ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47990

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭო აირჩიეს და მასთან შედგა სამხედრო სექცია, რომელშიც, მართალია, ქართული სამხედრო კავშირის წარმომადგენლები შედიოდნენ, მაგრამ ისევე როგორც საბჭოში, სამხედრო სექციაშიც ძალაუფლება მენშევიკებს ჰქონდათ. ამის მიუხედავად, სამხედრო სექციამ პარტიული მოსაზრებით დანიშნულ ქართული ჯარის მეთაურ ახმეტელს უფლება არ მისცა, თანაშემწეები თავისი სურვილით მოეწვია. სამხედრო სექციამ ასევე პარტიული მოსაზრებით სამხედრო კორპუსს შტაბის უფროსად იმხანად კაპიტნის ჩინის მქონე სოსო გედევანიშვილი დაუნიშნა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 22 ნოემბრისათვის, როდესაც საქართველოს ეროვნულ საბჭოსთან არსებულმა სამხედრო სექციამ სოსო გედევანიშვილი სამხედრო კორპუსის შტაბის უფროსად დანიშნა, მას უკვე ჰქონდა უმაღლესი სამხედრო განათლება მიღებული, ფლობდა კაპიტნის ჩინს და ფედერალისტების ფარტიაში თვალსაჩინო ადგილი ეკავა.

