ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50047

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის 9 აპრილს კიტა აბაშიძემ ივანე ჯავახიშვილს მისწერა, რომ თბილისში საქართველოს დემოკრატიული პარტია დაარსდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის თანახმად, ილია ჭავჭავაძის ფონდისა და ძეგლის თაობაზე მოსმენილი მოხსენებების შემდეგ გამართულ მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს: პეტრე სურგულაძემ, ბ. ნანობაშვილმა, ვალერიან გუნიამ და სხვებმა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის თანახმად, ილია ჭავჭავაძის ფონდისა და ძეგლის თაობაზე მოსმენილი მოხსენებების შემდეგ გამართულ მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს: სოფრომ ტარუაშვილმა, ეგნატე იოსელიანმა, ლ. მეტრეველმა და სხვებმა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს ილია ჭავჭავაძის, ლევან გიორგის ძე ჯანდიერის, ივანე სტეფანეს ძე ხატისოვისა და სხვათა ხელმოწერით უნდა გამოსულიყო ბროშურა სასოფლო საზოგადოებათა მიერ საზოგადო სარგებლობის კაპიტალის წარმოქმნის წესების შესახებ.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 24 მარტს ილია ჭავჭავაძეს ავჭალის ქუჩაზე მდებარე სახლიდან ოქროს საათი, თანხა და ძველი გაზეთები მოჰპარეს. სასამართლომ კედლების მღებავ ხელოსანს დასდო ბრალი.

1873

ტიპი: განათლება

1873 წლის შემოდგომაზე ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში ინგლისური ენის სწავლა დაიწყო.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის შემოდგომაზე ილია ჭავჭავაძემ პეტერბურგში უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი ივანე მაჩაბელი გაიცნო და მასთან ერთად შექსპირის „მეფე ლირის“ ქართულად თარგმნა დაიწყო.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის ოქტომბერში რევაზ ივანეს ძე ანდრონიკაშვილი ხელს უშლიდა ილია ჭავჭავაძის საბანკო წესდების დამტკიცებას.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის ოქტომბერში ნინო ჭავჭავაძემ ილია ჭავჭავაძეს პეტერბურგში წერილით შეატყობინა, რომ მისი ცხენები მოიპარეს, ვენახი ნაცარმა გააფუჭა და პურის მოსავალი ცოტა მოუვიდათ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის თანახმად, ილია ჭავჭავაძის ფონდისა და ძეგლის თაობაზე მოსმენილი მოხსენებების შემდეგ გამართულ მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს: ილია ნაკაშიძემ, გრიგოლ რობაქიძემ, ქ. ჯორჯაძემ და სხვებმა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის თანახმად, ილია ჭავჭავაძის ფონდისა და ძეგლის თაობაზე მოსმენილი მოხსენებების შემდეგ გამართულ მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს: ფილიპე გოგიჩაიშვილმა, ესტატე ციციშვილმა, მღვდელმა სიმონ რცხილაძემ და სხვებმა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების ოქმის თანახმად, ილია ჭავჭავაძის ფონდისა და ძეგლის თაობაზე მოსმენილი მოხსენებების შემდეგ გამართულ მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს: სამსონ ფირცხალავამ, ილია ზურაბიშვილმა, ნიკოლოზ ცხვედაძემ და სხვებმა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 25 აპრილს ილია ჭავჭავაძემ კოლა ერისთავი ბანქოს სათამაშოდ თავისთან მიიწვია.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 15 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, კონსტანტინე ყიფიანის მიერ მოწოდებული ბაბანა ჭილაძის წერილები გადასამოწმებლად პეტრე უმიკაშვილს გადაეცა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 17 ივნისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო ერნესტო როსის გამოსათხოვარ წარმოდგენას, შექსპირის „ჰამლეტს“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 9 ივნისს ალექსანდრე ჭყონიამ „ივერიის“ რედაქციას გადასცა თავისი წიგნი „ისტორიული ნარკვევი ანუ ქრისტომატია საქართველოს ისტორიისათვის უძველეს დროიდამ ბაგრატიონთ გამეფებამდე“.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 16 აპრილს ილია ჭავჭავაძემ სათავადაზნაურო ბანკს შესთავაზა, საზოგადო მოხმარების კაპიტალი მთლიანად სათავადაზნაურო სკოლისთვის დაეხარჯათ.

1890

ტიპი: თანამდებობა

1890 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძე მეორეd აირჩიეს თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარედ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 12 ოქტომბრის გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდილ ვასილ მაჩაბლის სტატიაში აღნიშნულია, რომ თბილისის ბანკის წესდებას მინისტრი დასამტკიცებლად მალე წარუდგენდა სახელმწიფო საბჭოს.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 24 მარტი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „შინაური აშლილობა გერმანიაში“.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის თებერვალში ჟურნალ „თეატრში“ „წყალტუბელის“ ფსევდონიმით გამოქვეყნდა გიორგი იოსელიანის წერილი „ეპისტოლე წყალტუბელისა ილიას მიმართ“, მიმართული  „ივერიისა“ და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლის 29 იანვარს მოსკოვში ქართველ სტუდენტთა სასარგებლოდ გამართულ საღამოზე ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ წარმოადგინეს.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 27 მარტი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის პოლიტიკური მდგომარეობა“.