რეგისტრირებული ფაქტები52200
სორტირება თარიღი მზარდობით
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს მარია კოჩინევისა, მელიტონ ნინუა, დომენიკ პატკოვსკი, ტერენტი დანელია, ალექსანდრე მონიავა და ვიქტორ გრიგოლია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს შალვა თედორაშვილი, ნიკოლოზ ბეკოშვილი, კაპიტონ კალანდაძე, ვლადიმერ გახოკიძე, მოსე და ნიკოლოზ ივანეს ძე შენგელიები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ნიკოლოზ მონიავა, ესტატე გიორგიძე, ვასილ კელენჯერიძე, სვ. ბეჟანიშვილი, მ. მინდელი და ბესარიონ ალექსანდრეს ძე დანელია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ნინო ბესარიონის ასული კელენჯერიძისა, ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე, ნოე ფილიპეს ძე აბრამიძე, ნესტორ ლევანის ძე მესხი და მ. მინდელისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს დიმიტრი კიკნაძე, მარიამ კიკნაძისა, ვასილ ჭიჭინაძე, გრიგოლ იშხნელი, მარიამ იშხნელისა და იასონ ჟღენტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ივანე ამბაკოს ძე ჩუბინაშვილი, დავით სვიმონის ძე სირაძე, სამსონ ჯომარჯიძე და მელქ. ფარცხალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების წევრები იყვნენ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 27 ოქტომბერს ყარსში ილარიონ ტარიელის ძე ლორთქიფანიძის მოწვევით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების დაარსების წინასწარი კრება გაიმართა. კრებას საზოგადოების წევრობის 35 მსურველი ესწრებოდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 სექტემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრმა გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა N38 ბრძანებით, 1917 წლის 28 ოქტომბრიდან ტარას სარდიონის ძე აბზიანიძე ფიზიკის მასწავლებლად დაამტკიცა ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიაში.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 28 ოქტომბრიდან ვალერიან გაფრინდაშვილი ქუთაისის ვაჟთა მესამე გიმნაზიიის რუსული სიტყვიერებისა და ლიტერატურის ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ოქტომბერს ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო საგუბერნიო საგანგებო კრების თავმჯდომარე იყო კონსტანტინე აფხაზი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ოქტომბერს კონსტანტინე აფხაზის თავმჯდომარეობით მოწვეულმა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო საგუბერნიო საგანგებო კრებამ თავადაზნაურობის კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება გადასცა საქართველოს თვითმმართველობის საჯარო-უფლებრივ ორგანოს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ოქტომბერს კონსტანტინე აფხაზის თავმჯდომარეობით მოწვეულმა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო საგუბერნიო საგანგებო კრებამ საქართველოს თვითმმართველობის საჯარო-უფლებრივი ორგანოს დაარსებამდე შექმნა საბჭო და გამგებლობა, რომელიც ზედამხედველობას გაუწევდა თავადაზნაურობის კუთვნილ ქონებას.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ოქტომბერს კონსტანტინე აფხაზის თავმჯდომარეობით მოწვეულმა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო საგუბერნიო საგანგებო კრებამ ინტერპარტიულ საბჭოს თხოვნით მიმართა, განესაზღვრა მოსაწვევ წარმომადგენელთა რიცხვი, ვადები და შესაბამისი წინასწარი განკარგულებითი ქმედებები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ოქტომბერს კონსტანტინე აფხაზის თავმჯდომარეობით მოწვეულმა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო საგუბერნიო საგანგებო კრებამ მოსაწვევ საბჭოს გადასცა ქონების გამგებლობის, მოვლისა და დაცვის რეგლამენტის და აგრეთვე, ბიუჯეტისა და შტატების შედგენის ვალდებულება.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 29 ოქტომბერს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე შედგა ქართლ-კახეთის თავად-აზნაურობის საგუბერნიო საგანგებო კრება, სადაც დადგინდა, რომ თავად-აზნაურობის კუთვნილება, უძრავ-მოძრავი ქონება ქართველი ერის კუთვნილებაში უნდა გადასულიყო.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის ნოემბერში კონსტანტინე აფხაზი საქართველოს საეროვნო საბჭოთა წევრად აირჩიეს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის პირველი ნოემბერის ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების კომისარიატის განკარგულებით აგრაფინა ბერიძე ხონის მარინეს სახელობის ქალთა სასწავლებლის ქართული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის ნოემბრიდან ნოე რამიშვილი ეროვნულ საბჭოში სამხედრო კომისიას ხელმძღვანელობდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის ნოემბერში მოწვეულ საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე ნოე რამიშვილი ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 3 ნოემბერს „ფინჯან ჩაიში“ ცისფერყანწელებმა – პაოლო იაშვილმა, ლადო მაჭავარიანმა, ნიკო ლორთქიფანიძემ და კოლაუ ნადირაძემ – ექსპრომტად ლექსები წაიკითხეს.
1917
ტიპი: ავტორობა
დეკანოზი ივანე ჩხენკელი 1917 წლის 7 ნოემბერს შვილს, აკაკი ჩხენკელს სწერდა წერილს, რომელშიც ულოცავდა გამოჯანმრთელებას და ატყობინებდა, რომ იმყოფებოდა უბისაში. ახლა სწერდა ხობიდან, სადაც დარჩენა სურდა. ამცნობს მის დეკანოზად კურთხევას კათალიკოს- პატრიარქ კირიონის მიერ და მადლობას უხდიდა პეტროგრადიდან გამოგზავნილი მოკითხვის ბარათის გამო. ასევე ატყობინებდა, რომ ინახულა ექიმმა უ. ბარსულაძემ და გამოგზავნილი წამლებიც მიიღო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 9 ნოემბერს დროებითი მთავრობის 25 ივლისის დეკლარაციის თანახმად თბილისის სასულიერო სასწავლებელში ნაციონალიზაცია განხორციელდა (დეკლარაციის მიხედვით საქართველოს ეკლესიას ეძლეოდა ნება თავის ქვემდებარე სასულიერო სასწავლებლებში სწავლა ქართულ ენაზე წარემართა).