რეგისტრირებული ფაქტები50429
სორტირება თარიღი მზარდობით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 სექტემბერს პეტერბურგში მოწვეულ დემოკრატიული ორგანიზაციების წარმომადგენლების ყრილობაზე პარტიათა შეთახმებით გაიგზავნა ქართულ პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლობა, რომლის შემადგენლობაშიც შალვა ამირეჯიბი, აკაკი ჩხენკელი და სიმონ მდივანი იყვნენ.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 19 ოქტომბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N27) გამოქვეყნდა „სიტყვა თქმული მარიამ ანჩაბაძის მიერ ქ. თბილისში საკათალიკოსო კრებაზე 15 სექტემბერს 1917 წ.“, რომელშიც საუბარია ქალის დანიშნულებაზე. საეკლესიო კრებულმა ეს სიტყვა მოისმინა და დაადასტურა. ამავე საკითხზე ილაპარაკა ალავერდის ეპარქიის ქალთა წარმომადგენელმა ალ. გიურჯიძე-ციციშვილისამ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 16 სექტემბერს კავკასიის სამოსწავლო ოლქის კომისარიატის N26133 განკარგულებით 1917 წლის 1-ელ სექტემბერს გიორგი მინას ძე აბაშიძე დაინიშნა ზესტაფონის (ყვირილის) ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებლად.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობამ ზესტაფონის განყოფილების გამგეობას მისწერა, რომ ქუთაისის საადგილმამულო ბანკისაგან მიუვიდა შეტყობინება დაგირავებული მამულის დავალიანების გადაუხდელობის შესახებ. მთავარგამგეობამ განყოფილებას სთხოვა დაეფარა ბანკის დავალიანება 161 მანეთი და 27 კაპიკი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი მამულს გაყიდდა. ხელს აწერს საზოგადოების მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 17 სექტემბერს საკათალიკოსო საბჭოს წევრებად აირჩიეს დეკანოზი ნიკოლოზ თალაკვაძე, მიხეილ მაჩაბელი, პ. მახათაშვილი, პავლე ინგოროყვა, რაფიელ ივანიცკი, თედო სახოკია და ქრისტეფორე კაპანაძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ ჭყონდიდელ მიტროპოლიტად აირჩია არქიმანდრიტი ამბროსი ხელაია.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ ქუთაისის მიტროპოლიტად აირჩია ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 17 სექტემბერს საქართველოს საეკლესიო კრებამ დავით კაჭახიძე აირჩია ურბნელ ეპისკოპოსად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 19 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის კომისარმა გრიგოლ გიორგაძემ სამხედრო მინისტრ კერენსკისგან მიიღო დეპეშა, რომ ნებადართული იყო პოლკების ნაციონალიზაცია.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N24) „სელოს ძმის“ ფსევდონიმით დაიბეჭდა სტატია „პირველი ნაბიჯი“ (გაგრძელება) ქ. სამტრედიაში 1917 წლის 25 აგვისტოს ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ. ავტორი მადლობას უხდის ორგანიზაციის დამაარსებელ ქალებს: ე. ურუშაძისას, კ. რევიშვილისას, ვ. ზურაბოვისას, ნ. შენგელიას, ვ. დოლიძისას, ი. განგიას, გ. კალანდარაძისას და სხვ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 27 სექტემბერს გამართულ ავადმყოფთა და ხეიბარ მებრძოლთა სამზრუნველოს მეორე საორგანიზაციო კრებას დაესწრნენ თბილისის ადგილობრივი ბრიგადის სამხედრო ხელმძღვანელი ბაშენევი, კავკასიის მუსულმანური საქველმოქმედო საზოგადოების წარმომადგენელი ნირ-კიაზიმ ხან ტალიშევსკი და საქართველოს საქველმოქმედო საზოგადოების წარმომადგენელი ვ. მ. მაჩაბელი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 28 სექტემბრიდან დავით ივანეს ძე გაფრინდაშვილი ქუთაისის მესამე გიმნაზიის მეოთხე კლასის დამრიგებლად დაინიშნა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 28 სექტემბრიდან ვალერიან ივანეს ძე გაფრინდაშვილი ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიის მეექვსე კლასის დამრიგებლად დაინიშნა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი ოქტომბრიდან ნინო ბაქრაძე-ბოცვაძე თბილისის რეალური სასწავლებლის პედაგოგი იყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ალექსანდრა გარდაფხაძე-ქიქოძე გურიაში, სოფ. ბახვის ორკლასიანი სასწავლებლის პედაგოგად გადაიყვანეს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი ოქტომბრიდან იასონ ლუარსაბის ძე ამირანაშვილი ფოთის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მსახურობდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი ოქტომბრიდან თამარ გაჩეჩილაძე დამტკიცდა ზესტაფონის ქალთა გიმნაზიის ხელსაქმის მასწავლებლად.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი ოქტომბრიდან თამარ ნიკოლოზის ასული გაჩეჩილაზე ასრულებდა ხელსაქმის მასწავლებლის მოვალეობას ზესტაფონის ქალთა გიმნაზიაში.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი ოქტომბრიდან სამსონ გრიგოლის ძე გახარია დაინიშნა ჭოღის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის ინსპექტორის თანამდებობაზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის ოქტომბრიდან პეტრე ჭარაიასა და მის კოლეგებს ანაზღაურება მოეხსნათ, რადგან გალის სკოლაში ქართული ენის სწავლებას ყურადღება არ ექცეოდა. ოქმს ხელს აწერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი ოქტომბრიდან ალექსანდრა გარდაფხაძე-ქიქოძე გადაიყვანეს გურიაში, სოფ. ბახვში, ორკლასიანი სასწავლებლის პედაგოგად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის ოქტომბერში თბილისში გამართულ ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების კრებას 40-მდე ადამიანი დაესწრო. კრების საპატიო თავმჯომარედ აირჩიეს პეტრე მელიქიშვილი, თავმჯდომარედ – ექვთიმე თაყაიშვილი, მდივნად – ილია ზურაბიშვილი. ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა მოხსენება სამოქმედო გეგმის შესახებ, განიხილეს საფინანსო საკითხები და სასწავლო გეგმა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 2 ოქტომბერს ნავთობით მომარაგებისა და მისი თვიურად გადანაწილების საკითხთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის თავმჯდომარე იყო სამთო ინჟინერი ვ. გ. ოკუნევიჩი.