რეგისტრირებული ფაქტები48045
სორტირება თარიღი მზარდობით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის პირველ მარტს ლეხაინდრავოს ბიბლიოთეკის მზრუნველებმა – იასონ ბართაიამ, თომა ჯაკობიამ, რომანოზ დანელიამ და კონსტანტინე ყურაშვილმა – მთავარ გამგეობას წერილობით შეატყობინეს, რომ პირველი მმართველის, აკაკი ხაინდრავას გარდაცვალების შემდეგ ბიბლიოთეკამ ფუნქციონირება შეწყვიტა. გარკვეული დროის შემდეგ მათ ახალ ხელმძღვანელთან ერთად შეძლეს აემუშავებინათ ბიბლიოთეკა, რომელიც მოსახლეობისთვის ძალიან საჭირო იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 2 მარტიდან აკაკი გვახარია ბათუმის სახალხო სკოლების დირექტორის განკარგულებით ქობულეთის ნორმალური სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 5 მარტს ელისაბედ ჩერქეზიშვილის 30-წლიანი სასცენო მოღვაწეობის აღსანიშნავად სიღნაღში გამართულ წარმოდგენაზე მიიწვიეს ვასო ალექსის ძე აბაშიძე და სოსო გიორგის ძე ივანიძე.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას წევრმა გრიგოლ რცხილაძემ მოახსენა შემდეგი: გამგეობამ მას დაავალა ცხინვალის განყოფილებისგან მიღებული ეკატერინე მალხაზის ასული ორჯონიკიძის ანდერძის საოლქო სასამართლოში წარდგენა. ანდერძის თანახმად, ცხინვალის განყოფილებას ეკუთვნოდა 50 დღიური მამული სოფელ წყნარში სკოლის გასახსნელად. ანდერძი 1915 წლის 21 აგვისტოს ეკატერინე ორჯონიკიძის თხოვნით შეუდგენია დეკანოზ იროდიონ ოქროპირიძეს, რომელსაც ხელი მოუწერია ანდერძზე ორჯონიკიძის მაგივრად. რცხილაძის თქმით, ოქროპირიძე იყო როგორც ანდერძის გადამწერი, ასევე ხელის მომწერიც მეანდერძის მაგივრად. კანონთა კრებულის მეათე ტომის 1048-ე მუხლის მიხედვით, ერთი და იგივე პირს არ ჰქონდა უფლება, ერთდროულად ანდერძის გადამწერიც ყოფილიყო და მოანდერძის მაგივრად ხელის მომწერიც. რცხილაძის აზრით, სწორედ ამ მიზეზით არ დაამტკიცებდა სასამართლო ანდერძს და ანდერძის წარდგენისთვის საჭირო თანხაც ტყუილად დაიხარჯებოდა. ყოველივე ამის გამო რცხილაძე ურჩევდა გამგეობას, სათანადო განმარტების თანხლებით, უკან გაეგზავნა ცხინვალის განყოფილების გამგეობისთვის ანდერძი და მასთან ერთად წარმოდგენილი სხვა დოკუმენტი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ გერგეთის, საგურამოს, ატენის, წინარეხის, ვარიანის, ბორჩალოს, აკურთის, გომარეთის, ყალამშიის, შრომის, ნავთლუღის, ვერისა და ხობის სკოლებისთვის ჟურნალი „ჯეჯილი“ გამოიწერა. ოქმს ხელს ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი აწერდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 7 მარტს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მარტყოფის, აბედათის, ქვიანის, ხობის, ქვალონის, ონტოფოს, განმუხურის, უდის, ახალციხისა და გორდის ბიბლიოთეკებისთვის ჟურნალი „ჯეჯილი“ გამოიწერა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარე გიორგი დავითიშვილმა და მდივანმა არჩილ დედანაშვილმა ეკატერინე ორჯონიკიძის ანდერძისა და მასთან ერთად წარდგენილი დოკუმენტების დაბრუნება სთხოვეს. მათ მთავარი გამგეობის არგუმენტები ანდერძის სასამართლოში ვერ დამტკიცების შესახებ უსაფუძვლოდ მიიჩნიეს.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი დავითიშვილმა და მდივანმა არჩილ დედანაშვილმა მიმართეს კითხვით: საჭირო იყო თუ არა საზოგადო კრების მინდობილობა ეკატერინე ორჯონიკიძის ანდერძის ცხინვალის განყოფილების სახელით სასამართლოში წარსადგენად.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალექსანდრე სიმონის ძე ლორთქიფანიძე ქართველ მოღვაწეთა აგარაკის მშენებელი კომისიის თავმჯდომარე იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ადგილობრივმა ვაჭარმა, ბანკის დირექტორმა მელიტონ გაჩეჩილაძემ ზესტაფონის გადამწვარი თეატრის აღსადგენად 400 მანეთი შესწირა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე ივანეს ასულმა სარაჯიშვილისამ ქუთაისის თეატრის ასაშენებლად 1000 მანეთი შესწირა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ა. სერგოშვილმა, გ. კობიძემ და კ. ქავთარაძემ ჟურნალის რედაქციას ავადმყოფ ალექსანდრე აბაშელისთვის გადასაცემად 3-3 მანეთი გაუგზავნეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 13 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ი. ჭელიძემ ჟურნალის რედაქციას ავადმყოფ ალექსანდრე აბაშელისთვის გადასაცემად 2 მანეთი გაუგზავნა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 14 მარტს შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა ბიბლიოთეკებისა და სახალხო კითხვების მომწყობ სექციაში მუშაობას თავი დაანება.
1916
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 15 მარტს თბილისში 45 წლის მუსიკათმცოდნე იოსებ გიორგის ძე მონადირაშვილი გარდაიცვალა.