1917

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1917 წლის 22 ნოემბრისათვის, როდესაც საქართველოს ეროვნულ საბჭოსთან არსებულმა სამხედრო სექციამ სოსო გედევანიშვილი სამხედრო კორპუსის შტაბის უფროსად დანიშნა, იგი 12 წლის განმავლობაში ჩამოშორებული იყო სამხედრო საქმეს პოლიტიკური მიზეზების გამო, სწორედ ამიტომ, ზოგიერთი სამხედრო მეთაური, მათ შორის გენერალი მაზნიაშვილი, თვლიდა, რომ გედევანიშვილი რიგიანად ვერ გაუძღვებოდა შტაბის უფროსის მოვალეობებს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 29 ნოემბერს ევგენი გეგეჭკორი, კავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე და შრომის კომისარი, მოხსენებით გამოვიდა სხდომაზე, სადაც რაიონული ეკონომიკური ხელისუფლების შექმნის საკითხი განიხილებოდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის დეკემბერში ნოე რამიშვილის მიერ მეფისნაცვლის სასახლეში გამართულ კრებაზე გადაწყდა, კახეთიდან გამოეწვიათ აფხაზავას ჯავშნიანი მატარებელი, რომელიც ერთ-ერთ რუსულ სამხედრო ნაწილს ადევნებდა თვალყურს. აფხაზავას დაავალეს, ბაქოსკენ მიმავალ 16 რუსულ ეშელონს გაჰყოლოდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის დეკემბრისათვის ქართულ სამხედრო კორპუსთან დაარსდა ქართული ლაშქრის მომარაგების კომიტეტი, რომლის თავმჯდომარედაც დაინიშნა დამფუძნებელი კრების წევრი დავით ვაჩნაძე. კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგად (მოადგილედ) დაინიშნა გიორგი მაზნიაშვილი. იმავე დროს მაზნიაშვილი ირიცხებოდა მე-2 დივიზიის ბრიგადის უფროსად.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის დეკემბერში შრომის კომისარი ჩხიკვიშვილი ამიერკავკასიის კომისარიატის კომისარს ფირცხალაიშვილს მიმართავს, რომ რადგან დაგვიანდა დეკემბრის სახელფასო ანაზღაურება, დეკემბრისა და იანვრის ხელფასები ერთად გადმორიცხონ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის დეკემბერში ნოე რამიშვილის მიერ მეფისნაცვლის სასახლეში გამართულ კრებაზე აფხაზავას დაევალა, ბაქოსკენ მიმავალ 16 რუსულ ეშელონს გაძღოლოდა და მათთვის მატარებლებიდან ჩამოსვლის ნება არ მიეცა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 2 დეკემბერს სოსო გოგოლაშვილი წერილში სთხოვს აკაკი ჩხენკელს, რომ შეატყობინოს ბათუმიდან ევროპაში გამგზავრების თარიღი და გემის სახელწოდება, რათა ღირსეული შეხვედრა მოუწყოს.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო თანხა გადაიხადეს პლატონ ანტონის ძე გოლეთიანმა, საბა ჯიმშელეიშვილმა, შალვა ქურციკიძემ, აბესალომ სვანიძემ და არჩილ კახიანმა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო თანხა გადაიხადეს იაკობ სიმონის ძე ზედგინიძემ, ისიდორე ივანეს ძე სტურუამ, თეოფილე ლეონტის ძე გოლიაძემ და ალექსანდრე ქრისტეფორეს ძე ქორიძემ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო თანხა გადაიხადეს: დავით ვასილის ძე ხახუტაშვილმა, ელენე ანტონის ასულმა ჭანტურიამ, შალვა ანტონის ძე მიქელაძემ, შალვა ვადაჭკორიამ, შალვა არჩილის ძე ასათიანმა, ბაგრატ მაჭარაშვილმა და ნიკიფორე მესხმა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო თანხა გადაიხადეს: მარიამ ალექსის ასულმა ყანჩაველმა, ნიკო წუწუნავამ, ვასო ივანეს ძე პაატაშვილმა, მარიამ ტარასის ასულმა რცხილაძემ და ანა ტარასის ასულმა წუწუნავამ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო თანხა გადაიხადეს ვარლამ ლევანის ძე ტაბატაძემ, დავით პავლეს ძე პაპიშვილმა, ვალერიან ლადოს ძე ნაჭყებიამ, ლიუბა გელაშვილმა და სოფიო ბართლომეს ასულმა იორდანიშვილმა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო თანხა გადაიხადეს მიხეილ მიხეილის ძე ასათიანმა, ნინო სვიმონის ასულმა რცხილაძემ, მიხეილ დიმიტრის ძე საყვარელიძემ, დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძემ და კონსტანტინე ფარნაოზის ძე შენგელიამ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო თანხა გადაიხადეს კალისტრატე ტიმოთეს ძე ჟვანიამ, ზაქარია კონსტანტინეს ძე ჯაფარიძემ, თამარ გოგოლაშვილმა, ეკატერინე თევდორეს ასულმა ასათიანისამ და ნიკოლოზ გიორგის ძე ვარდანაშვილმა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო თანხა გადაიხადეს სამსონ პლატონის ძე დადიანმა, ევგენი გიორგის ძე გუგუშვილმა, პართენ ალმასხანის ძე ქაჯაიამ, დავით ალექსის ძე დავითაშვილმა და დავით გიორგის ძე ჩიქოვანმა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო თანხა გადაიხადეს შალვა ახვლედიანმა, ნატალია ივანეს ასულმა ჩხიკვიშვილმა, პანკრატ ნემსაძემ, დავით ჯორჯაძემ, შოთა იასონის ძე გელოვანმა და ნინო სერაფიონის ასულმა ფერაძემ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო თანხა გადაიხადეს: ვანო ბაღაშვილმა, ვერა ივანეს ასულმა ბარდაველმა, შალვა მოლაშვილმა, გრიგოლ ჭუმბაძემ, ვანო ინაშვილმა და ვასილ ცხაკაიამ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო თანხა გადაიხადეს: გიორგი ადამის ძე ხუროძემ, სევერიან ერმალოზის ძე ჭიჭინაძემ, თამარა გრიგოლის ასულმა მჟავიამ, გიორგი ევგენის ძე თევდორაშვილმა, ელენე ექვთიმიშვილმა და ვლადიმერ მიხეილის ძე მჭედლიშვილმა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო თანხა გადაიხადეს: დავით კირილეს ძე ჩხიკვაძემ, სამსონ ჯობავამ, ისიდორე ფერაძემ, ალექსანდრე ფაცაციამ, გიორგი გარუჩავამ და ვანო ნიკოლოზის ძე ხარაძემ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო თანხა გადაიხადეს: ცუცუ ნინუამ, ბესარიონ ლუკას ძე ტუღუშმა, თამარა ალექსანდრეს ასულმა გოგოლაშვილმა, ბენედიქტე ქრისტეფორეს ძე მეფარიშვილმა და პლატონ კახიძემ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო თანხა გადაიხადეს: ალექსი გლახას ძე ნაცვლიშვილმა, აპოლონ ხიჭაკაძემ, სიმონ გაბრიელის ძე ბერიძემ, ირაკლი რცხილაძემ, გაბრიელ დავითის ძე ლეშკაშვილმა და პ. კირილეს ძე ჩხიკვაძემ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო თანხა გადაიხადეს მოსე მექვაბიშვილმა, ფოკა ვარლამის ძე გოგუამ, ლუკა ლუკას ძე რუხაძემ, ლევან პორფილეს ძე რუხაძემ და ზაქარია პავლეს ძე ტოგონიძემ.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო თანხა გადაიხადეს: ნინო ილიას ასულმა დოღონაძემ, დიმიტრი გიორგის ძე ჩიქოვანმა, კირილე ლუკას ძე სიხარულიძემ, ანგიოზ მეთოდეს ძე ახალაძემ და კონდრატ გოგუამ.