ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46506

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ნადიკვრელის ფსევდონიმით დაიბეჭდა ილია აბრამის ძე ზარაფიშვილის კორესპონდენცია ღვინით ვაჭრობის ამხანაგობის დასაარსებლად გამართული კახეთის მევენახეთა კრების შესახებ.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 19 დეკემბერს ილია ჭავჭავაძე ქაშვეთის ეკლესიიდან ალექსანდრე ყაზბეგის ნეშტის გამოსვენების ცერემონიას დაესწრო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, ადგილობრივი სკოლის მასწავლებლად ალექსანდრე ნანეიშვილის არჩევის შესახებ ბათუმის გუბერნატორისთვის უნდა ეცნობებინათ.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა. პირველ ხანებში მისი სამუშაო უბნები იყო გარეკახეთი და მცხეთა და გლეხებისათვის სანადელო მიწების მიზომვა, მემამულეთა და გლეხთა ნაკვეთების მიჯნების დაზუსტება, გარიგების სიგელების შედგენა და სხვ. ევალებოდა.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს ალექსანდრე ცაგარელმა კირილე ლორთქიფანიძეს მიუნხენიდან მისწერა, რომ ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანის?!“ გამოცემა მოეწონა.

1868

ტიპი: ნასამართლეობა

1868 წელს დუშეთის სამომრიგებლო განყოფილებაში მიიყვანეს უზომოდ მთვრალი დუშელი კონსტანტინე ხარლამპიევი, რომელსაც ბრალად ედებოდა დუქანში ჩხუბის ატეხვა და ხმლით ადამიანებზე გაწევა. ილია ჭავჭავაძის განჩინებით ის გამოსაფხიზლებლად ჰაუპტვახტში დატოვს.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის იანვარში ჟურნალ „ივერიის“ რედაქციაში მასწავლებლებთან გამართულ შეხვედრაზე ილია ჭავჭავაძემ შაქრო კანდელაკს სთხოვა, იაკობ გოგებაშვილისთვის გადაეცა, რომ კირილე იანოვსკის განზრახვის – საქართველოში პირველი კლასიდანვე დაეწყოთ რუსულის სწავლება –განსახილველად მასთან მისულიყო.

1872

ტიპი: თანამდებობა

1872 წელს ილია ჭავჭავაძის ქვისლი დიმიტრი სტაროსელსკი ბაქოს გუბერნატორად დაინიშნა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო წერილი პეტრე უმიკაშვილისგან, რომელშიც იგი ჟურნალ „კრებულისათვის“ ახალი ნაწარმოებების გაგზავნას სთხოვდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 6 მაისს გიორგი წერეთელმა ნიკო ზუბალაშვილსა და ნიკო ცხვედაძეს აცნობა, რომ სომხური გაზეთების რედაქტორების ინფორმაციით, სომეხი ახალგაზრდები ეწინააღმდეგებოდნენ ქალაქის საბჭოში ნიკო ნიკოლაძის, ილია ჭავჭავაძისა და მათ არჩევას.

1872

ტიპი: გარდაცვალება

1872 წელს ილია ჭავჭავაძეს გარდაეცვალა გამზრდელი მამიდა მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წელს დუშეთში მყოფმა ილია ჭავჭავაძემ კირილე ლორთქიფანიძეს კორექტურის გასაკეთებლად გაუგზავნა „გლახის ნაამბობის“ ამონაბეჭდი ჟურნალ „კრებულიდან“.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 დეკემბერს ისიდორე რამიშვილმა და არსენ წითლიძემ ილია ჭავჭავაძეს გურიის სოფელ აკეთში დაარსებული წიგნსაცავისთვის წიგნების შეწირვა სთხოვეს. ილიამ თავისი ოთხტომეული გადასცა და ახალი წლის შესახვედრად ოჯახში დაპატიჟა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 13 თებერვალს „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის მეორე სხდომაზე ილია ჭავჭავაძემ ხმამაღლა წაიკითხა პოემის ერთი თავი – „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 17 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ იონა მეუნარგიას წერილში „ვეფხისტყაოსანი“ „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის მეორე სხდომა იყო განხილული.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 13 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის სტატია „ბ-ნი იანოვსკის წერილის გამო“ დაიბეჭდა.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წელს ილია ჭავჭავაძის დავალებით ზაალ ჭავჭავაძემ ილია ჭავჭავაძის კუთვნილი ახმეტის მამულების სიგელი შეადგინა.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წელს ზაალ ჭავჭავაძემ შეადგინა ილია ჭავჭავაძის კუთვნილი ყვარლის მამულების სიგელი.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წლის 6 თებერვალს „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის პირველი სხდომაზე ილია ჭავჭავაძე ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წელს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო ლიტერატორთა შეხვედრაში.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 6 თებერვალს „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის პირველ სხდომაზე ილია ჭავჭავაძემ იონა მეუნარგიას დაავალა, ილუსტრაციების დასახატად მიხაი ზიჩისთვის „ვეფხისტყაოსნის“ შინაარსი გადაეთარგმნა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ივანე და კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელებმა საზოგადოებას ფული შესწირეს.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს პეტერბურგის სამეცნიერო აკადემიის სტამბაში დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის „კაცია – ადამიანი?!”.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს ცენზურამ გასცა ნებართვა ილია ჭავჭავაძის „კაცია – ადამიანის?!“ ცალკე წიგნად დაბეჭდვაზე.