ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46478

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სერგო ჯაფარიძე იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სახალხო განათლების სამინისტროს ტექნიკურ, პროფესიულ და სამრეწველო სასწავლებელთა მთავარგამგე მიხეილ თაქთაქიშვილი გადადგა თანამდებობიდან.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სასურსათო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა ვასილ იოსების ძე არდიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის თავმჯდომარეობით ჩატარებული საქართველოს პარლამენტის სხდომა საღამოს 5 საათზე დაიხურა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის თავმჯდომარეობით ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე იმსჯელეს კანონპროექტზე, რომელსაც ხარჯები უნდა დაემტკიცებონა 10 მილიონიანი ფონდიდან. ხანგრძლივი დებატების შემდეგ კენჭისყრის შედეგად კანონპროექტი მიღებულ იქნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა რევაზ გაბაშვილი, რომელმაც გააკრიტკა ხელისუფლება ჯარის ორგანიზაციის მისეული მეთოდებისათვის.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 4 მარტს ილია ჭავჭავაძემ, ოლღა გურამიშვილმა და ელისაბედ ჭავჭავაძემ დეპეშა გაუგზავნეს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსს, ალექსანდრე ოქროპირიძეს და მღვდლად კურთხევის 40 წლის იუბილე მიულოცეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 5 მარტს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრე ოქროპირიძემ ილია ჭავჭავაძესა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მღვდელმსახურების 40 წლის იუბილეს მილოცვისთვის.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 10 მარტს გაზეთ „ივერიის“ თანამშრომლებმა ვასო აბაშიძეს სცენაზე მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს მისალოცი ბარათი გაუგზავნეს, რომელსაც შუაში იაკობ ნიკოლაძის ნახატი ამშვენებდა. ბარათს ხელს აწერდნენ: ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ივანე ახალშენიშვილი, გიორგი დეკანოზიშვილი და სხვ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 4 მარტს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით დეპეშა გაუგზავნა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსს, ალექსანდრე ოქროპირიძეს და მღვდლად კურთხევის 40 წლის იუბილე მიულოცა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის მარტში ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით მარი ბროსეს დაბადებიდან 100 წლისთავზე ქალაქის თვითმმართველობას მიმართა, რომ ერთ-ერთ ქუჩას ბროსეს სახელი დარქმეოდა.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს მინისტრთა კომიტეტის მდივანმა ბარონმა ემანუელ ნოლდემ წერილით სთხოვა ილია ჭავჭავაძეს, მინისტრთა კომიტეტის კანცელარიაში გამოცხადებულიყო სახელმწიფო სათათბიროში კავკასიის მხრიდან დეპუტატთა არჩევის დებულების პროექტის წინასწარ განხილვაზე.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 2 მარტს ილია ჭავჭავაძემ მარი ბროსეს ვაჟს, ლორან ბროსეს დეპეშით შეატყობინა, რომ მარი ბროსეს დაბადებიდან 100 წლის იუბილე თბილისში საზეიმოდ აღნიშნეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 28 აპრილამდე ილია ჭავჭავაძე დუშეთის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლს, ნოდარ ერმალოზის ძე წინამძღვრიშვილს წინამძღვრიანთკარში ესტუმრა, სახელმწიფო საბჭოზე წარმოსათქმელად დაწერილი სიტყვა წააკითხა, რომლითაც საქართველოს ავტონომიას ითხოვდა და აზრი ჰკითხა. მასპინძელმა არ ურჩია ასეთი მოხსენებით გამოსვლა, რადგან ამას შედეგად მხოლოდ მომხსენებლის კარიერის გაიფუჭება მოჰყვებოდა. ილია ცდას მაინც აპირებდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ილია ჭავჭავაძემ კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიიდან მიიღო მივლინება პეტერბურგში გასამგზავრებლად და გრაფ დიმიტრი სოლსკის თავმჯდომარეობით დაგეგმილ განსაკუთრებულ თათბირში მონაწილეობის მისაღებად. შეკრების მიზანი იყო კავკასიის ადგილის განსაზღვრა რუსეთის საკონსტიტუციო წყობილებაში და სახელმწიფო სათათბიროში დეპუტატთა არჩევის დებულების შემუშავება.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 25 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადრესი რაფიელ ერისთავისადმი მისი ლიტერატურული მოღვაწეობის 50 წლისთავის გამო. გამგეობის წევრებთან ერთად მას ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წელს ილია ჭავჭავაძე მონაწილეობდა სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა წლიური კრების მუშაობაში, რომელზეც განიხილეს განვლილი წლის ანგარიში, იმ მამულების საკითხი, რომლებიც ვერ გაიყიდა და ზედამხედველი კომიტეტის რეორგანიზაციის საკითხი.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე თელავისა და თიანეთის მაზრების თავად-აზნაურთა წინამძღოლი იყო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 19 სექტემბერს თბილისის საადგილმამულო ბანკის ხელმძღვანელობამ ილია ჭავჭავაძეს წერილობით შეატყობინა, რომ ბანკის ვალის გადაუხდელობის გამო პენსიის მიცემა შეუჩერდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 4 სექტემბრამდე ილია ჭავჭავაძე მეუღლესა და გაზეთ „ივერიის“ თანამშრომლებთან ერთად დაესწრო წინამძღვრიანთკარის სკოლის გამოცდებს და ახალგაზრდების ცოდნით კმაყოფილი დარჩა.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1906 წლის სექტემბერში თბილისის საადგილმამულო ბანკის ხელმძღვანელობამ ილია ჭავჭავაძე ოფიციალური უწყებით გააფრთხილა, რომ თუ ბანკის ვალს არ გადაიხდიდა, ყვარლის მამული საჯარო ვაჭრობით გაიყიდებოდა.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1906 წლის 13 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ოფიციალური წერილი თბილისის საადგილმამულო ბანკიდან, რომ 15 000 მანეთად დაგირავებული ყვარლის მამულის ანგარიშზე გადასახდელი ჰქონდა 752. 88 მანეთი.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1906 წლის 13 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ოფიციალური წერილი თბილისის საადგილმამულო ბანკიდან, რომ 61 000 მანეთად დაგირავებული თბილისში, ანდრეევსკის ქუჩაზე, მდებარე კარ-მიდამოს ანგარიშზე გადასახდელი ჰქონდა 830. 43 მანეთი.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 29 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრებაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის მიერ წარდგენილი ანგარიში და თხოვნა სახელმწიფო საბჭოს სესიებში მონაწილეობისთვის კუთვნილი თანხის გაცემის შესახებ. ამ წლის სესიების დასრულებამდე ილიას 1907 წლის ანაზღაურების მიცემაზე უარი უთხრეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 25 ივლისამდე ილია ჭავჭავაძე პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდა.