რეგისტრირებული ფაქტები46506
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 21 თებერვალს ილია ჭავჭავაძე დავით სარაჯიშვილის სახლში გამართულ ქართული თეატრის ამხანაგობის კრებას დაესწრო.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 13 აპრილს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ივანოვის წიგნის „ცა და დედამიწა“ თარგმანის ცენზორთან წარსადგენი ეგზემპლარის გადაწერის თანხა გამოყვეს.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 21 თებერვალს ქართული თეატრის ამხანაგობის სხდომაზე განიხილეს დიმიტრი ყიფიანის რამდენიმე წინადადება – გაეუქმებინათ დეკლამაციისა და დიქციის კლასები, ჯილდო მიეცათ გიორგი წერეთლის პიესა „ოჯახის ასულისთვის“ და მიხეილ ბებუთაშვილი ამხანაგობის წევრად მიეღოთ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 25 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე აბრამ აკოფოვისთვის წიგნების აკინძვის საფასური გამოყვეს.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 8 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 16 თებერვალს ილია ჭავჭავძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დააკმაყოფილეს რუისის სკოლის მასწავლებლისა და სახალხო ბიბლიოთეკარის თხოვნა საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნების მიწოდების თაობაზე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს მხატვარი დავით ალექსანდრეს ძე გურამიშვილი საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი იყო.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 3 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 2 მარტს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს კავკავის ქართული სკოლის მზრუნველთა კომიტეტის თხოვნა შენობის ასაგებად სიმონ საყვარელიძის ნაანდერძევი თანხის დროულად გამოტანისა და ლატარეის გამართვის აუცილებლობის შესახებ.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 16-18 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საქმეთმწარმოებელს დავით ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკის წიგნების კატალოგის შედგენა დაავალეს.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 4 მარტს ილია ჭავჭავაძე და ნიკო ნიკოლაძე ოფიციალურად შეარიგეს და შერიგების ოქმიც შეადგინეს. ოქმს ხელს აწერდნენ: ნიკოლოზ ერისთავი, იოსებ შალიკაშვილი, დავით გურამიშვილი და ნიკოლოზ სიმბორსკი.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 16-18 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამოყვეს თანხა ხელნაწერის „ცხენების აქიმობა“ დასაბეჭდად.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 9 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მადლობა გადაუხადეს კირიონ საძაგლიშვილს, რომელმაც საზოგადოებას მე-18 საუკუნის ხელნაწერი „სძლისპირნი“, ანტონ კათალიკოსის „რიტორიკა“, ძველი აღთქმის აპოკრიფი, ანა ერისთავ-ბაგრატიონის წერილი მოსკოვის მიტრიპოლიტისადმი და თამარ მეფის მონეტები შესწირა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 27 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 29 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული წერილის გამო ნიკო ნიკოლაძემ ილია ჭავჭავაძე დუელში გამოიწვია. დუელი 1-ელ მარტს დაინიშნა. ნიკო ნიკოლაძემ სეკუნდანტებად ნიკოლოზ სიმბორსკი და დავით გურამიშვილი დაასახელა, ილია ჭავჭავაძემ კი – იოსებ შალიკაშვილი და ნიკოლოზ ერისთავი.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 1-ელ მარტს ილია ჭავჭავაძესა და ნიკო ნიკოლაძეს შორის დანიშნული დუელი გაუქმდა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის თებერვალში ქართველმა მსახიობებმა – კოტე მესხმა, ვასო აბაშიძემ, ავქსენტი ცაგარელმა, კოტე ყიფიანმა და სხვ.– მოითხოვეს, რომ მთავრობის მიერ ქართული დრამატული საზოგადოების წესდების დამტკიცებამდე თეატრალური დასის ხელმძღვანელობა ილია ჭავჭავაძეს, დიმიტრი ყიფიანს, ლუარსაბ მაღალაშვილს, მიხეილ ბებუთაშვილს, აკაკი წერეთელს, ნიკო ნიკოლაძეს, ისაია ფითუაშვილს, სერგეი მესხს და რაფიელ ერისთავს მინდობოდა.
1880
ტიპი: ავტორობა
1880 წლის 26 თებერვალს დიმიტრი ყიფიანის თეატრის ამხანაგობიდან გასვლის შესახებ გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკში“ გამოქვეყნებული წერილის საპასუხოდ გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ამხანაგობის სხვა წევრების – ილია ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ავალიშვილის, დავით ერისთავის, ივანე მაჩაბლის, დავით სარაჯიშვილის, გიორგი თუმანიშვილისა და იოსებ ბაქრაძის – წერილი.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის 14 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე წაიკითხა გამგეობის წერილი, რომელშიც კახეთის რკინიგზის ასაშენებლად 15 ათასი მანეთის გამოყოფას ითხოვდნენ. საკითხი დადებითად გადაწყდა.
1880
ტიპი: განათლება
1880 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ტიმოთე კონსტანტინოვს შესთავზეს, რომ ალექსანდრეს ინსტიტუტის ნაცვლად გორის სამასწავლებლო სემინარიაში დაუფინანსებდნენ სწავლას (ექვსი თვით), სანაცვლოდ მას სწავლის დასრულების შემდეგ ექვსი თვე საზოგადოების სკოლაში უნდა ემუშავა.