ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46506

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს კალისტრატე ტიმოთეს ძე ჟვანიამ განათლების სამინისტროს მიმართა და პედაგოგის თანამდებობის დაკავებას ითხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს გიორგი მეფერტმა განათლების სამინისტროს პედაგოგის თანამდებობის დაკავების მოთხოვნით მიმართა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ეკატერინე იოსების ასულმა ანთაძემ განათლების სამინისტროს მიმართა და პედაგოგის თანამდებობის დაკავებას ითხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ანასტასია აპოლონის ასულმა ივანიცკიმ განათლების სამინისტროს მიმართა და პედაგოგის თანამდებობის დაკავებას ითხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს დავით გაჩეჩილაძემ განათლების სამინისტროს მიმართა და პედაგოგის თანამდებობის დაკავებას ითხოვდა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918-1920 წლებში ისიდორე რამიშვილი საქართველოს მენშევიკური მთავრობის წევრი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ეროვნული საბჭოს წევრებმა, გრიგოლ ვეშაპიძემ, რევაზ გაბაშვილმა და საბჭოს ყოფილმა წევრმა დიმიტრი ჯავახიშვილმა საბჭოს პრეზიდიუმში შეიტანეს საპროტესტო განცხადება, რომელიც ეხებოდა ეროვნული საბჭოს მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებას დემოკრატთა ფრაქციიდან მაჩაბლისა და ვაჩნაძის გაწვევის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ეროვნული საბჭოს წევრებს, მიხეილ მაჩაბელსა და დავით ვაჩნაძეს, რომლებმაც გააპროტესტეს დემოკრატთა ფრაქციიდან გაწვევა, შეუერთდნენ საბჭოს წევრები – გრიგოლ ვეშაპიძე (ვეშაპელი), რევაზ გაბაშვილი და საბჭოს ყოფილი წევრი დიმიტრი ჯავახიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს დემოკრატთა ფრაქციიდან გაწვეული ეროვნული საბჭოს წევრები, მაჩაბელი და ვაჩნაძე, არ დაემორჩილნენ პარტიის უმაღლესი ორგანოს გადაწყვეტილებას და იუარეს ფრაქციის დატოვება.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პეტრე გელეიშვილი საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრის მოადგილე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პეტრე გელეიშვილი საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრის მოადგილე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პეტრე გელეიშვილი საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრის მოადგილე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გენერალი სტეფანე ახმეტელი ქართველთა კორპუსის უფროსი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში 60 წლის დავით კლდიაშვილი პრაპორშჩიკთა ათასეულში სამნეო ნაწილს განაგებდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისში ჩამოყალიბდა ამიერკავკასიის ჯარისკაცთა და მუშათა დეპუტატთა საბჭო, რომელსაც ევგენი გეგეჭკორი ხელმძღვანელობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს პეტრე გელეიშვილმა გენერალ სტეფანე ახმეტელს ვალერიან თევზაძის კორპუსში მიღება სთხოვა, მაგრამ თევზაძემ ქუთაისის ქვეითთა პოლკში გაგზავნა მოითხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართველმა მუშებმა მენშევიკ-სოციალისტ ვალიკო ჯუღელის თაოსნობით იარაღის არსენალი დაიკავეს და სახალხო გვარდია მოაწყვეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს საქართველოში დაბრუნებული ვალერიან თევზაძე პეტრე გელეიშვილს ესტუმრა და სამხედრო კორპუსში მოწყობისთვის მადლობა გადაუხადა.