რეგისტრირებული ფაქტები50429
სორტირება თარიღი მზარდობით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იერემია გულისაშვილი ქართული სახალხო წარმოდგენების აღორძინების საქმეში მონაწილეობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნიკოლოზ შიუკაშვილის თაოსნობით გორის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან მუდმივი დრამატული წრე შეიქმნა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნიკოლოზ შიუკაშვილი გორის დრამატული წრის რეჟისორად დანიშნეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქუთაისის დრამატულ საზოგადოებაში ქართული კულტურული კავშირის წარმომადგენლებად აირჩიეს: ალექსანდრე მიხეილის ძე კრინიცკი, აკაკი ნესტორის ძე ფაღავა და ს. დ. კილაძე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 24 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ივანე ძიძიშვილმა ბახვის სამკითხველოს თავისი ხარჯით გამოუწერა „თეატრი და ცხოვრება“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 24 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნიკო გოცირიძეს სახალხო სცენაზე მოღვაწეობის ოცი წელი შეუსრულდა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 24 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მარგარიტა ქილარჯიშვილი პირველად ვლადიმერ მესხიშვილის ხელმძღვანელობით ქუთაისში გამოვიდა სცენაზე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თაოსნობით გამართულ აკაკის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე ექვთიმე თაყაიშვილმა ისაუბრა პოეტის მოღვაწეობის ხანასა და მის ღვაწლზე.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თაოსნობით გამართულ აკაკის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე გრიგოლ დიასამიძემ აკაკის დაუბეჭდავი ლექსები წაიკითხა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თაოსნობით გამართულ აკაკის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე პავლე ინგოროყვამ წაიკითხა ნაშრომი „აკაკი“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თაოსნობით გამართულ აკაკი წერეთლის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე ნიკოლოზ ერისთავმა და გრიგოლ რობაქიძემ აკაკის ლექსები წაიკითხეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თაოსნობით გამართულ აკაკის ხსოვნის საღამოზე პოეტისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსები წაიკითხეს ალექსანდრე შანშიაშვილმა, გიორგი ქუჩიშვილმა და სვიმონ ფაშალიშვილმა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 29 იანვრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ ქალაქის საბჭოს თანამშრომელები: სოლომონ ყარამანის ძე ბოკუჩავა და ანტონ იოსების ძე გეგელაშვილი, ოფიცერი გიორგი იოსების ძე გაბაშვილი, ხარატი ივანე ივანეს ძე გეპნერი, რკინიგზის მოხელეები – ვლადიმერ იოსების ძე ვარდოსანიძე და აპოლონ მეთოდეს ძე ლომთაძე.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანი) განყოფილების წევრები იყვნენ: კომერსანტი იოსებ პავლეს ძე თევზაძე, პედაგოგი კონსტანტინე მიხეილის ძე კანდელაკი, ოლქის მმართველი კონსტანტინე ირაკლის ძე კალანდარიშვილი, რკინიგზის მოხელეები – ნესტორ ნიკოლოზის ძე მამულაიშვილი, ლუარსაბ შიოს ძე მაღრაძე, მოსე ონისიმეს ძე მოსეშვილი და გიორგი ილიას ძე მუსხელიშვილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 29 იანვრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ: ილია გრიგოლის ძე დიდებულიძე, ისიდორე მიხეილის ძე დათუაშვილი, შიო ანტონის ძე დოლიძე, ვლადიმერ იოსების ძე დევდარიანი, იოსებ ივანეს ძე დოჩანაშვილი, ვასო ნიკოლოზის ძე დაოშვილი და ნოე აფოქარის ძე დვალიშვილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 29 იანვრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ: თეოფილე სიმონის ძე გძელიშვილი, სევა ხახურის ძე გაბრილია, სევასტი სვიმონის ძე გველესიანი, კასიანე დავთის ძე გვარჯალაძე, იორამ გიორგის ძე გოტოშვილი, ივანე გრიგოლის ძე გალუსტაშვილი და ესტატე გაბუნია.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 29 იანვრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ: ანდრო გრიგოლის ძე დეკანოიძე, ნინა კონსტანტინეს ასული ებრალიძე, ვასო გრიგოლის ძე ვასილიძე, ვარვარა იოსების ასული ვარდოსანიძე, სიმონ კაპანაძე, დათიკო ზეიკიძე და გიორგი ზეინალოვი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 29 იანვრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ: ისიდორე იოსების ძე თათეიშვილი, ბესარიონ თეიმურაზის ძე თოფურია, დავით ზურაბის ძე თოფურია, ალექსი თოფურია, გედეონ პავლეს ძე თევზაძე, ქრისტეფორე ალექსის ძე კალანდარიშვილი, ერმილე იოსების ძე კალანდარიშვილი და კონსტანტინე კონსტანტინეს ძე კალანდარიშვილი.