რეგისტრირებული ფაქტები46029
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლიდან 1918 წლამდე ლიდია გეპშტეინი თბილისში ექიმ გრიგოლ მუხაძესთან ერთად მუშაობდა.
1941
ტიპი: ღონისძიება
1941 წელს ლიდია გეპშტეინს პენსიის მისაღებად დასჭირდა ცნობა, რომ მუშაობდა თბილისში და თამარ შარაშიძე-ქარცივაძეს სთხოვა დახმარება ექიმ მუხაძესთან დაკავშირებაში.
1941
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1941 წლის 24 მარტს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ თინა მესხიშვილს ტყუპი ბიჭი შეეძინა.
1941
ტიპი: ღონისძიება
1941 წელს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ყაზახეთში გადასახლებაში ყოფნისას წიგნის მაღაზიაში ნახა სერგო კლდიაშვილის წიგნი, ნატა ჩხეიძის თარგმანებით.
1973
ტიპი: ღონისძიება
1973 წლის 16 აპრილს გივი ჟორდანიამ ქრისტინე შარაშიძეს წერილით სთხოვა შეხვედრა და ქართული განძის საფრანგეთში გატანისა და უკან მობრუნების შესახებ ცნობების მიწოდება.
1927
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წელს იროდიონ სონღულაშვილი საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო მუზეუმში მოლარედ მუშაობდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 აპრილს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N 2 გამოქვეყნებულია ამავე გაზეთის შემომწირველთა სია: ლეო იმნაძე, ქეთო ოქრუაშვილისა, მარიამ ხაბურძანია, ელენა ბარაბაძე, ნინო ფანცავა, მარიამ მაჭავარიანი, ალისა ქუთათელიძე, ელენე მამალაძე, ევგენია მაჭავარიანისა, ნადეჟდა ივანოვისა, ანეტა გეგელაშვილი, ეკატერინე მესხი, ოლია ლორთქიფანიძე, ალექსანდრა კროტკოვი, ქალ. იოსელია, მანიულ ლანდია, ქეთო აბესაძე, დათიკო ლანდია, იუნონა დადიანისა, ვერა ბაქრაძისა, ოლიმპიადა ლაღიძისა და ლიზა მაჭავარიანისა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 24 აპრილს გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N3 დაბეჭდილია დიდი ჯიხაიშიდან წერილი რედაქციის მიმართ და შემომწირველთა სია: მელიკო ლორთქიფანიძე, ნადია გაფრინდაშვილი, ალექსანდრა მელქაძე, ეფროსინე ნუცუბიძე, ალექსანდრე ლეჟავა, ალექსანდრე ნემსაძე, ლიდა ჩანვაძე, პასიკო ჩომახიძე, ფაცია ნუცუბიძე, ნინა ტატ. ლეჟავა, ნიკო ჩხეიძე, გრიგორ ბექაია, ალექსანდრე მელქაძე, ვარლამ ქუთათელაძე, ნიტრაფონ დევიძე, გიორგი ლორთქიფანიძე, აკვილინა ნუცუბიძე, ათანასე შუბლაძე, ლუბა ბიბილეიშვილი, კატუშა ვაშაკიძე, სონია ივანიძე, ძაძუნია მხეიძე, ნინა ვაშაკიძე, გიორგი ბიბილეიშვილი, სონია გეგუჩაძე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 ივლისის გაზეთ „ერთობაში“ ექიმები – აბულაძე და ჯაჯანიძე საქართველოს ერობათა კომიტეტს და სანიტარული ინსტიტუტის დირექტორს სიმონ ამირეჯიბს აფთიაქებში მომუშავე სამაზრო ექიმებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ სანიტარულ ინსტიტუტში ბაქტერიოლოგიურ-სანიტარულ-ჰიგიენური კურსების მოწყობის შესახებ მადლობას უხდიდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 აგვისტოს დავით შარაშიძემ და ელენე ტუსენ-შარაშიძემ ქორწინებიდან 1 წლისთავი აღნიშნეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს დავით შარაშიძემ და ელენე ტუსენ-შარაშიძემ ელენეს ძმის, რენე ტუსენის დახმარებით პარიზში ბინა იქირავეს.
1930
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1930 წლის 13 თებერვალს დავით შარაშიძემ პარიზიდან ბახვში ღია ბარათი გაუგზავნა მშობლებს და ვაჟის დაბადება შეატყობინა.
1950
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1950 წლის 14 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, ქართველი ტყვის ანტონ წეროძის შვილისთვის გადაეცა, რომ მამამისს რომში არ იცნობდნენ. ერთადერთი ქართველი არველაძე იყო, ვინც უთხრა, რომ ბათუმში წეროძეებს იცნობდა.
1950
ტიპი: ღონისძიება
1950 წლის 14 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ანტონ წერაძის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მის ქალიშვილს საკონსულოში გაეგზავნა წერილი. მისი აზრით, თუ წერაძის ქალიშვილი გერმანიაში მყოფ რუსულ ოფიციალურ წრეებს მამის შესახებ ინფორმაციას სთხოვდა, არაფერი დაშავდებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიაში ვერა გიორგის ასული ავალიშვილი რუსულის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, ანა ხახუტაშვილი თბილისის მეექვსე გიმნაზიაში პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით თამარ ნემსაძე თბილისის მეექვსე გიმნაზიაში გეოგრაფიისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ანა სიხარულიძე თბილისის მეექვსე გიმნაზიაში ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა .
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით ალექსანდრა გაბრიჩიძე თბილისის მეექვსე გიმნაზიაში მოსამზადებელი კლასის პედაგოგად დაინიშნა.