ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50020

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 17 ნოემბერს კონდრატე არჩილის ძე მხეიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ტყიბულის სოფლების სამკითხველოებისთვის წიგნები სთხოვა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 ნოემბერს არზრუმის გამგეობამ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს მისწერა, რომ საქართველოს ეროვნულ ყრილობას მათი წარმომადგენელი ალექსანდრე ციციშვილი უნდა დასწრებოდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 ნოემბერს ქუთაისის ვაჭარ მრეწველთა და ხელოსანთა საზოგადოებამ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს მისწერა, რომ საქართველოს ეროვნულ ყრილობას მათი წარმომადგენელი ნიკოლოზ ნიკოლაძე დაესწრებოდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 ნოემბერს გორის ქართველ ვაჭართა და მრეწველთა კავშირმა გამოსცა მოწმობა, რომლის თანახმადაც ზაქარია ქიტიაშვილი არჩეული იყო ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 18 ნოემბერს მემანქანეებმა იაკობ კურგასოვმა, გიორგი ხუდადოვმა და დიმიტრი ტატუნაშვილმა დამატებით სამუშაო საათეებში მუშაობის ანაზღაურების მოთხოვნით ამიერკავკასიის შრომის მინისტრის მოადგილეს ილია გიორგის ძე ფირცხალაიშვილს წერილით მიმართეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს თელავის სამაზრო აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად რაფიელ ჩიხლაძე წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად ილია ფირცხალაიშვილი წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ ეროვნულ ყრილობაზე იაზონ ბაქრაძე წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს ქობულეთის უბნის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად რაჟდენ ნიჟარაძე წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ამიერკავკასიის კოოპერატივის ყრილობათა საბჭომ გაუგზავნა წერილი, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნულ ყრილობას მათი წარმომადგენლები ევგენი დარჩია და ვლადიმიერ კორძაია დაესწრებოდნენ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს მიხეილ საყვარელიძის თავმჯდომარეობით მოწვეულ ქართველ სტუდენტთა საერთო კრებას 117 სტუდენტი დაესწრო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს ქართველ სტუდენტთა საერთო კრებამ ეროვნულ ყრილობაზე მათ წარმომადგენლად კონსტანტინე გამსახურდია აირჩია.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 18 ნოემბერს ბაგრატ ვირსალაძემ წერილი გაუგზავნა ინტერპარტიული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ეროვნულ ყრილობაზე დასწრების შესაძლებლობის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს სხდომაზე მეცხვარეობა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს დარგად დაადგინეს. ხელს აწერს ალექსანდრე ჯავახიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 ნოემბერს ქართული კოოპერატივების საზოგადოებამ წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ ინტერპარტიულ საბჭოს ეროვნულ ყრილობაზე დასწრების შესაძლებლობის შესახებ. ხელს აწერს სიმონ ქვარიანი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში საქართველოს ეროვნული ყრილობა გაიმართა, რომელიც ეროვნულ-ინტერპარტიული საბჭოს სახელით გახსნა საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ივანეს ძე ჩხენკელმა, აირჩიეს პრეზიდიუმი – თავმჯდომარე და მისი ხუთი მოადგილე, ხუთი მდივანი, ცხრა მდივანი საქმეების საწარმოებლად მოიწვიეს. სამანდატო კომისიის არჩევა ყრილობას მიენდო. ყრილობის დღის წესრიგი შემდეგი იყო: 1. ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანიას მოხსენება „თანამედროვე მომენტი და ქართველი ერი“, 2. კოტე ნიკოლოზის ძე აფხაზის მოხსენება „საქართველოს თავად-აზნაურობის ქონების მიღება და მოვლა-პატრონობა“.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19-20 ნოემბრის ყრილობაზე ეროვნული საბჭოს არჩევის დროს ერთი ქალიც არ დასახელდა, გარდა მინადორა ტოროსელიძისა, რომელიც არჩეული იყო არა როგორც ქალთა წარმომადგენელი, არამედ როგორც ფრაქციის წევრი და თან უკანდიდატოდ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის ეროვნულ ყრილობაზე სოციალისტმა ცერცვაძემ კითხვით მიმართა ნოე ჟორდანიას, რატომ არ ჰყავდათ ქალებს თავიანთი წარმომადგენელი საბჭოში, რაზეც მან უპასუხა, რომ პარტიაში ქალები ჰყავდათ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ნოემბერს ხაშურის ქალაქის თვითმართველობამ ეროვნულ ყრილობაზე დასასწრებად ნიკიფორე იმნაიშვილი წარადგინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 19 ნოემბერს სრულიად საქართველოს საკათოლიკოსო საბჭომ ეროვნულ კრებაზე საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლად ნიკიტა თალაკვაძე აირჩია.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 ნოემბრის გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ (N31) ცნობით, მოქალაქე ნინა ხანანაშვილმა ქ. სამტრედიის ქალთა წრის გასაძლიერებლად შესწირა 10 მან., რისთვისაც ქალაქის გამგეობა დიდ მადლობას უხდის.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 ნოემბერს ეროვნულ ყრილობაზე ნოე ჟორდანიამ წაიკითხა მოხსენება პოლიტიკურ შიდა მმართველობაზე და აღიარა საქართველოს ტერიტორიული ავტონომია. ამის შემდეგ კრება 15 წუთით შეწყდა და დრო დაეთმო სხვა გამომსვლელებს, რომლებიც სიაში წინასწარ იყვნენ ჩაწერილი, სიის ბოლოში მოხვდა ქუთაისის ქალთა ინტერპარტიული ორგანიზაციის დელეგატი, კატო მიქელაძე, რომელსაც სიტყვა არ მისცეს. კატო მიქელაძემ კრების თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელს მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ქუთაისის დრამატიული საზოგადოების გამგეობამ გაუგზავნა წერილი, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნულ ყრილობას მათი წარმომადგენელი პავლე უზნაძე დაესწრებოდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭო აირჩიეს და მასთან შედგა სამხედრო სექცია, რომელშიც, მართალია, ქართული სამხედრო კავშირის წარმომადგენლები შედიოდნენ, მაგრამ ისევე როგორც საბჭოში, სამხედრო სექციაშიც ძალაუფლება მენშევიკებს ჰქონდათ. ამის მიუხედავად, სამხედრო სექციამ პარტიული მოსაზრებით დანიშნულ ქართული ჯარის მეთაურ ახმეტელს უფლება არ მისცა, თანაშემწეები თავისი სურვილით მოეწვია. სამხედრო სექციამ ასევე პარტიული მოსაზრებით სამხედრო კორპუსს შტაბის უფროსად იმხანად კაპიტნის ჩინის მქონე სოსო გედევანიშვილი დაუნიშნა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 22 ნოემბრისათვის, როდესაც საქართველოს ეროვნულ საბჭოსთან არსებულმა სამხედრო სექციამ სოსო გედევანიშვილი სამხედრო კორპუსის შტაბის უფროსად დანიშნა, მას უკვე ჰქონდა უმაღლესი სამხედრო განათლება მიღებული, ფლობდა კაპიტნის ჩინს და ფედერალისტების ფარტიაში თვალსაჩინო ადგილი ეკავა.