ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50028

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ქრისტინე შარაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრად აირჩიეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917-1921 წლებში ქრისტინე შარაშიძე განათლების სამინისტროსთან არსებული სამეცნიერო და სასკოლო საბჭოების წევრად იყო მიწვეული.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს კონსტანტინე აფხაზი თავმჯდომარეობდა იმ ინიციატორთა ჯგუფს, რომელმაც დააარსა ქართული უნივერსიტეტი და შეიმუშავა საზოგადოების წესდება.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის თებრვლის რევულოციის შემდეგ ილია ბადრიძე დაბრუნდა გადასახლებიდან და დაიწყო მუშაობა რევოლუციურ ორგანიზაციებში, პროფესიონალურ კავშირებსა და ნაციონალურ საბჭოში.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917-1918 სასწავლო წელს თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის დირექტორი ნიკოლოზ დიმიტრის ძე მახათაძე თბილისის სასწავლებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917-18 სასწავლო წელს ვაჭარი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ნიკოლოზ ესტატეს ძე წვერავა თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

აფთიაქის მფლობელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ვარლამ სოლომონის ძე ახვლედიანი 1917-1918 სასწავლო წელს თბილისის მეორე კომერციული სასწავლებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

თბილისის II კომერციული სასწავლებლის 1917/1918 სასწავლო წლის ანგარიშის თანახმად, კომერსანტი მიხეილ გიორგის ძე ბაშარული სამეურნეო საბჭოს წევრი იყო.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

თბილისის II კომერციული სასწავლებლის 1917-1918 სასწავლო წლის ანგარიშის თანახმად, 1911 წლიდან ნიკოლოზ დიმიტრის ძე მახათაძე (დირექტორი) სამეურვეო საბჭოს მუდმივი წევრი იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

თბილისის II კომერციული სასწავლებლის 1917-1918 სასწავლო წლის ანგარიშის თანახმად, კომერსანტი ნოე სიმონის ძე ძიძიშვილი 1917 წლის 4 მაისიდან სამეურნეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ფილიპე ლორია საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

სიმონ გრიაზნოვი პედაგოგად 27 წელი მუშაობდა. 1891 წლიდან შვიდი წელი ლეგალურად იმუშავა, შემდეგ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის იდევნებოდა და მხოლოდ 1917 წელს განაგრძო პედაგოგად მუშაობა ვერის პირველ სასწავლებელში, ჰქონდა კერძო გაკვეთილებიც.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ამერიკის კონგრესის წევრმა, სოციალისტმა მეიერმა სახელმწიფო სათათბიროს წევრ კარლო ჩხეიძეს ტელეგრამით მოსთხოვა ავტორიტეტული უარყოფა იმ ხმებისა, თითქოს რუსი სოციალისტები ხელს უწყობდნენ სეპარატიული ზავის შეკვრას გერმანიასთან, რაც შესრულდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ამიერკავკასიის ახალმა მთავრობამ გამოაქვეყნა პროგრამა, რომელშიც არ იყო აღნიშნული ქალთა სწორუფლებიანობის საკითხი. პროგრამას ხელს აწერდნენ კავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის თავმჯდომარე ხარლამოვი, წევრები: მიხეილ პაპაჯანოვი, მამედ ჯაფაროვი, აკაკი ჩხენკელი და კიტა აბაშიძე. თუმცა, აკაკი ჩხენკელისა (სოციალ-დემოკრატიული) და კიტა აბაშიძის (სოციალ-ფედერალისტური) პარტიები თავიანთ პროგრამებსა თუ ბეჭვდით ორგანოებში აღიარებდნენ ქალთა ხმის უფლებას და სრულ ემანსიპაციას.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ამიერკავკასიის კომიტეტთან დაარსდა საგანგებო კომისია, რომელიც იმ პიროვნებათა მოღვაწეობას გამოიძიებდა, რომელთა ყოფა-ქცევა მავნე იქნებოდა ახალი რეჟიმისთვის. ამავე კომიტეტში მზადდებოდა დებულებები სასამართლოებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების შესახებ. საგანგებო კომისიის წევრები იყვნენ: გ. რცხილაძე, გრუზენბერგი და ბარხუდაროვი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წ. გაზეთ „ხმა ქართველი ქალისა“ რედაქციას ფოთელმა ქალებმა შესწირეს 70 მანეთი და 35 კაპიკი. ფულის შეგროვება სოფიო გიორგის ასულმა საბახტრიშვილმა ითავა, ხოლო შემწირველები იყვნენ: ქსენია ჩხარტიშვილისა, მარიამ დიდია, ელენე ჯაფარიძისა, ბაბილინა თელიავა, ქ. ლეჟავასი, ანა ხოჭოლავა, ელპიტე ხოშტარია, ბეგლარ მამალაძე, ოსანა ჭაჭუასი, რუსუდან საბახტრიშვილისა, შანშე ლეჟავა, ლ. საბახტრიშვილი, ცაცო ყრუაშვილი, ნინა გამისკირია, ნინო ნორკიძე, ქსენია ჯოლია, ანა სოკოლოვსკაია, აღათი ტუღაშიძისა, ნატალია აგიაშვილი, მ. ბურჭულაძისა, ქორქია, მამალაძისა, თოფურიძისა, მეგრელიძისა და საღარაძე.

1917

ტიპი: ნასამართლეობა

1917 წელს პეტროგრადის მუშათა საბჭოს თავმჯდომარე კარლო ჩხეიძემ „შავი წერტილის საბჭოსგან“ სიკვდილის განაჩენი მიიღო.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ვალიკო დევიძე მასწავლებელი იყო სოფელ დიდ ჯიხაიშში.

1917

ტიპი: განათლება

1917 (1916) წელს თევდორე მალაქიას ძე ბეგიაშვილმა დაამთავრა იურევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი.

1917

ტიპი: თანამდებობა

აკაკი ჩხენკელი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი დღიდან მისი დაარსებისა საქართველოში.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს რუსეთის დროებითმა მთავრობამ აკაკი ჩხენკელი ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის წევრად (ოზაკომი) დაინიშნა. მან შეცვალა მეფისნაცვალი თბილისში. ა. ჩხენკელი განაგებდა საშინაო საქმეებს, ამავე დროს ამიერკვკასიის ანალოგიურ ორგანიზაციებში პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი იყო. იგი რუსეთის წინასწარ პარლამენტშიც („პრედპარლამენტში“) აირჩიეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს სასახლის საწყობიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს კომისარ აკაკი ჩხენკელის ბინაზე გადაიტანეს 42 დასახელების საოჯახო ნივთი. მიღება-ჩაბარებას ადასტურებს დგებუაძე.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს აკაკი ჩხენკელი გახდა ამიერკავკასიის გარდამავალი მთავრობის უფროსი კომისარი და საქართველოს ეროვნული საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი.