ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51387

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 31 დეკემბერს ისიდორე რამიშვილმა და არსენ წითლიძემ ილია ჭავჭავაძეს გურიის სოფელ აკეთში დაარსებული წიგნსაცავისთვის წიგნების შეწირვა სთხოვეს. ილიამ თავისი ოთხტომეული გადასცა და ახალი წლის შესახვედრად ოჯახში დაპატიჟა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 13 თებერვალს „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის მეორე სხდომაზე ილია ჭავჭავაძემ ხმამაღლა წაიკითხა პოემის ერთი თავი – „ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 17 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ იონა მეუნარგიას წერილში „ვეფხისტყაოსანი“ „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის მეორე სხდომა იყო განხილული.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 13 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის სტატია „ბ-ნი იანოვსკის წერილის გამო“ დაიბეჭდა.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წელს ილია ჭავჭავაძის დავალებით ზაალ ჭავჭავაძემ ილია ჭავჭავაძის კუთვნილი ახმეტის მამულების სიგელი შეადგინა.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წელს ზაალ ჭავჭავაძემ შეადგინა ილია ჭავჭავაძის კუთვნილი ყვარლის მამულების სიგელი.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წლის 6 თებერვალს „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის პირველი სხდომაზე ილია ჭავჭავაძე ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წელს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო ლიტერატორთა შეხვედრაში.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 6 თებერვალს „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის პირველ სხდომაზე ილია ჭავჭავაძემ იონა მეუნარგიას დაავალა, ილუსტრაციების დასახატად მიხაი ზიჩისთვის „ვეფხისტყაოსნის“ შინაარსი გადაეთარგმნა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ივანე და კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელებმა საზოგადოებას ფული შესწირეს.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს პეტერბურგის სამეცნიერო აკადემიის სტამბაში დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის „კაცია – ადამიანი?!”.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს ცენზურამ გასცა ნებართვა ილია ჭავჭავაძის „კაცია – ადამიანის?!“ ცალკე წიგნად დაბეჭდვაზე.

1866

ტიპი: ავტორობა

1866 წელს ილია ჭავჭავაძემ ზაალ ჭავჭავაძეს მინდობილობა მისცა თავისი ყვარლისა და ახმეტის მამულების სიგელების შესადგენად.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წელს ილია ჭავჭავაძე ანტონ ფურცელაძის სახლში დაესწრო მწერლის ახალი რომანის, „მაცი ხვიტიას“ საჯარო კითხვას.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 13 თებერვალს ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო ბანკის შენობის დარბაზში გამართულ „ვეფხისტყაოსნის“ სარედაქციო კომისიის მეორე სხდომას დაესწრო.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წელს ილია ჭავჭავაძემ დუშეთში მიიღო დავით ერისთავის წერილი, რომელშიც სთხოვდა დასწრებოდა ბანკის დაარსებასთან დაკავშირებით დანიშნულ კრებას, რადგან აუცილებლად სჭირდებოდათ ილიას კონსულტაცია ფინანსურ საკითხებზე.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 11 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ რუბრიკით„თეატრის მატიანე“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა შემდეგი სიტყვებით: „ჟოზეფზედ“ ლაპარაკი ცოტა დამიგვიანდა...“.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 25 მაისს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მიხეილ ამირიძეს, პეტრე მირიანაშვილსა და კონსტანტინე ყიფიანს ხელნაწერების შეწირვისთვის მადლობა გადაუხადეს.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წელს ილია ჭავჭავაძემ დავით ერისთავისაგან მიიღო წერილი თავისი „გამოცანების“ თარგმანით.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ შემუშავებული ბანკის პროექტი დასამტკიცებლად პეტერბურგში გაგზავნეს.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წლის 18 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ნადიკვრელის ფსევდონიმით დაბეჭდილი ილია ზარაფიშვილის კორესპონდენცია „წერილი კახეთიდან“ ეხებოდა კახეთის მევენახეთა კრებას და ილია ჭავჭავაძის პასუხებს ადგილობრივთა შეკითხვებზე.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის დადგენილებით, ალექსი ჭიჭინაძისთვის უნდა ეცნობებინათ, რომ, საზოგადოების წესდების თანახმად, არავის ჰქონდა უფლება, მისგან სასწავლო პროგრამის შეცვლა მოეთხოვა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წელს ილია ჭავჭავაძემ დავით ერისთავს დუშეთიდან ოძისში საპასუხი წერილი გაუგზავნა, შეატყობინა, რომ ვერ შეძლებდა თბილისში ჩასვლას და თავად-აზნაურთა კრებაში მონაწილეობას.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წლის 24 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძე მიიწვიეს სოფელ წვერის მემამულეების, აბელ და იულია კალატოზიშვილების ოჯახში. მასთან ერთად იყვნენ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, პეტრე და მიხეილ ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკები და სხვ. შეხვედრის დროს ილიამ სინდისის შესახებ ისაუბრა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წელს ნიკო ნიკოლაძემ ჟურნალ „კრებულში" დაბეჭდა სტატია „ახალი ახალგაზრდობა“, რომელშიც მაღალი შეფასება მისცა ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობას.