ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50429

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მოისმინეს სამაჰმადიანო საქართველოს საქმეთა სექციის წევრის, პავლე საყვარელიძის მოხსენება, რის შემდეგაც სამაჰმადიანო საქართველოს მიანიჭეს საკუთარი თვითმართველობა საშინაო საქმეებში, თუმცა ის საქართველოს განუყოფელ ნაწილად უნდა დარჩენილიყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მოისმინეს სამაჰმადიანო საქართველოს საქმეთა სექციის წევრის, პავლე საყვარელიძის მოხსენება. განიხილეს სამაჰმადიანო საქართველოს ფარგლებში სკოლების და სემინარიების არსებობის საკითხი და დაადგინეს, რომ იმ ოჯახებში, სადაც ქართულად საუბრობდნენ, სწავლება იქნებოდა ქართულ ენაზე და თათრული ენის სწავლება იქნებოდა სავალდებული, ხოლო სადაც თათრულად საუბრობენ, სწავლება იქნებოდა თათრულ ენაზე და ქართული ენის სწავლება იქნებოდა სავალდებულო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 17 დეკემბერს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომის გადაწყვეტილებით, სამაჰმადიანო საქართველოს მცხოვრებთ თვითმართელობის მინიჭება ეცნობათ მოწოდებით, რომელიც ქართულ და თათრულ ენებზე იყო დაბეჭდილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, რევაზ გაბაშვილი, ილია ზურაბიშვილი და პეტრე მამრაძე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე დადგინდა ქონების მიღების გადანაწილება: ელექტროსადგურისა და ქარვასლის ქონება გადაეცათ რევაზ გაბაშვილსა და პეტრე ქავთარაძეს, ხოლო გამგეს დაევალა დოკუმენტებისა და ქონების აქტების შემოწმება.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას დაესწრნენ გიორგი გვაზავა, რევაზ გაბაშვილი, პეტრე ქავთარაძე, პეტრე მამრაძე და ილია ზურაბიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას დაესწრნენ გიორგი გვაზავა, რევაზ გაბაშვილი, პეტრე ქავთარაძე, პეტრე მამრაძე და ილია ზურაბიშვილი. კრების გადაწყვეტილებით, ბანკის რწმუნებულების არჩევა მაისამდე გადაიდო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 დეკემბერს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ბანკის რწმუნებულების არჩევა გადაიდოს მაისამდე და მანამდე გაუგრძელდათ ძველ რწმუნებულებს უფლებები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 დეკემბერს გიორგი გვაზავას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს ომის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა ორგანიზაციების გაუქმების შემთხვევაში, მათი ქონების ეროვნული საბჭოსთვის გადაცემის საკითხი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 20 დეკემბრიდან დარია თეოფილეს ასული ბერეკაშვილი თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1917

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ 1917 წლის 20 დეკემბერს სოფ. გეგუთში გახსნა საფეიქრო სკოლა, რომელმაც დანიშნულება შეასრულა. სოფელის მცხოვრებთა უმეტესობამ შეისწავლა ხელობა და სახლში საკუთარი მანქანაც ბევრმა დაიდგა. ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 20 დეკემბრიდან მ. ნ. ზაალოვა საკუთარი თხოვნით გაათავისუფლეს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორობისა და პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეობის თანამდებობებისგან.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 20 დეკემბერს ილია ზურაბიშვილი იყო ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოს მდივანი.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 20 დეკემბერს ირაკლი თაზიშვილი იყო ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოს კანცელარიის საქმეების მწარმოებელი და თავადაზნაურობის გუბერნიის ომში გაქვეულთა ოჯახების დამხმარე კომიტეტის მდივანი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 20 დეკემბერს ირაკლი თაზიშვილის ანაზღაურება იყო 3000 მანეთი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 21 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიას წინადადებით, კომიტეტმა იმსჯელა ომისა და ზავის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 21 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ ვეშაპელი, ალექსანდრე ლომთათიძე, ვლადიმერ გობეჩია, ევგენი გეგეჭკორი, ნოე ჟორდანია, ნიკოლოზ ქარცივაძე და ისიდორე რამიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი, ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, გიორგი გვაზავა, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ ვეშაპელი, ალექსანდრე ლომთათიძე, ვლადიმერ გობეჩია, ევგენი გეგეჭკორი, ნოე ჟორდანია, ნიკოლოზ ქარცივაძე და ისიდორე რამიშვილი. სხდომაზე დადგინდა, რომ საფინანსო სექციას ამიერკავკასიის ბანკიდან 50000 მანეთი უნდა გადასცემოდა ავანსად.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: გრიგოლ ნათაძე, ივანე ჯავახიშვილი, გრიგოლ მაღალაშვილი, ალექსანდრე მიქაბერიძე. მდივანი – ილია ზურაბიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გიორგი გვაზავამ განაცხადა, რომ ეროვნულმა საბჭომ დაადგინა ქართული უნივერსიტეტის დახმარების საკითხი, რომელიც გულისხმობდა თავადაზნაურობის მიერ გადადებული ფულიდან უნივერსიტეტის დახმარებას.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გრიგოლ ნათაძემ განაცხადა, რომ ქართული გიმნაზია უნდა მოიაზრებოდეს საქართველოს მთავრობის გიმნაზიად, რადგან ის ყველა სასწავლებელზე უკეთ ასრულებს მის ფუნქცია-მოვალეობებს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე რევაზ გაბაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებას არ უნდა დაეჩქარებინა გიმნაზიის ქონების გაყიდვა და ეროვნული საბჭოსთვის გადაცემა, რადგან რთული იყო ქვეყანაში სამოქალაქო ომის და ანარქიის შედეგების პროგნოზირება.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ქონებათა სექციას 19 დეკემბრის სხომაზე მიღებული დადგენილების შესახებ. კერძოდ, გამგეების თანაშემწეები თავად სექციებს უნდა აერჩიათ და დასამტკიცებლად წარედგინათ კომიტეტისთვის. ხელს აწერენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე და დავით ნახუცრიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა პავლე ინგოროყვას საკანონმდებლო კრებულის ტერმინოლოგიის ქართულად თარგმნის საჭიროების შესახებ.