვადრატულ საჟენ ტყესა და სახნავ-სათეს ადგილებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალექსი ივანეს ძე ცერცვაძეს რენეში 91 დესეტინა და 1080 კვადრატული საჟენი ტყე და სახნავ-სათესი ადგილები ჰქონდა.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს ანტონ სიმონის ძე გეგელაშვილს ქუთაისში, ბალახვანის ქუჩის შესახვევში, ორსართულიანი სახლი და 439 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 5 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ სიმონის ძე გეგელაშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქუთაისში, ბალახვანის ქუჩის შესახვევში, მდებარე ორსართულიანი სახლი და 439 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წელს ახალქალაქში პირველი წარმოდგენა ნიკო ხუციშვილის გადმოცემით, ნინო ორბელიანის ან ეკატერინე გაბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 2 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ხუციშვილის სტატია ახალქალაქის შესახებ.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 2 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ მაჭარაშვილი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მოძღვრად დანიშნეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე დიმიტრის ძე გუგუშვილი 1902 წლამდე ფოთის ქლაქის საბჭოს ხმოსანი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ანდრია ლოლუა 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1888

ტიპი: ორგანიზაცია

1888 წლის 26 აგვისტოს ივანე შადინოვი ბათუმის ხმოსანთა მესამე რიგის წევრად აირჩიეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, ბახვა კაკუტია 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 2 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ პეტრე ჭარაიას საეთნოგრაფიო აღწერის „აფხაზები და აფხაზნი“ მეცხრე ნაწილი დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის პირველი სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა პეტრე მირიანაშვილის სტატია „მესხეთი და ბ-ნი. ნიკოლოზ ურბნელი“.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 29 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, პლატონ შაფათავა 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს იოსებ სტეფანეს ძე ფეიქაროვს ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, ორი ერთსართულიანი ქვიტკირის სახლი და 169 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნიკოლოზ და ესტატე გიორგის ძე ჩერქეზოვებს ჩაილურში ერთი დესეტინა და 300 კვადრატული საჟენი ვენახი და რამდენიმე დაუსრულებელი შენობა ჰქონდათ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი მოკლევადიანი სესხის გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნიკოლოზ და ესტატე გიორგის ძე ჩერქეზოვების ჩაილურში მდებარე ერთ დესეტინასა და 300 კვადრატულ საჟენ ვენახსა და რამდენიმე დაუსრულებელ შენობას.